Imedi /  08 აგვისტო 2019, 07:50 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

2008 წლის ომი ქართული საზოგადოებისთვის ღია ჭრილობად რჩება. ღია ჭრილობაა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს და შვილებისთვის, რომლებიც ამ ომის შედეგად მამების გარეშე იზრდებიან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

„როგორც მთავარსარდალი, როგორც დედა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.

ომი ღია ჭრილობაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახლი, მიწა, წინაპრების საფლავი, სალოცავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ამ ტკივილის და ყოველდღიური შეურაცხყოფის მიუხედავად ისინი გმირულად აგრძელებენ გამყოფ ხაზთან ცხოვრებას. ჩვენი და ჩემი, მოვალეობაა მათ გვერდში დგომა, და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას! ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით არც გალსა და ახალგორში ქართველების უფლებების  შელახვას, არც ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეების შევიწროებას და არც მათი ენის და იდენტობის გათელვას.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია ასევე - პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება. ომმა და ოკუპაციამ გეზი რომ არ და ვერ შეგვაცვლევინა...ამაშია ჩვენი უდიდესი ძალა!

არ შეგუება ნიშნავს იმედის და მიზნის არ დაკარგვას.

როგორც 2005 წელს შევძელით რუსული სამხედრო ბაზების მშვიდობიანად გაყვანა საქართველოდან, მჯერა რომ შევძლებთ ოკუპაციის დასრულებას და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. გერმანიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მუდმივი არაფერია, უიმედობაზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.

უნდა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება, რათა კონფლიქტების გადაწყვეტა გახდეს როგორც ჩვენი, ისე მათი პრიორიტეტი. ამ ამბიციას უახლოეს მომავალში მე გავაჟღერებ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.

ქართველებს უიმედობა არ გვახასიათებს, ამიტომ ისიც უნდა გვჯეროდეს, რომ მოვა დრო და რუსეთიც დარწმუნდება, რომ ომი, ოკუპაცია, სახელმწიფო საზღვრების უგულებელყოფა წარსულს უნდა ჩაბარდეს.

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გლობალური საფრთხეები და გამოწვევები ყველას გვემუქრება, სტაბილურობა აუცილებელია! არა მხოლოდ ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუკი მას განვითარება და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა სურს და აღელვებს.

მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა : არ დავუშვა ის რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, მაქსიმალურად ავიცილოთ პროვოკაციები. ამავდროულად აუცილებელია ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რათა ომის ტრაგედია არასოდეს გამეორდეს, დაცული მოქალაქე წინ იყურებოდეს და დაცული ტერიტორია სტაბილური განვითარების საფუძველს გვაძლევდეს. ჩვენი გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არავის ემუქრება. პირიქით ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა მტკიცე და შეუქცევადია.

არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მე ვარ და ვიქნები მთავარი მებრძოლი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში.

ქართულ საზოგადოებაში თანხმობის გარეშე შეუძლებელია ომით ტრავმირებული და გაყოფილი აფხაზური და ოსური საზოგადოებების შემორიგება. ეს კი ერთადერთი გზაა საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანების.

ჩვენ ყველამ უნდა დავძლიოთ ომის კვალი ცნობიერებაში. წარსულის გაკვეთილები გაძლიერების საფუძვლად ვაქციოთ. ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე.

ყველა ღირსეული ქვეყანა და საზოგადოება ომის საკითხის ირგვლივ ერთიანდება. ომის საკითხი უნდა იყოს არა საზოგადოების კიდევ ერთი პოლარიზაციის და დაყოფის საფუძველი, არამედ მისი შემკვრელი.

ამისათვის აუცილებელია, გადავლახოთ სიძულვილი, ავამაღლოთ კულტურის დონე და სახელმწიფოებრივი ცნობიერება.

მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის წინაპირობა სახელმწიფოს მომავალზე სწორებისა და მისი საბოლოო გამთლიანების“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2442-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 936-მდე გაიზარდა.

