imedi /  08 აგვისტო 2019, 21:46 / სანდო წყარო

გაეროში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს

გაერო

გაერო

გაეროში უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც პოლონეთის თავმჯდომარეობით საქართველოში არსებული ვითარების განხილვა გაიმართა. „ქრონიკის" ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრის) წარმომადგენლები.

ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და 12 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან 11 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი ჯერ კიდევ არ არის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

სხდომაზე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ. აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას ადასტურებს.

მხარეებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების გამო. აღნიშნეს, რომ ეს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და რეგიონის უსაფრთხოებას არ უწყობს. განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექნიზმების დაშვება საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ასევე, განცხადებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების უპირობო მხარდაჭერას. ამავდროულად, აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია და გამოითქვა წუხილი, რომ ამ მიმართულებით პროგრესი არ შეიმჩნევა.

პარტნიორებმა საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“ მოუწოდეს, რომ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მიეცეთ. განცხადებაში მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და მხარეებს ჟენევის დისკუსიებში უფრო მეტი ჩართულობისა და ძალისხმევების გაორმაგებისაკენ მოუწოდეს.

ასევე, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა და გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს 11 წლის წინანდელი მოვლენები ქრონოლოგიურად წარუდგინა

აგვისტოს ომი დღეს ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმაც გაიხსენეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

20 აგვისტო 2019, 20:38

ძალოვნები

ხაზარაძე: ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია

„ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნესპროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - წერს ხაზარაძე.

ნინო შუბლაძე

20 აგვისტო 2019, 20:35

საქართველო

ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა

Imedinews-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილი

20 აგვისტო 2019, 20:31

საქართველო

ციხელაშვილი სოფელ აიბღაზე: ოკუპანტებისთვის ადგილობრივების ინტერესს მნიშვნელობა არ აქვს

ეს რეგისტრაცია რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მთიანი სოფლის, აიბღას რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელექტროსიგარეტი

20 აგვისტო 2019, 20:23

მსოფლიო

აშშ-ში ელექტროსიგარეტსა და ფილტვის მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და აშშ-ის სახელმწიფო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ელექტროსიგარეტსა და ფილტვების მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ. სულ ცოტა 15 შტატში ფილტვის მძიმე დაავადებათა 120 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:50

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯუზეპე კონტე

20 აგვისტო 2019, 18:34

მსოფლიო

იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სენატის სხდომის დასრულების შემდეგ ის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას გადადგომის შესახებ ოფიციალური მოთხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:33

საქართველო

პრეზიდენტის დაპირებული ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართება

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგენა და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას. აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხა არ ჩარიცხულა.

სექსისტური

20 აგვისტო 2019, 18:07

მსოფლიო

ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

რუანდაში არსებულმა ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა. კომპანიამ ლუდის ეტიკეტზე წააწერა ხუმრობა - „როდის შეიძლება გაქციოს ქალმა მილიონერად? როცა მილიარდელი ხარ“. „სკოლმა“ ბოთლების გამოშვება უკვე შეწყვიტა. რუანდა გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 18:03

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა. ერიკ ტრამპი და მისი მეუღლე ლარა ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 2017 წლის სექტემბერში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ერიკ ლუკი დაარქვეს. კიდევ 5 შვილი დონალდ ტრამპ უმცროსს, სამი კი ივანკა ტრამპს ჰყავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ადმინისტრაცია: გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა

გუგუტიანთკარის მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის შვებულებაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ადმინისტრაცია პასუხობს და განმარტავს, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 17:57

მსოფლიო

ტრამპი გრენლანდიაში Trump Tower-ის აშენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც გრენლანდიის სანაპიროზე Trump Tower-ის დამონტაჟებული ფოტო დაურთო. „გპირდებით, ამის აშენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

კიბერფეხბურთი

20 აგვისტო 2019, 17:41

სპორტი

უეფა კიბერფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს

ტურნირში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ, შესარჩევი ეტაპი კი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. ჩემპიონატის მონაწილეები eFootball Pro Evolution Soccer 2020-ს ითამაშებენ. გუნდებში 2-4 მოთამაშე შევა. ფინალური ეტაპი კი 2020 წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეირო ავტობუსის გატაცება

20 აგვისტო 2019, 17:18

მსოფლიო

პოლიციელებმა რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი მოკლეს

კაცი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა ნეიტრალიზებულია. ამის შესახებ BBC ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული კაცი კი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა.

20 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

კაჭრეთში ხანძრის შედეგად 3 ჰა ტყის მასივი და 40 ჰა ხმელი ბალახი დაიწვა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

კობა გვენეტაძე

20 აგვისტო 2019, 17:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

ბიარიცი

20 აგვისტო 2019, 17:04

მსოფლიო

საფრანგეთში G7-ის სამიტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხუთი მემარცხენე რადიკალი აქტივისტი, რომელბიც ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 4 კაცი და 1 ქალი პოლიციამ სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად დააკავა.