Imedi /  04 აგვისტო 2019, 16:17 / სანდო წყარო

ილია მეორე: სამსახური საჭიროა, მაგრამ დედისთვის მთავარი შვილების აღზრდაა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

„მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა. 

ქადაგებისას პატრიარქმა დედის როლისა და მარიამ მაგდალინელის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა და სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

4 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

16 დეკემბერი 2019, 11:04

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: 2020-ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის კანონში ცვლილებების რესურსი არსებობს

არჩილ თალაკვაძის თქმით, შემდგომი კონსულტაციები აჩვენებს თუ რაზე შეიძლება შეთანხმდეს ოპოზიცია და ხელისუფლება, "ამ დღეების განმავლობაში იქნება მოსამზადებელი სამუშაოები რომ განვსაზღვროთ შეხვედრის შემდგომი თემები", - განაცხადა მან.

ჯოშ კლინგჰოფერი

16 დეკემბერი 2019, 10:50

კულტურა

გიტარისტი ჯონ ფრუშანტე Red Hot Chili Peppers-ში ბრუნდება

ჯგუფმა Red Hot Chili Peppers-მა Instagram-ზე დაპოსტა, რომ გიტარისტი ჯოშ კლინგჰოფერი 10-წლიანი თანამშროლობის შემდეგ, ჯგუფს ტოვებს, მის ნაცვლად კი ჯონ ფრუშანტე ბრუნდება. მოგვიანებით ამ შინაარსის პოსტები ასევე გაავრცელეს დრამერმა ჩედ სმიტმა და ბასგიტარისტმა ფლიმ.

აქცია

16 დეკემბერი 2019, 10:26

საქართველო

„შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა პრეზიდენტს ქვეყნის სამარცხვინო მთავარსარდალი უწოდეს

სასტუმრო "ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს. მათ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიანი საქმიანობა შეაფასეს და ზურაბიშვილს ქვეყნის სამარცხვინო მთავარსარდალი უწოდეს.

რუსული სოციალური ქსელი

16 დეკემბერი 2019, 10:20

ტექნოლოგიები

Mail.ru 2020 წელს Youtube-ის კონკურენტს გაუშვებს ინტერნეტში

კომპანია Mail.ru Group-ი 2020 წელს საკუთარ ვიდეოსერვისს გაუშვებს, რომელმაც Youtube-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ბორის დობროდეევმა განაცხადა. სერვისის სამომავლო სახეწლოდება გენდირექტორს არ უთქვამს.

გავლენიანი ქვეყნები

16 დეკემბერი 2019, 09:45

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა

ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას ჟურნალისტები ქვეყნების მშპ-ის მონაცემებს, მოსახლეობის რაოდენობას და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილს ითვალისწინებდნენ. სიის პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე რუსეთი, მესამეზე კი ჩინეთი აღმოჩნდა.

საახალწლო განათებები

16 დეკემბერი 2019, 09:27

საქართველო

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

აშშ

16 დეკემბერი 2019, 09:22

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

ნიკოლა სტარჯონი

16 დეკემბერი 2019, 09:15

მსოფლიო

შოტლანდიის პრემიერი: ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში ძალით ვერ გაგვაჩერებს

შოტლანდიის პრემიერმინისტრი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიას მისი ნების საწინააღმდეგოდ გაერთიანებულ სამეფოში ვერ გააჩერებს. სტარჯონის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ წარმატება აძლევს მას უფლებას, დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

iPhone 6

16 დეკემბერი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

ძველი iPhone-ები ახალი iOS-ით უფრო სწრაფად მუშაობს

iAppleBytes-ის ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული ვერსია ძველი თაობების iPhone-ების მუშაობის სისწრაფეზე დადებითად აისახება. ექსპერიმენტისთვის სპეციალისტებმა iOS 13.3-ის ოპერაციული სისტემა iPhone Xr, iPhone 8, iPhone 7, iPhone 6s და iPhone SE-ზე დააყენეს.

