imedi /  16 აგვისტო 2019, 16:40 / სანდო წყარო

პრემიერმა თქვა, თუ რაზეა დამოკიდებული სამთავრობო ცვლილებები

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების” გუნდის წევრი. რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა პარლამენტში წარადგენს განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც მასზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ შედეგებზე ვართ ორიენტირებული. განმსაზღვრელი არის ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

ხაზარაძე: გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა

გიორგი გახარია აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნავთობტერმინალი აფეთება

16 სექტემბერი 2019, 11:11

მსოფლიო

აშშ-მ ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულებები წარადგინა

აშშ-ს დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს. ვაშინგტონს მომხდარში ირანის მონაწილეობის დასტურად სატელიტური გამოსახულებები და დაზვერვის თანამშრომლების ანგარიშები მოჰყავს.

David Koma-ს კოლექცია

16 სექტემბერი 2019, 10:59

კულტურა

ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-ს ჩვენება გაიმართა

ნიუ-იორკის შემდეგ ლონდონის მოდის კვირეული დაიწყო, რომელიც 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. წამყვანი ბრიტანელი დიზაინერები 2020 წლის გაზაფხული- ზაფხულის კოლექციას წარუდგენენ საზოგადოებას. კვირეულის ფარგლებში უკვე რამდენიმე ჩვენება გაიმართა და ერთ-ერთი David Koma-ს კოლექცია იყო.

მეტროსადგური

16 სექტემბერი 2019, 10:57

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

მუსიკა

16 სექტემბერი 2019, 10:26

კულტურა

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაიწყო

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, ლატვიიდან, და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართველ მსმენელ შეხვდებიან. ფესტივალი უკვე 27-ედ იმართება.

შიშველი

16 სექტემბერი 2019, 10:23

ტაბლოიდი

არგენტინელი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში შემთხვევით თითქმის გააშიშვლეს

არგენტინელი ტელეწამყვანი სოლ პერესი სატელევიზიო ეთერში შემთხვევით თითქმის შიშველი აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს დიზაინერი ფაბიან მედინა ფლორესი პერესისთვის კაბის შესწორებას შეეცადა, რა დროსაც წამყვანს ფეხები და ქვედა საცვალი გამოუჩნდა.

ჯამბაზი

16 სექტემბერი 2019, 10:21

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში კაცი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრაზე ჯამბაზთან ერთად მივიდა

ახალ ზელანდიაში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრისთვის ჯამბაზი დაიქირავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფირმის სპეციალისტმა ჯოშ ტომპსონმა მიიღო წერილი, რომლითაც ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ ფირმაში ჯოშის მომავლის განხილვას აპირებდნენ.

სკოლა

16 სექტემბერი 2019, 10:14

საქართველო

დარჩელში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

დარჩელში „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი დაესწრნენ.

კლიმატის ცვლილება

16 სექტემბერი 2019, 10:03

ტექნოლოგიები

მეცნიერთა ნაწილს კლიმატის ცვლილების სწრაფი ტემპი აშინებს

რამდენად მისაღებია კლიმატის ცვლილებაზე ემოციური და შემაშინებელი სიტყვებით საუბარი. ამას მეცნიერებისა და საქმის სპეციალისტების ნაწილი არ ეთანხმება. ნაწილი მეცნიერების აზრით, საზოგადოებაში შიშის გაჩენა პარალიზებას გამოიწვევს, ასევე ახალგაზრდებში მენტალური პრობლემების წინაპირობა გახდება.

ბაღები

16 სექტემბერი 2019, 09:38

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

დღეიდან მუშაობას განაახლა 175 ბაგა-ბაღმა, სადაც უკვე რეგისტრირებულია 60 667 ბავშვი. სააღმზრდელო პროცესი მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობის გამო რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება დედაქალაქის 5 ბაღში. ესენია: 12-ე, 144-ე, 126-ე, 200-ე და მე-4 ბაღები.

მემორიალი

16 სექტემბერი 2019, 09:31

მსოფლიო

უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელების მემორიალი დააზიანეს

უკრაინაში, სოფელ ბოგდანოვკაში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მასობრივი მკვლელობის ადგილი, სადაც 54 ათასამდე ებრაელი მოკლეს, დაუდგენელმა პირებმა შეურაცხყვეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ებრაული კომიტეტის დირექტორმა ედუარდ დოლინსკიმ დაწერა.

კიმ ჩენ ინი
დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2019, 09:11

მსოფლიო

მედია: კიმ ჩენ ინი ტრამპს ფხენიანში იწვევს

კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ფხენიანში მიწვევის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ ტრამპისთვის აგვისტოში გაგზავნილ წერილში წერია.

ნავთობის ფასი

16 სექტემბერი 2019, 09:02

ეკონომიკა

საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხმის გამო ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, ამის მიზეზად კი საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც ნავთობტერმინალებზე ხანძარი გაჩნდა.

ნავთობი

16 სექტემბერი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ყველა შესაბამისი უწყება ჩააყენა საქმის კურსში, რათა საჭიროების შემთხვევაში ტეხასის შტატსა და სხვა ნავთობობიექტებზე დააჩქარონ პროცესი. მისი განცხადებით, აშშ-მა იცის, თუ ვინ იდგა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის უკან.

რიკ ოკასეკი პაულა პორიზკოვა

16 სექტემბერი 2019, 08:32

კულტურა

მომღერალი რიკ ოკასეკი გარდაიცვალა

1980-იანი წლების პოპულარული ჯგუფის The Cars-ის წამყვანი ვოკალისტი, მომღერალი რიკ ოკასეკი 74 წლისა გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში, მანჰეტენზე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი არაფერს აკონკრეტებს.

ჭავჭავაძის გამზირი

16 სექტემბერი 2019, 08:23

საქართველო

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტმობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

დღეიდან, 16 სექტემბრიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცამხრივად აღდგება და ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ცნობილია ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, რომლებიც ვაკეში შესაბამის ქუჩებზე იმოძრავებენ.

იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი 2019, 08:05

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 სექტემბერი 2019, 07:59

საქართველო

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრება.

სწავლა

16 სექტემბერი 2019, 07:54

საქართველო

დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

დღეიდან, 16 სექტემბრიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

რამდენად პოპულარულია ელექტროსიგარეტები. სტატისტიკა

ბაზრის კვლევის ჯგუფის Euromonitor-ის მონაცემებით, ზრდასრული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარენ, 2021 წლისთვის 55 მილიონს მიაღწევს. ამის პარალელურად ასევე იზრდება ელექტრონული სიგარეტის ბაზარიც, რომელიც 19.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.