imedi /  07 აგვისტო 2019, 18:30 / სანდო წყარო

ვატო წერეთლის დაკითხვაზე დაბარებას ოპოზიცია მედიაზე ზეწოლად აფასებს

ვატო წერეთელი

ვატო წერეთელი

„ტვ პირველის“ მფლობელის საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაბარებას ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს მოუწოდებს, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ და გამოძიების შედეგებს დაელოდონ. 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ვატო წერეთელს იმ ტრანზაქციებზე დაუსვამენ კითხვებს,  რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში დევს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ვატო წერეთლის ორი კომპანია ფიგურირებს. 

თავად ვატო წერეთელი დაკითხვას „ტვ პირველს" უკავშირებს. მას ოპოზიციაც ეთანხმება, თუმცა მმართველი გუნდის განცხადებით, მედიის მფლობელობა ინდულგენცია ვერ იქნება. 

ვატო წერეთელი დაკითხვაზე ხვალ, 8 აგვისტოს არის დაბარებული. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა.  თავად ვატო წერეთელმა კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი.   

„სამგორი თრედისა“ და „სამგორი M“-ის მფლობელი ავთანდილ წერეთელი პროკურატურამ 2019 წლის მარტში დაკითხა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან", სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

ამ საქმესთან დაკავშირებით ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში რამენჯერმე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ რატომ არ დაკითხეს პროკურატურაში, რადგან ორი კომპანიიდან, რომლის გარშემოც მოვლენები ვითარდებოდა, წილებს სწორედ ის ფლობდა. 

სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ყველა სიახლე

სმარტფონები

16 ნოემბერი 2019, 00:20

ტექნოლოგიები

Android-ზე მომუშავე სმარტფონების მილიონობით მომხმარებლის მონაცემებს საფრთხე შეექმნა

ხარვეზი ეხება Qualcomm Secure Execution Environment-ს, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინფორმაციას იცავს. მაგალითად, პაროლებს, ბარათის მონაცემებს და ა.შ. ამ პრობლემის გამო ბოროტმოქმედებს არა მხოლოდ კონფიდენციალური მონაცემების მიღება შეუძლიათ, არამედ თავად სმარტფონის გატეხვა.

ტეილორ სვიფტი

16 ნოემბერი 2019, 00:12

კულტურა

ტეილორ სვიფტმა „კატების“ ეკრანიზაციისთვის შექმნილი სიმღერა წარადგინა

კომპოზიცია „Beautiful Ghosts“ სვიფტმა „კატების“ კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ ვებერთან ერთად დაწერა. ფილმში სიმღერას ფრანჩესკა ჰეივორდი და ჯუდი დენჩი შეასრულებენ, სტუდიური ვერსია სვიფტის შესრულებით კი ტიტრების დროს აჟღერდება. „კატები“ ეკრანებზე 2019 წლის დეკემბერში გამოვა.

ილია მეორე

15 ნოემბერი 2019, 23:49

საქართველო

პატრიარქი: ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება

ბაქოში, 14-15 ნოემბერს მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მისასალმებელი სიტყვა გააცნეს, რომელშიც ილია მეორე დავით გარეჯის საკითხსაც შეეხო.

შოთა მიშველიძე

15 ნოემბერი 2019, 23:31

სპორტი

შოთა მიშველიძემ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს 2 და ვერცხლის 1 მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს, შოთა მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კლაივ ოუენი

15 ნოემბერი 2019, 23:29

კულტურა

„ამერიკულ კრიმინალურ ისტორიაში“ ბილ კლინტონის როლს კლაივ ოუენი შეასრულებს

სერიალის მესამე სეზონის მთავარი თემა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის და თეთრი სახლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის ურთიერთობა იქნება. ლევინსკის როლს მსახიობი ბინი ფელდშაინი შეასრულებს. სერიალი ეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში გამოვა.

თეთრი სახლი

15 ნოემბერი 2019, 23:07

მსოფლიო

თეთრმა სახლმა ტრამპი-ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა. ეს საუბარი 21 აპრილს, იმ სატელეფონო საუბრამდე 3 თვით ადრე შედგა, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.

დროშები რუსეთი უკრაინა საფრანგეთი გერმანია

15 ნოემბერი 2019, 22:52

მსოფლიო

„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი 9 დეკემბერს გაიმართება

შეხვედრის თარიღი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაზუსტდა. „ნორმანდიული ოთხეული“ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებს აერთიანებს.

Curiosity

15 ნოემბერი 2019, 22:26

ტექნოლოგიები

NASA მარსზე ჟანგბადის დონის ცვალებადობის საიდუმლოს არკვევს

ანომალია NASA-ს სპეციალისტებმა მარსმავალ Curiosity-ს მიერ ჩატარებული ცდების შედეგებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში წითელი პლანეტის ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 30%-ით იზრდება. ასეთი შედეგი 6 წლის მანძილზე ფიქსირდება.

ხათუნა გოგორიშვილი

15 ნოემბერი 2019, 22:21

საქართველო

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს აღარ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები პლენალურ სხდომაზე არ დაესწრებიან კანონპროექტების, მათ შორის არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 22:06

საქართველო

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა.

ვაჟა გაფრიდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 21:54

საქართველო

აქციის წევრებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პირბადეები გაიკეთეს

პარლამენტთან აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და თეთრი ნიღბები გაიკეთეს. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

როჯერტ სტოუნი

15 ნოემბერი 2019, 21:43

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის მრჩეველი როჯერ სტოუნი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ჩვენების მიცემისას სტოუნმა კანონმდებლებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის ვებგვერდ WikiLeaks-თან ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის საკითხზე ურთიერთობის შესახებ.

ბექა კვიციანი

15 ნოემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი წარუდგინეს

მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ არამდგრადობაზე საუბრობს. მან პროკურატურაში სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობის საკითხი უკვე დააყენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიციანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო ბრალი ერთი მუხლით დაუმძიმდა.

ოპოზიცია

15 ნოემბერი 2019, 21:15

საქართველო

ოპოზიცია არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასრულდა, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 20:50

მსოფლიო

ჩილეს მთავრობა და ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას მშვიდობისა და ახალი კონსტიტუციისთვის“. დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი აპრილში ჩატარდება. საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 20:26

საქართველო

გახარია: ქვეყანას პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ექნება

„ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.

ცეზარ ტოხოსაშვილი

15 ნოემბერი 2019, 20:17

მსოფლიო

უკრაინაში ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს

უკრაინაში, კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

15 ნოემბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ აპლიკაციებს App Store-დან წაშლის

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ 181 აპლიკაციას App Store-დან წაშლის. Axios-ის ცნობით, კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ელექტრო სიგარეტით გამოწვეული ფილტვების დაავადებით 42 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 19:53

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავია სტაბილურობის შენარჩუნება

რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ანდრიუს კუბილიუსი

15 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს საარჩევნო რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

„იმედგაცრუებაა, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმის გასატარებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.