გოგა ბითაძე

16 დეკემბერი 2019, 08:32

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „შარლოტ ჰორნეტსს“ სძლია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 107:85 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7:58 წუთი გაატარა და თავის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა.

ლიბანი საპროტესტო აქცია

16 დეკემბერი 2019, 08:10

მსოფლიო

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე კიდევ 46 ადამიანი დაშავდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაპირისპირებისას 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 46 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ნაცისტები

16 დეკემბერი 2019, 00:54

მსოფლიო

ბერლინში მაღალჩინოსანი ნაცისტის საფლავი ამოთხარეს

ჰეიდრიხი რაიხის უსაფრთხოების მთავარი ოფისის ხელმძღვანელი იყო SS-ის ლიდერის ჰაინრიხ ჰიმლერის დროს. ოფისს გესტაპო და ნაცისტური უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებდნენ. ჰეიდრიხი ებრაელი ხალხის მიერ ნაცისტების გენოციდის ერთ-ერთი ავტორიც იყო.

თურქეთი

16 დეკემბერი 2019, 00:34

მსოფლიო

ანკარა ვაშინგტონს ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ორი სამხედრო ბაზის დახურვით დაემუქრა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან, "თუ ამის საჭიროება იქნება", - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში. მათ შორის ერთი ინჯირლიკის ავიაბაზაა. თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზა აშშ-სა და ნატოსთვის სტრატეგიული ობიექტია.

უილ პოულტერი

16 დეკემბერი 2019, 00:15

კულტურა

უილ პოულტერი Amazon​-ის „ბეჭდების მბრძანებელს“ გამოეთიშა

სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებებზე იქნება დაფუძნებული. ცნობილია, რომ პროექტში ითამაშებენ მსახიობები: მარკელა კავება, ​ჯოზეფ მოული და მაქს ბოლდრი.

სოზარ სუბარი

16 დეკემბერი 2019, 00:04

საქართველო

სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების მომხრეა

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს და უმრავლესობის ყოფილ წევრს აკაკი ზოიძეს კარგი ინიციატივა ჰქონდა. საუბარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარი

15 დეკემბერი 2019, 23:43

საქართველო

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიას საქმეზე: აქ ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე არ არის

პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში არ არის, გამოძიება ვადებში შეზღუდული არაა და ის გრძელდება იმგვარად, რის შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლევა. ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე 16 დეკემბერს არის დაბარებული.

PewDiePie

15 დეკემბერი 2019, 23:40

ტექნოლოგიები

ყველაზე პოპულარული ბლოგერი PewDiePie YouTube-ს ტოვებს

30 წლის შვედი ბლოგერი ვებგვერდის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. მას 102 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თავიდან ჩელბერგი თავის არხზე ვიდეოთამაშების მიმოხილვებს აქვეყნებდა, თუმცა შემდეგ მის ვიდეოებში სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური თემების განხილვა დაიწყო.

გრეტა ტუნბერგი

15 დეკემბერი 2019, 23:23

მსოფლიო

Deutsche Bahn-მა ტუნბერგის შენიშვნას გადავსებულ მატარებლებზე მინიშნებებით უპასუხა

კლიმატის აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რატომ ჩივიან გერმანიაში ადამიანები მატარებლების მომსახურებით. მან Twitter-ზე ფოტო დაპოსტა, სადაც Deutsche Bahn-ის გადაჭედილი მატარებლით შვედი აქტივისტი გაეროს კლიმატის კონფერენციიდან (რომელიც მადრიდში გაიმართა) სამშობლოში ბრუნდება.

დემონსტრაცია დელიში

15 დეკემბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

აქციის მონაწილეები ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. ინდოეთის მოსახლეობა შიშობს, რომ ეს მიგრანტების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს.

შარლ გიუდენი

15 დეკემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს

ემანუელ მაკრონმა გენერლის ნეშტის გადაცემასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მოითხოვა და დაიგეგმა ცერემონია, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც იქნება მიწვეული. სმოლენსკის პარკში ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტი 2019 წლის ივლისში იპოვეს.