imedi /  01 აგვისტო 2019, 15:32 / სანდო წყარო

ზურა ადეიშვილი: მხოლოდ ჩიტების მეშინია, სისხლის და ნემსის შიშიც ვერ გადავლახე

ზურაბ ადეიშვილი

ზურაბ ადეიშვილი

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და youtube-ზე გამოაქვეყნა. ზურაბ ადეიშვილი ახლა უნგრეთს აფარებს თავს. 

ინტერვიუში, რომელიც 19 ივნისამდეა ჩაწერილი, ადეიშვილი ვრცლად საუბრობს ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე, მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, ბიძინა ივანიშვილზე.

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას ადეიშვილი ამბობს, რომ ის იყო საქართველოში ყველაზე კარგი შს მინისტრი და ბევრი მიღწევა ჰქონდა. მერაბიშვილის მინუსებად კი ადეიშვილი ასახელებს იმ ფაქტს, რომ “ის ძალიან ტოლერანტული იყო თავისი გუნდის წევრების მიმართ“.

ბიზნესის ტერორთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ე.წ. შორთკარტები, რაც მისი განმარტებით იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის წარმომადგენლის დასჯის ნაცვლად მათ ინვესტირების გაკეთებას სთავაზობდნენ: „ის ფული, რაც შენ მოიპარე და წაიღე სახლში, ამ ფულის რაღაც ნაწილი მოახმარე საზოგადოებრივ სიკეთეს“, - განაცხადა ადეიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ის არ ამართლებს მაშინდელ პროცედურებს.

ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვა. როგორც ზურაბ ადეიშვილმა თქვა, წინა ხელისუფლებას შეეძლო შეექმნა ისეთი სასამართლო, რომელიც უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა. ადეიშვილის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით თავის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"რომ გაგვეძლიერებინა მაშინ დამოუკიდებელი ადამიანებით სასამართლოს "ლიდერშიფი" და ეს მიგვეყვანა ბოლომდე, დღეს, რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნებოდა...[სასამართლოს ჩამოშლა]", - განაცხადა ადეიშვილმა. მან ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. "წელიწადნახევარი მუშაობდა ეს ადამიანი ჩვენთან, ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე იყო სამდივნოში", - თქვა ადეიშვილმა და დაეთანხმა ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ ზარდიაშვილი ადეიშვილთან მდივნის ფუნქციებს ასრულებდა.  

ნიკა გვარამიამ ადეიშვილს შეკითხვა დაუსვა ვანო მერაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზეც, რომელზეც გვარამიას თქმით, ამბობდნენ, რომ მათ "სპეციფიკური ურთიერთობა ჰქონდათ". ადეიშვილის თქმით, მერაბიშვილსა და ივანიშვილს შორის კომუნიკაცია 2008 წლამდე არსებობდა. "პრეზიდენტი და ვანო ეკონტაქტებოდა [ბიძინა ივანიშვილს]", - ამბობს ზურაბ ადეიშვილი.

ნიკა გვარამიამ ადეიშვილს ჰკითხა, იჭერდნენ თუ არა ადამიანებს ივანიშვილის მოთხოვნით, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა, რომ იჭერდნენ, თუმცა არასოდეს დაწყებულა დევნა ისეთ ადამიანზე, რომელსაც კონკრეტული ქმედება არ ჰქონია ჩადენილი. 

"ყველა ის გვარები, რომლებსაც შემოგვითვლიდა ხოლმე, და ასეთი ბევრი იყო, რა თქმა უნდა, არასდროს დაგვიწყია სისხლის სამართლის დევნა ისეთი ადამიანთან, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა ჩადენილი რამე კონკრეტული ქმედება. მაგას არ დავუშვებდით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც მაგალითად წინასწარ პატიმრობას ვიყენებდით იმის გამო, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გვთხოვა, მაგრამ რეალურ შემთხვევაში პოლიტიკა იყო სხვანაირი... მაგალითად ერთი პალმის ხის მოპარვაზე დაგვაჭერინა ვიღაც, თითქოს ეს პალმის ხე 1000 ლარი ღირდა თუ რაღაც ასეთი, მემგონი ნათესავი იყო... იყო 14 კგ საღებავზე...საბოლოო ჯამში ხანგრძლივ პატიმრობაზე არ იყო საუბარი", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 

ზურაბ ადეიშვილმა გვარამიას შეკითხვის პასუხად თქვა, რომ მაშინ სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე ოდენობის გადასახადები არ გადაახდევინა:

