imedi /  02 აგვისტო 2019, 15:12 / სანდო წყარო

EMC მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს

მორის მაჩალიკაშვილი

მორის მაჩალიკაშვილი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

"ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს. პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა უნდა ფლობდეს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც აშკარად აჩვენებს პირის განზრახვას იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს.

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 1. ერთ ვიდეო ჩანაწერს 2. პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ე. წ. პატაკს; 3. პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა მორის მაჩალიკაშვილის საქმესთან.

EMC შეფასებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. კერძოდ, წარდგენელი მტკიცებულებები არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილს გააჩნდა პოლიციის მიმართ ძალადობის განზრახვა და ამ მიზნით ის თავდასხმით, შემტევ, განმეორებით და ინტენსიურ ძალადობას ახორციელებდა. საქმის ძირითადი და ერთადერთი მტკიცებულება, ადგილზე ჩაწერილი ვიდეო მასალის სახით, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, არსებითად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციასა და შეკრების სხვა მონაწილეების მასებს შორის მიწოლის დროს ჭყლეტის მდგომარეობაში ვარდება, რა დროსაც ის ჭყლეტისგან თავის დასაღწევად ხელს იქნევს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ხვდება პოლიციის ფარს. ვიდეო მასალაში არ ჩანს, მისი მხრიდან კორდონის გარღვევისა და შეტევის, პოლიციის მიმართ ძალადობის, მისი ეკიპირების წართმევის, ან თავდაცვის მიზნით აქტიური მოგერიების მცდელობაც კი.

ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პირობებში, ცხადია ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ მისი დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე და ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს",- წერია განცხადებაში.

EMC მოუწოდებს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებები. არსებითია პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეების გამოძიების პროცესში არ დაუშვას მისი საქმიანობის პოლიტიზება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა. EMC ასევე მოუწოდებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიიღოს ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ დაუშვას პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მის მიმართ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას პარლამენტთან კარვის გაშლას უკავშირებს და აცხადებს, რომ მორის მაჩალიკაშვილს 20 ივნისის აქციის დროს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

მორის მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებმა 26 ივლისს დააკავეს. მას ბრალად სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

ყველა სიახლე

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:50

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯუზეპე კონტე

20 აგვისტო 2019, 18:34

მსოფლიო

იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სენატის სხდომის დასრულების შემდეგ ის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას გადადგომის შესახებ ოფიციალური მოთხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:33

საქართველო

პრეზიდენტის დაპირებული ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართება

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგენა და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას. აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხა არ ჩარიცხულა.

სექსისტური

20 აგვისტო 2019, 18:07

მსოფლიო

ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

რუანდაში არსებულმა ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა. კომპანიამ ლუდის ეტიკეტზე წააწერა ხუმრობა - „როდის შეიძლება გაქციოს ქალმა მილიონერად? როცა მილიარდელი ხარ“. „სკოლმა“ ბოთლების გამოშვება უკვე შეწყვიტა. რუანდა გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 18:03

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა. ერიკ ტრამპი და მისი მეუღლე ლარა ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 2017 წლის სექტემბერში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ერიკ ლუკი დაარქვეს. კიდევ 5 შვილი დონალდ ტრამპ უმცროსს, სამი კი ივანკა ტრამპს ჰყავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ადმინისტრაცია: გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა

გუგუტიანთკარის მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის შვებულებაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ადმინისტრაცია პასუხობს და განმარტავს, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 17:57

მსოფლიო

ტრამპი გრენლანდიაში Trump Tower-ის აშენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც გრენლანდიის სანაპიროზე Trump Tower-ის დამონტაჟებული ფოტო დაურთო. „გპირდებით, ამის აშენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

კიბერფეხბურთი

20 აგვისტო 2019, 17:41

სპორტი

უეფა კიბერფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს

ტურნირში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ, შესარჩევი ეტაპი კი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. ჩემპიონატის მონაწილეები eFootball Pro Evolution Soccer 2020-ს ითამაშებენ. გუნდებში 2-4 მოთამაშე შევა. ფინალური ეტაპი კი 2020 წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეირო ავტობუსის გატაცება

20 აგვისტო 2019, 17:18

მსოფლიო

პოლიციელებმა რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი მოკლეს

კაცი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა ნეიტრალიზებულია. ამის შესახებ BBC ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული კაცი კი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა.

20 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

კაჭრეთში ხანძრის შედეგად 3 ჰა ტყის მასივი და 40 ჰა ხმელი ბალახი დაიწვა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

კობა გვენეტაძე

20 აგვისტო 2019, 17:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

ბიარიცი

20 აგვისტო 2019, 17:04

მსოფლიო

საფრანგეთში G7-ის სამიტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხუთი მემარცხენე რადიკალი აქტივისტი, რომელბიც ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 4 კაცი და 1 ქალი პოლიციამ სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად დააკავა.

ფუტკარი

20 აგვისტო 2019, 16:57

მსოფლიო

ბრაზილიაში 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა

ბრაზილიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა, - ინფორმაციას BBC ბრაზილიელი მეფუტკრეების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სხვა მავნებელი მწერების მოსაშორებლად განკუთვნილი ქიმიკატებია. ფუტკრებს კვების ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა უკავიათ. კერძოდ, მათ იმ საკვები პროდუქტების წარმოებაში, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, ერთი მესამედი წილი

ლისტერიას 3D-გამოსახულება

20 აგვისტო 2019, 16:51

მსოფლიო

ესპანეთში იშვიათი ინფექციური დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საერთო ჯამში, ანდალუსიის ოლქში ლისტერიოზით დაავადების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 56 შემთხვევაში დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარია ლუისა კარსედომ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე სანიტარული განგაში გამოაცხადა.

ნურსულთან ნაზარბაევი

20 აგვისტო 2019, 16:34

ტაბლოიდი

ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

კადრებში ექსპრეზიდენტი მინდორში დადის და მღერის. მედიის ცნობით, ნაზარბაევმა სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა კი კომპოზიტორ ალტინბეკ კორაზბაევს ეკუთვნის. ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდა.

პაატა სალია

20 აგვისტო 2019, 16:30

საქართველო

სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. სალიამ განაცხადა, რომ სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. სალიას განმარტებით, მათ შესახებ გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული.