imedi /  02 აგვისტო 2019, 11:04 / სანდო წყარო

საგარეო უწყება: ICAO სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს

სოხუმის აეროპორტი

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. 

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კერძოდ, შეხვედრაზე ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან ერთად აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ICAO, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.

რუსულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი შესაძლოა ისევ ამოქმედდეს და საერთაშორისო ფრენები შესრულდეს.

ყველა სიახლე

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.

ევროკავშირი

23 აგვისტო 2019, 19:52

მსოფლიო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ.

23 აგვისტო 2019, 19:13

ვიდეო

ხანძარი ამაზონის ტყეში

ფორსაჟი

23 აგვისტო 2019, 19:10

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

23 აგვისტო 2019, 19:04

ძალოვნები

პროკურატურა: ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ შემეჯემებელი გადაწყვეტილება მიიღო: დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჟაირ ბოლსონარო

23 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ

ჟაირ ბოლსონარუმ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“. მანამდე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამაზონის ჯუნგლებთან მასშტაბურ ხანძართან გასამკლავებლად რესურსი არ ჰყოფნის.

ბარსელონის აეროპორტი

23 აგვისტო 2019, 18:39

ეკონომიკა

ბარსელონის აეროპორტის გაფიცვის გამო 124 მიმართულებაზე ფრენები გაუქმდა

ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტში შაბათ-კვირას დაგეგმილი გაფიცვის გამო 124 მიმართულებაზე ფრენები გაუქმდა. ესპანურმა მსხვილმა ავიაკომპანია Vueling-მა აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო უქმეებზე დაგეგმილი 112 ავიარეისი გააუქმა.

YouTube-ი

23 აგვისტო 2019, 18:37

ტექნოლოგიები

YouTube-ზე ანგარიშები ჰონგ-კონგზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა

YouTube-ზე რამდენიმე ანგარიში ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა. Google-მა, რომლის გავლითაც იქმნება YouTube-ზე ანგარიშები, რამდენიმე მათგანი გათიშა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულა.

აშშ ჩინეთი

23 აგვისტო 2019, 18:07

ეკონომიკა

ჩინეთი აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს 1 სექტემბრიდან დაუწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს დაუწესებს, - ამის შესახებ france24-ი წერს. საჯარიმო ტარიფები 5-დან 10%-მდე აშშ-დან იმპორტირებულ 5 078 დასახელების პროდუქტზე დაწესდება. გამოცემის ცნობით, ახალო ტარიფების ნაწილი 2019 წლის 1 სექტემბერს, ნაწილი კი 15 დეკემბერს შევა ძალაში.

23 აგვისტო 2019, 17:59

მსოფლიო

ალჟირში კონცერტზე ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ალჟირის დედაქალაქში რეპ კონცერტზე მომხდარ ჭყლეტას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. რეპერ Soolking-ის კონცერტი სტადიონზე გაიმართა. მომხდარის მიუხედავად, მუსიკოსმა გამოსვლა გააგრძელდა. სხვა დეტალები უცნობია.

ხანძარი

23 აგვისტო 2019, 17:55

ძალოვნები

ნაფეტვრების ტყეში ხანძარია. ვიდეო

ნაფეტვრების ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ადგილზე 3 სახანაძრო ჯგუფი მუშაობს და დამატებით ძალას ელიან. უწყების ინფორმაციით, ცეცხლს უწყვეტ რეჟიმში აქრობენ.

დევიდ კოხი

23 აგვისტო 2019, 17:41

მსოფლიო

რესპუბლიკელების მილიარდერი დონორი დევიდ კოხი გარდაიცვალა

ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დევიდ კოხი გარდაიცვალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი მაგნატის ოჯახზე დაყრდნობით წერს. მილიარდერი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის 79 წლის იყო.

უნგრეთი, ბუდაპეშტი.

23 აგვისტო 2019, 17:36

ეკონომიკა

Euronews-ი: უნგრეთი სიღარიბის ზღვარზეა

უნგრეთში სიღარიბის ზღვარი 256 ევროა. მაგრამ ღარიბი მოსახლეობის შემოსავალი ამ მაჩვენებელზე 25%-ით მცირეა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. მოსახლეობის სიღარიბის მედიანა ევროკავშირში ყველაზე მარალი 2017 წელს რუმინეთში იყო, ყველაზე დაბალი კი ფინეთში. 2017 წლიდან სიღარიბის მაჩვენებელმა ზრდა უნგრეთში დაიწყო.

მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

23 აგვისტო 2019, 17:17

მსოფლიო

მოჰამედ ზარიფი ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის ბირთვული შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზარიფმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმების გადახედვა შეუძლებელია.

ჟირაფები

23 აგვისტო 2019, 17:12

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დედამიწაზე ჟირაფები ქრებიან

ჟენევაში, მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ცხოველების იშვიათი ჯიშების დაცვას ეხება, გადაწყდა, რომ ველურ ბუნებაში ჟირაფები დაიცვან. გადაწყდა, რომ ჟირაფის ხორცის, ძვლის და ტყავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს. საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაეროს კონვენციაში ცვლილება შევა.