imedi /  12 აგვისტო 2019, 17:32 / სანდო წყარო

კვლევა: საქართველოში რადიოს ყველაზე მეტად 25-დან 44 წლამდე ადამიანები უსმენენ

რადიო

მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებების მრავალფეროვნების და მისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ერთი შეხედვით, რადიო აქტუალურობას კარგავს, თუმცა ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ერთგულ მსმენელს. ამის შესახებ "IPM კვლევები" წერს.

ორგანიზაციამ საქართველოს 7 დიდ ქალაქში რადიოს 1300 მსმენელი გამოიკითხა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის მაცხოვრებლებმა. როგორც აღმოჩნდა, ამ 7 დიდი ქალაქის მაცხოვრებელთა 44% უსმენს რადიოს. მიუხედავად იმისა, რომ რადიოს მსმენელებს შორის ყველა ასაკობრივი კატეგორიის მსმენელს შეხვდებით, აღსანიშნავია, რომ მათ ნახევარს 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ.

მათი 58%, ვინც რადიოს უსმენს, ყოველდღიურად ერთ-ერთ რადიო არხს მაინც უსმენს. დღის განმავლობაში, ყველაზე აქტიური დრო რადიოს მოსასმენად, დილის 9-დან 10 საათამდე პერიოდი აღმოჩნდა. ამ დროის შედეგ რადიოს მოსმენის ინტენსივობა იკლებს და მოგვიანებით, საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე შუალედში შედარებით იმატებს. 

რეგიონსა და თბილისში მყოფ რადიომსმენელთა შორის, რადიოს მოსმენის საათებში მკვეთრი განსხვავება არ არის, თუმცა, მათთვის ამ აქტივობის ინტენსივობა დღის პირველ ნახევარში უფრო მსგავსია, ვიდრე მეორე ნახევარში. შუადღის 3-4 საათი ის დროითი შუალედია, როცა რეგიონში მცხოვრები ადამიანები თბილისში მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, მეტად უსმენენ რადიოს. ამ დროის შემდეგ კი, რეგიონში მცხოვრები მსმენელების აქტიურობა, თბილის მცხოვრებებთან შედარებით, დაბალია.

ყველა სიახლე

რიანა A$AP Rocky

19 იანვარი 2020, 11:20

ტაბლოიდი

ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

მეგობარ კაცთან, მილიარდერ ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ მომღერალი რიანა რეპერ A$AP Rocky-სთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. რიანა და A$AP Rocky ბრუკლინში საქველმოქმედო საღამო 2020 Yams Day-ს დაესწრნენ, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთირებებზე დამოკიდებულთა დასახმარებლად ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

ენდრიუ პიკი

19 იანვარი 2020, 11:03

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პიკმა თეთრი სახლი 17 იანვარს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.

Amazon

19 იანვარი 2020, 11:00

ტექნოლოგიები

WSJ: Amazon-ი ხელის სკანირებით გადახდის სისტემას ქმნის

ინტერნეტგაყიდვების გიგანტი Amazon-ი ​ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალებს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კომპანია ახალი ტიპის ტერმინალების კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში განთავსებას გეგმავს.

თურქეთი ევროკავშირი

19 იანვარი 2020, 10:33

მსოფლიო

მედია: ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანკარა პროგრამის ფარგლებში 168 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 150 დემოკრატიის და სასამართლო სისტემის განვითარებას უნდა მოხმარდეს, 18 მილიონი კი სოფლების განვითარებისთვის გაითვალისწინეს.

კონორ მაკგრეგორი

19 იანვარი 2020, 10:02

სპორტი

კონორ მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტურნირზე ამერიკელი დონალდ სერონე დაამარცხა. ლას-ვეგასში გამართული ორთაბრძოლა პირველი რაუნდის მე-40 წამზე ნოკაუტით დასრულდა.

ნიკოლას მადურო

19 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

მადურომ აშშ-თან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-თან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დონალდ ტრამპს მისი მრჩევლები და ადმინისტრაციის წევრები უშლიან ხელს.

იემენი ჰუსიტები

19 იანვარი 2020, 09:15

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბაზაზე ჰუსიტების თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მარიბში ​მეამბოხე ჰუსიტები სამხედრო საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა და მას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით ადამიანი კი დაიჭრა.

ილონ მასკი

19 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.

ნათლისღება ბათუმი

19 იანვარი 2020, 08:43

საქართველო

აჭარაში ნათლისღება აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

ნათლისღება

19 იანვარი 2020, 08:29

საქართველო

დღეს ნათ­ლის­ღე­ბაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2020, 08:17

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტი 2020 წლის არჩევნებში ჩარევის უტიფარი მცდელობაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნეს და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიაზე სახიფათო შეტევა უწოდეს. მათი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უტიფარ მცდელობას წარმოადგენს.

სელინ დიონი

19 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

სელინ დიონი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა

51 წლის კანადელი მომღერლის დედა, ტერეზა 17 იანვარს გარდაიცვალა. თუმცა ამის მიუხედავად სელინ დიონმა მისი ტურნეს ფარგლებში მაიამიში დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმა და თაყვანისმცემლებს მომხდარის შესახებ შოუს მსვლელობისას გულახდილად ესაუბრა.

კონცერტი პარიზში

19 იანვარი 2020, 00:13

კულტურა

პარიზის ოპერის მუსიკოსებმა საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე კონცერტი გამართეს

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

ძმები მაკლინები ნიჩბოსნობა

18 იანვარი 2020, 23:35

სპორტი

შოტლანდიელმა ძმებმა ატლანტის ოკეანე გადაცურეს და 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ამით ძმებმა 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ისინი პირველი 3 ძმა გახდნენ, ვინც ოკეანე გადაცურეს, ყველაზე სწრაფი ტრიო, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ყველაზე ახალგაზრდა ტრიო, რომელმაც ეს ოკეანე წარმატებით დალაშქრა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

18 იანვარი 2020, 23:00

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ

შესაბამისი განცხადება დედოფლის სახელით ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნდა. წყვილი ელისაბედ მეორეს აღარ წარმოადგენს და მათი სამეფო რეზიდენციის ფროგმორ კოტეჯის რემონტზე დახარჯულ 2.4 მილიონ ფუნტს ხაზინას დაუბრუნებს.

ნატა ფერაძე

18 იანვარი 2020, 22:44

ძალოვნები

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც 18 იანვარს, საღამოს დააკავეს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია Imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ინფორმაციით, ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დემონსტრაცია ბეირუთში

18 იანვარი 2020, 22:27

მსოფლიო

ბეირუთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლიბანის დედაქალაქში შეკრებილი მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ მმართველმა ელიტამ ქვეყანა ისტორიაში ყველაზე საშინელ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. შეტაკების შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დაშავდა.

კოსმოსური ძალები უნიფორმა

18 იანვარი 2020, 21:50

მსოფლიო

აშშ-ის კოსმოსურ ძალებს ახალი უნიფორმის გამო თავის მართლება მოუწია

უწყებამ უნიფორმის ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა, რასაც მომხმარებლების მხრიდან დაცინვა მოჰყვა. კერძოდ, კრიტიკოსებს აინტერესებდათ რა საჭიროა კამუფლაჟი კოსმოსში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.

ნატა ფერაძე

18 იანვარი 2020, 21:29

ძალოვნები

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე პოლიციამ დააკავა

ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის დაკავების შესახებ Imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს განმარტებით ფერაძე ადმინისტრაციული წესით, 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 21:11

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ სურამთან, სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.