Imedi /  07 აგვისტო 2019, 14:50 / სანდო წყარო

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ეხმიანებიან

ედგარს რინკევიჩსი ლინას ლინკევიჩუსი ჯონათან ჯანოგლი

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ეხმიანებიან. 

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლისთავს აღვნიშნავთ და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, - წერს ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამავე სოციალური ქსელიდან აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.

„სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რასაც ყირიმი და დონბასი მოჰყვა. გაჩუმება გამოსავალი არ არის“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„11 წელი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - წერს ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯონათან ჯანოგლი. 

„რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით საქართველოს მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია Twitter-ზე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დავიწყებული. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კვლავ ურყევია“, - წერია ნორვეგიის საგარეო უწყების პოსტში Twitter-ზე. 

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს Twitter-ზე ფოტოს უძღვნის შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კერსტინ ლუნდგრენი. შვედი პოლიტიკოსი წერს: 

„ქართველები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. 

11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას, აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ყველა სიახლე

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინიტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.

კორონავირუსი

17 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგაან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. მანამდე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

პორნოვარსკვლავი

17 იანვარი 2020, 20:16

ტაბლოიდი

იაპონიაში 81 წლის ქალი პორნოვარსკვლავი გახდა

იაპონიის მცხოვრებმა იოკო ოგასავარამ ადგილობრივ მედიას მოუყვა, რომ სამი წლის წინ 81 წლისამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორნოვარსკვლავი გამხდარიყო. ქალის განცხადებით, ახალი სამსახური მას ბედნიერების პოვნაში დაეხმარა.

დავოსი

17 იანვარი 2020, 19:49

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკურ ფორუმი 50 წლისაა

ტრადიციულად ღონისძიების წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ის გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გასაშუქებლად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება. 2020 წელს ის მდგრად განვითარებას მიეძღვნება.

ლიბია

17 იანვარი 2020, 19:27

მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

ზურაბ ჯაფარიძე

17 იანვარი 2020, 18:45

ძალოვნები

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანდროიდი

17 იანვარი 2020, 18:42

ტექნოლოგიები

Huawei-მ Android-ის საიდუმლო გაამხილა

კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პატიმარი

17 იანვარი 2020, 18:16

მსოფლიო

მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა. პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

17 იანვარი 2020, 17:44

საქართველო

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 5 თებერვალს ჩატარდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა ზოგად უნარებში 5 თებერვლის 10:00 საათზე ჩატარდება. რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი

17 იანვარი 2020, 17:41

მსოფლიო

საფრანგეთმა საუდის არაბეთში სარადარო სისტემა განათავსა

საფრანგეთი საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ სანაპიროზე სარადარო სისტემას განათავსებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი სამეფოს ნავთობტერმინალზე განხორციელებული შეტევის შემდეგ მოკავშირის თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა, წერს Reuters-ი. პარიზი ირანს სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს იღებს.

მასწავლებელი

17 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

საქართველოს განათლების სისტემაში 59 952 მასწავლებელია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლის) ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდების შედეგად, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსი 7 949 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა აიმაღლა.

სოფლის მეურნეობა

17 იანვარი 2020, 17:23

ეკონომიკა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 40 მილიონი ლარით ფინანსდება

პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.

ლიბანი

17 იანვარი 2020, 16:57

მსოფლიო

ლიბანში ანტისახელისუფლებო გამოსვლები არ წყდება

ლიბანში ანსტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება. დედაქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა და მათი მტკიცებით, პოლიციის მხრიდან ძალის უკანონო გამოყენება და ბოლო რამდენიმე დღეში 100-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავება გააპროტესტა.

17 იანვარი 2020, 16:52

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს საგარეო ვალი $306 მილიონით გაიზარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები იზრდება. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, $5,74 მილიარდს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები $306,17მილიონით არის გაზრდილი.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

17 იანვარი 2020, 16:34

ძალოვნები

„რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის 60%-იან წილს ყადაღა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე განუხილველად დატოვა.