"დრომაც აჩვენა, რომ ჩვენი დამოკიდებულება [ბიძინა ივანიშვილის] მიმართ იყო აბსოლუტურად ნაივური, არასწორი და, პრინციპში, არასახელმწიფოებრივიც. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი, ის ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები საქართველოში. ადამიანი, რომლის შემოსავალიც ყოველწლიურად, და ვიცით ჩვენ იმ პერიოდის განმავლობაში უცხოეთში რაღაც აქტივებს ჰყიდდა, 2009 წლამდე ეკუთვნოდა გადასახადების გადახდა... ჩვენ არ ვიცით რამდენი აქტივი გაასხვისა იმ პერიოდის განმავლობაში და რა შემოსავალი მიიღო, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ 2003 წლიდან 2007 წლამდე მისი ქონება დრამატულად გაიზარდა, სადღაც 7.5 მილიარდამდე, მანამდე Forbes-ში მგონი სამი თუ ოთხი მილიარდი ჰქონდა, ანუ სადღაც ლაპარაკი უნდა იყოს 1 მილიარდ დოლარზე [ამ ოდენობის გადასახადები საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს არ გადაახდევინა]", - თქვა ზურაბ ადეიშვილმა. მისი თქმით, ამ ფულის გარკვეულ ნაწილს ივანიშვილი ნებაყოფლობით ხარჯავდა და არავინ აძალებდა.

ნიკა გვარამიამ ზურაბ ადეიშვილს ასევე ჰკითხა, ძალიან ეშინოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ბადრი პატარკაციშვილის, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა: "უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი".

"ეს არის ბედის ირონია რაღაცნაირად, რომ ის გვდებს ბრალს ჩვენ... და მეორე მხრივ, დღეს "იმედი" აღმოჩნდა მისი მთავარი მოკავშირე ყველა საქმეში და პრაქტიკულად მის მფლობელობაში... მას ძალიან ეშინოდა ბადრის", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 

ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, თუ "რატომ არ ჩაჯდა ის ციხეში სხვებივით". ადეიშვილის თქმით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ ჩაჯდა ციხეში:

"იმ დროისთვის ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკური დევნა არ იქნებოდა. მე მემგონი ვიყავი ალბათ ერთადერთი, რომელიც ამბობდა პირველივე დღეებში, რომ ეს იქნება რეჟიმი, რომელიც დაიჭერს ყველა ლიდერს ან შეეცდება დაიჭიროს ყველა ლიდერი. მეორე - ნამდვილად ვერ ვხედავ აზრს, რომ სამართალი დაამტკიცო იმ სისტემაში, რა სისტემაც დღეს იქ [საქართველოში] არის, პოლიტიკური წნეხის პირობებში რაშიც იმყოფება ყველა სამართალდამცავი, ყველა მოწმე, პროცესის ყველა მონაწილე. და მესამე - ცხოვრებაში პირველად გავითვალისწინე ჩემი ოჯახის აზრი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 

გვარამიამ მას პირად საკითხებზეც დაუსვა შეკითხვა და დაინტერესდა, რისი ეშინია ყოფილ გენპროკურორს. ადეიშვილი ამბობს, რომ კამერის ფობია აქვს. ასევე ეშინია ჩიტების, სისხლის და ნემსის. “მეშინია მხოლოდ ერთად ერთი რამის, ჩიტების და კამერების. და კიდევ... მთელი ბავშვობა, მეც და დედაჩემიც ვოცნებობდით, რომ ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ სისხლის და ნემსის შიში ვერ გადავლახე. არასოდეს მინახავს როგორ უკეთებენ ნემსს ადამიანს", - თქვა ადეიშვილმა.

ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ის არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება:

"საერთოდ უნდა დავივიწყოთ შიში. ადეიშვილი არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება... მე ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს", - თქვა ზურაბ ადეიშვილმა. 

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს დატოვა. მას საქართველოში სასამართლოს მიერ განაჩენი აქვს გამოტანილი ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და მისი დარბევის საქმეზე. მას პატიმრობა აქვს მისჯილი "აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზეც. ასევე ბრალდებულია ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე.

ასევე მსჯავრდებულია ტელეკომპანია "იბერიას" დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირების საქმესთან დაკავშირებითაც (ე.წ. ციხის კადრების საქმე). ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი პარლამენტარ კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. ინტერპოლმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი 2015 წლის აპრილში გააუქმა.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

25 აგვისტო 2019, 08:18

ეკონომიკა

ბორის ჯონსონმა აშშ-ს ბრიტანული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

„აშშ-ში ბრიტანული კომპანიებისთვის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, თუმცა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეგვიწყონ ამაში ხელი, იმიტომ რომ ამჟამად ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯეფრი ეპშტეინი პრინცი ენდრიუ

25 აგვისტო 2019, 00:57

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ: ეპშტეინის ქმედებებში ეჭვი არასდროს შემიტანია

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ მის მეგობარ, ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინზე საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის რაიმე სახის კრიმინალური ქმედებები არ შეუმჩნევია. ის ამბობს, რომ თანაუგრძნობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეპშტეინისგან თვს დაზარალებულად თვლის.

