Imedi /  06 აგვისტო 2019, 11:18 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: 2008 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ომი გამოსავალი არ არის

მემორიალის გახსნა

გიორგი გახარია

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის რაიონის სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა. ღონისძიებას აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა.

გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

,,ყველას კარგად გვესმის რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც  შეგვიძლია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დრო არ დავხარჯოთ იმის მტკიცებაში და იმის ახსნაში სამშობლო ვის უფრო უყვარს, ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი და სად არის გამყოფი, საოკუპაციო ხაზი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სად არის ეს ხაზი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს მიწაზე ომს ვერ დაიწყებ, და ყველამ კარგად ვიცით, რომ ხაზი რომელიც აქ არის, არის საოკუპაციო ხაზი. ეს მემორიალი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იდეა და თქვენი დამსახურება. მინდა ქედი მოვიხადო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა, გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე, მათ მომავალზე და პირველ რიგში დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

მემორიალის გახსნის შემდეგ გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზზე ზემო ნიქოზის საგუშაგოშიც იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივ მკვიდრებთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც მოსახლეობამ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა სთხოვა. 

მემორიალის გარდა, მოსახლეობამ გიორგი გახარიას გზის დაგებაც სთხოვა და ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაასრულა სატენდერო პროცედურები და გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელში უკვე მალე დაიწყება.

 

ყველა სიახლე

ბრედ პიტი

12 დეკემბერი 2019, 00:57

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა მედიასთან ახალ რომანებზე ილაპარაკა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა The New York Times-თან ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ ახალ რომანებზე ილაპარაკა. პიტი აცხადებს, რომ ის არ გაურბის ურთიერთობებს, თუმცა სპეციალურად არავის ეძებს. ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა.

 Lizzo

12 დეკემბერი 2019, 00:35

კულტურა

Time-მა წლის მუსიკოსად Lizzo დაასახელა

ამერიკული ჟურნალის Time-ს ვერსიით, წლის მუსიკოს- შემსრულებელი მელისა ვივიან ჯეფერსონი გახდა, რომელიც Lizzo-ს სახელით არის ცნობილი. „ის მართლაც წარმოადგენს რაღაც ახალს. მისი ხმა არის პოზიტიური და დასამახსოვრებელი“, - წერს გამოცემა.

12 დეკემბერი 2019, 00:10

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტექსტი, აშშ-ის კონგრესის გვერდზე ხელმისაწვდომი.

11 დეკემბერი 2019, 23:42

ტექნოლოგიები

Xiaomi ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერებით პირველ სმარტფონს გამოუშვებს

ტექნოლოგიების მწარმოებელი ჩუნური კომპანია Xiaomi-ს ტოპ მენეჯერის ლუ ვეიბინგის განცხადებით, კომპანია ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების სისტემით პირველ სმარტფონს გამოუშვებს. ვეიბინგის განცხადებით, Xiaomi ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე LPDDR5-ზე გადადის.

11 დეკემბერი 2019, 23:06

საქართველო

საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“- საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა.

ნიუ-ჯერსი სროლა

11 დეკემბერი 2019, 22:53

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მომხდარი თავდასხმა ანტისემიტიზმს უკავშირდება

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა. ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

ალადაშვილის კლინიკა

11 დეკემბერი 2019, 22:45

ძალოვნები

მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ. პაციენტებს ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები აღენიშნებათ.

მერი ჯეინის ლეკვები

11 დეკემბერი 2019, 22:20

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა

ძაღლს მერი ჯეინი ჰქვია. 6 ლეკვი მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ. ისინი ჯანმრთელები არიან და სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ პატრონი ახალ სახლებს მოუძებნის, მათ დედას კი სტერილიზაციას გაუკეთებს.

სპეცოპერაცია საბურთალოზე

11 დეკემბერი 2019, 22:15

ძალოვნები

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, ორი ადამიანია დაკავებული. Imedinews-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ამოღებულია იარაღი და თანხა. ამ დროისთვის დაკავებულები პოლიციამ ავტომობილით გადაიყვანა.

აფეთქება ნავთობტერმინალზე

11 დეკემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

გაერო საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ვერ ამტკიცებს

გაეროს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეიარაღება, რომლითაც ნავთობტერმინალებზე იერიში განახორციელეს ირანს ეკუთვნის. თუმცა ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი შეიარაღება არც ჰუსიტებს აქვთ.

ჯენარო გატუზო

11 დეკემბერი 2019, 21:32

სპორტი

ჯენარო გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

გატუზომ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუნდის სუსტი თამაშის გამო გაათავისუფლეს. „ნაპოლი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ​მანამდე გატუზო „მილანის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და კლუბი მაისში დატოვა.

გუსტავ კლიმტი

11 დეკემბერი 2019, 21:20

კულტურა

იტალიური მუზეუმის კედელში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს

იტალიურ ქალაქ პიაჩენცაში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ იპოვეს, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ტილო 1997 წელს მოიპარეს და ის იტალიის ყველაზე ძებნად ხელოვნების ნიმუშების სიაში შედიოდა.

გიგი უგულავა

11 დეკემბერი 2019, 20:59

ძალოვნები

გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ბადრი გავაშელაშვილი დეპუტატს ცემის გამო უჩივის.

სერენა უილიამსი

11 დეკემბერი 2019, 20:52

სპორტი

აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი $20.9 ათასად გაიყიდა

Golding-ის აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის ჩოგანი, რომლითაც ის 018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა. უცნობმა ნივთში $20.9 ათასი გადაიხადა

ლორან სიმონსი

11 დეკემბერი 2019, 19:59

ტაბლოიდი

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

კულტურის ცენტრი

11 დეკემბერი 2019, 19:53

საქართველო

რუდენკო: რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე თბილისში აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება.

ჟენევა გაერო

11 დეკემბერი 2019, 19:20

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

11 დეკემბერი 2019, 19:01

თემა

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებასსამედიცინო წრეებშიპროტესტიმოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.

მესენჯერი

11 დეკემბერი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე გაითიშება

2020 წლის 1-ლი თებერვლიდან iOS 8-ის მქონე ნებისმიერ აიფონზე WhatsApp-ი გაითიშება, აპლიკაციის გამოყენებას ასევე ვერ შეძლებენ Android-ის 2.3.7 ან უფრო ძველი ვერსიის მქონე სმარტფონების მფლობელები. Windows Mobile-ის ყველა ტელეფონზე კი აპლიკაცია 2019 წლის 31 დეკემბრიდან გაითიშება.