ბერნი სანდერსი

23 თებერვალი 2020, 08:13

მსოფლიო

ნევადაში გამართულ დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ბერნი სანდერსი იმარჯვებს

ნევადას შტატში გამართულ დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ამომრჩევლებმა არჩევანი 33 კანდიდატს შორის გააკეთეს. ბიულეტენების 22%-ის დათვლის შემდეგ სანდერსი ხმების 47%-ს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი 23%-ს აგროვებს.

წერილი ბოთლში

23 თებერვალი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

კვენტინ ტარანტინო

23 თებერვალი 2020, 00:43

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინოს პირველი შვილი შეეძინა

ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ. დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.

ჯეი დი დილარდი

23 თებერვალი 2020, 00:30

კულტურა

Lucasfilm-ი „ვარსკვლავური ომების“ ახალ პროექტზე მუშაობს

პროექტის რეჟისორი ჯეი დი დილარდი იქნება, სცენარზე კი მეტ ოუენსი იმუშავებს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის და პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია სურათის ფორმატიც. Lucasfilm-ი და Disney არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სრულმასშტაბიანი ფილმი თუ სერიალი.

სერგეი სტარიცკი

23 თებერვალი 2020, 00:18

მსოფლიო

უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, სტარიცკი ადრე ტელეარხ „ინტერს„ ხელმძღვანელობდა. თავიდან სიკვდილის ვერსიად სუიციდს განიხილავდნენ. თუმცა გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ ბიზნესმენი სავარაუდოდ მოკლეს. საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ანას ბაღი

22 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას აქტივისტები „პარტიზანული ბაღის“ მოწყობით აპროტესტებენ

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები პერიოდულად აპროტესტებენ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, პარტიზანი მებაღეები სკვერს აწყობენ. ისინი ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა და გამწვანებითი სამუშოები დაიწყეს.

კრისტოფერ ჰივიუ

22 თებერვალი 2020, 23:24

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს

ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჰივიუ ნიველენის როლს შეასრულებს. „მხედვარის“ წიგნებში ის დაწყევლილი კაცია, რომელიც იძულებულია მონსტრის სახე მიიღოს. მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. „მხედვარი“, რომელიც პოლონელი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნებზეა დაფუძნებული.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 23:03

მსოფლიო

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური 3 ათასი ტონა ოქროს პოვნას უარყოფს

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 3 ათასი ტონა ოქროს პოვნის შესახებ უარყოფს. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ გეოლოგებმა 160 კილოგრამი ოქრო იპოვეს. მსოფლიოს ოქროს მარაგების საბჭოს ინფორმაციით, ინდოეთის ოქროს მარაგი 626 ტონას შეადგენს.

ტატო გრიგალაშვილი

22 თებერვალი 2020, 22:36

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე რუსი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 21 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:28

საქართველო

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. ინფორმაცია უწყების Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:14

საქართველო

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ.

გიორგი ახვლედიანი

22 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

გიორგი ახვლედიანი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი მასში დიდ ნეგატივს შეიტანს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფიდან, მათთან გაერთიანების შემთხვევაში რომელიმე თუ გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ეს ფაქიზი, ფრთხილად შეკოწიწებული მაგიდა უბრალოდ აფეთქდება“, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა „შაბათის ქრონიკაში“ ჟურნალისტის კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო ცვლილების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან

გია გაჩეჩილაძე

22 თებერვალი 2020, 21:30

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არასტაბილურობისკენ არიან მიმართულნი და არჩევნები საერთოდ აინტერესებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან

22 თებერვალი 2020, 21:01

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს. ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ.

22 თებერვალი 2020, 20:58

საქართველო

ვაკეში საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-29 თებერვალს საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა; ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

წოლჭიმი

22 თებერვალი 2020, 20:46

სპორტი

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, წოლჭიმში მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე აჰმად რაზმაზარმა 80კგ.წონით კატეგორიაში 186 კილოგრამი ასწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრი წოლჭიმში მანჩესტერში 20 თებერვალს დაიწყო და 24-ში დასრულდება.

ილია მეორე

22 თებერვალი 2020, 20:41

საქართველო

ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს”, - ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

ქეთევან გაიპარაშვილი

22 თებერვალი 2020, 20:25

სპორტი

თბილისში, სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება

სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.

სირია

22 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

სირია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA სირიის არმიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.