25 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

საფრანგეთის პოლიციამ დიდი შვიდეულის სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ანტიგლობალისტებმა და გარემოს დამცველებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, თუმცა განსხვავებული ატმოსფერო იყო ქალაქ ბაიონაში, სადაც პოლიციამ ბარიკადები განალაგა, თუმცა მომიტინგეებმა მისი გარღვევა სცადეს.

24 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

ტეხასელი წყვილი საქორწილო ცერემონიის შემდეგ ავარიას ემსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 19 წლის ჰარლი მორგანი და 20 წლის რიანონ ბოდრო ტეხასში, ავტომაგისტრალს უახლოვდებოდა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი ბრიჟიტ ტორნიე მელანია ტრამპი

24 აგვისტო 2019, 23:20

მსოფლიო

მაკრონი ტრამპს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრაზე ლიბიის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს შეხედულებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების თავიდან აცილებაზე.

ემა სტოუნი

24 აგვისტო 2019, 22:39

კულტურა

Disney-მ „კრუელას“ ეკრანიზაციის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ფილმში მთავარი გმირის - კრუელა დე ვილის როლს მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს. ფილმი "101 დალმატინელის" ბოროტი პერსონაჟის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება 1970-იან წლებში მიმდინარეობს და ეკრანიზაციაში ასახულია კრუელა დე ვილის ისტორია, სანამ ის ლეკვების მოტაცებას დაიწყებდა.

24 აგვისტო 2019, 22:33

მსოფლიო

ათასობით ბრაზილიელი ამაზონის ხანძართან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებს

ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს უმოქმედობას აპროტესტებენ და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ღამის სერენადები

24 აგვისტო 2019, 22:09

კულტურა

ბათუმში ხვალ კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი-ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

24 აგვისტო 2019, 22:08

ძალოვნები

სენაკში, მდინარეში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურაზე 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ გეჯეთში მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 აგვისტო 2019, 21:30

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, შემოქმედებას ეძღვნება და ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ტარდება, წელს კი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ღონისძიება თბილისში გაიხსნა, გუშინ კი შეკვეთილში ბლექ სი არენას სცენა დაიკავა.

პრეზიდენტის სასახლე

24 აგვისტო 2019, 21:21

საქართველო

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი: არავიზე ნაკლებად არ გვტკივა ის ახალგაზრდები და პოლიციელი, რომლებმაც თვალები დაკარგეს

„აზრთასხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორია

24 აგვისტო 2019, 20:25

საქართველო

ახალსოფელთან ხანძარის ჩასაქრობად ვერტმფრენები მუშაობას ხვალ განაახლებენ. ვიდეო

მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:56

საქართველო

ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ

„ვზრუნავ იმაზე, ვეძებო ყველა გზა და ყველა საშუალება, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 19:21

საქართველო

თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ

საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:20

საქართველო

ზურაბიშვილი: უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს - უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

24 აგვისტო 2019, 19:11

მსოფლიო

საზღვაო ხომალდ Ocean Viking-ის 356 მიგრანტს ევროპის 6 ქვეყანა მიიღებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ კუთვნილმა გემმა Ocean Viking-მა ღუზა მალტის სანაპიროსთან ჩაუშვა. გემზე 356 მიგრანტი იმყოფება, რომელიც ორგანიზაციამ სამი კვირის წინ შეკრიბა. მიგრანტები 21 დღის განმავლობაში გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან ისინი იტალიამ არ მიიღო და გემს ლამპედუზასა და სიცილის პორტებში შესვლა აუკრძალა.

ლიდსის მუსიკალური ფესტივალი

24 აგვისტო 2019, 18:35

მსოფლიო

ლიდსის მუსიკალურ ფესტივალზე გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ლიდსის ფესტივალზე თინეიჯერი გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთ პარკში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გოგოს გარდაცვალების შესახებ მიიღო შეტყობინება.

24 აგვისტო 2019, 18:33

ეკონომიკა

საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 7 თვეში 21 მილიონი ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 443 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 21 მლნ ლარით (5%-ით) ნაკლებია. ივლისში ბანკების შემოსავლებმა 387 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 86 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

24 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

Marvel-ი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის „ადამიან ობობაზე“ ახალ ანიმაციურ სერიალს გადაიღებს

Marvel Animation-მა "ადამიანი-ობობის" შესახებ ახალი ანიმაციური სერიალი გამოშვება დააანონსა. ანიმაციას "Marvel-ის ობობა და მისი საოცარი მეგობრები" ერქმევა და ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი.