imedi /  17 აგვისტო 2019, 14:50 / სანდო წყარო

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ

მედიკამენტები

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები”, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტების ყიდვა გარკვეული ჯგუფებისთვიის ერთ ლარად იქნება შესაძლებელი.

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე

24 სექტემბერი 2019, 13:32

ეკონომიკა

დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ქვეყნის ვალი საგანგაშოდ იზრდება და მისი პარტია ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივა მავნებლური და საგანგაშოა, რომელიც ქვეყნის ვალს კიდევ უფრო ზრდის და ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს.

დუმა

24 სექტემბერი 2019, 13:21

მსოფლიო

აშშ-მა რუს პარლამენტარებს ვიზა არ მისცა

მის გარდა ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციის კიდევ რამდენიმე წევრი ვერ მიიღებს. მიზეზად ამერიკული მხარე რუსული დელეგაციის მიერ დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენას ასახელებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და ვაშინგტონს გაერთიანებული ერების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

ქართული პროდუქცია

24 სექტემბერი 2019, 13:11

ეკონომიკა

ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, დიდ ბრიტანეთში 600 000 ლარის ქართული პროდუქციის, კერძოდ: ღვინის, თხილის და ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე IFE 2019 დაამყარეს.

გონების ძალა

24 სექტემბერი 2019, 13:02

ტექნოლოგიები

Facebook-მა შეიძინა სტარტაპი, რომელიც გონების ძალით კომპიუტერის მართვაზე მუშაობს

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა შეიძინა კომპანია CTRL-Labs-ი - ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც გონების ძალის საშუალებით კომპიუტერის მართვის პროგრამებს ქმნის. Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა სტარტაპი 0,5-1 მილიარდი დოლარი გადაიხადა. მანამდე CTRL-Labs-მა რამდენიმე მსხვილი ინვესტორისგან 67 მილიონი დოლარი მიიღო.

ანდრეი ტიურინი

24 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულმა რუსმა ჰაკერმა დანაშაული აღიარა

საქართველოს მიერ შეერთებული შტატებისთვის გადაცემულმა რუსმა ჰაკერმა ბრალი აღიარა. საქმე ეხება ანდრეი ტიურინს, რომელმაც კიბერთავდასხმები 2012-2015 წლებში განახორციელა. სააგენტოს ინფორმაციით, ტიურინმა შეთქმულებაში მონაწილეობა, თაღლითობა, არალეგალურ ინტერნეტთამაშებში ჩართულობა და კომპიუტერულ ქსელებში შეღწევა აღიარა.

ბორის ჯონსონი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

24 სექტემბერი 2019, 12:54

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთიც ადანაშაულებენ

BBC-ის ინფრომაციით, ქვეყნების პირველმა პირებმა ერთობლივი განცხადება ბორის ჯონსონმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაავრცელეს.„ჩვენთვის ცხადია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია. სხვა ახსნა-განმარტება არ არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე გამოძიებას, რომელიც დეტალებს დაადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი

24 სექტემბერი 2019, 12:35

საქართველო

ევროსაბჭო რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის საქმის განაჩენის შესრულებას შეისწავლის

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შესრულების საკითხს შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის, რუსეთის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 23-25 სექტემბერს განიხილავს.

ბატიაშვილი

24 სექტემბერი 2019, 12:25

საქართველო

მიხეილ ბატიაშვილი: ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

ეკა ბესელია

24 სექტემბერი 2019, 12:18

საქართველო

ბესელია: ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება

ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რადგან ვერ შეძლო სისტემის ისე გამართვა, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი

24 სექტემბერი 2019, 12:06

საქართველო

პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ს ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახლმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

პოლიცია

24 სექტემბერი 2019, 11:38

ძალოვნები

ყოფილი ცოლის მკვლელი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება

კაცი, რომელმაც 48 წლის ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ამ დრომდე საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მკურნალი ექიმის თქმით, ტვინი არ არის დაზიანებული და შესაძლოა კაცი კომიდან გამოვიდეს. რაც შეეხება ოპერაციას, რ.კ-ს თავის არეში ოპერაცია გუშინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე საათი უტარდებოდა.

თამაზ ქოიავა

24 სექტემბერი 2019, 11:25

საქართველო

მოკლული სოსო ქოიავას მამა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

თამაზ ქოიავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. ქოიავა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს, მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

Boeing 737 MAX

24 სექტემბერი 2019, 11:24

მსოფლიო

Boeing-ი ორი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების 346 მსხვერპლის ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ 144 500-დოლარიან კომპენსაციას კომპანიის სპეციალური ფონდიდან, რომლის ოდენობაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

მაიკლ მენდელი

24 სექტემბერი 2019, 10:44

კულტურა

Rick And Morty-ს და The Simpsons-ის პროდიუსერი მაიკლ მენდელი გარდაიცვალა

ცნობილი ანიმაციის პროდიუსერი მაიკლ მენდელი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური გამოცემის ცნობით, მენდელი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. მაიკლ მენდელი ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, ანიმაციური სერიალის Rick And Morty-ს და ასევე მსოფლიოში პოპულარული ანიმაციური სერიალის The Simpsons-ის პროდიუსერი იყო.

საბა ლობჟანიძე

24 სექტემბერი 2019, 10:27

სპორტი

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

ქართველის „რანდერსმა“ მე-10 ტურის შეხვედრაში „ჰორსენსს“ უმასპინძლა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. თავის გამოჩენა კი 22-ე წუთზე შეძლო. ქართველმა ანგარიში გაათანაბრა. რანდერსმა საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა. საბამ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სიდ ჰეიგი

24 სექტემბერი 2019, 10:12

კულტურა

ამერიკელი მსახიობი სიდ ჰეიგი გარდაიცვალა

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უბედური შემთხვევის გამო ჰეიგი საავადმყოფოში მოხვდა. სიდ ჰეიგი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჯეკი ბრაუნი“, „მოკალი ბილი-2“ და „ბრილიანტები სამუდამოდ“.

ტყიბული

24 სექტემბერი 2019, 09:52

საქართველო

ტყიბულში მეშახტეები შახტში ჩავიდნენ და ხელფასების მიღებამდე ამოსვლას არ აპირებენ

დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა: 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ელიზაბეთ რუდი
გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2019, 09:04

საქართველო

გახარიამ აშშ-ს საოკუპაციო ზონასთან მდებარე სოფლებში საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

ტურიზმი

24 სექტემბერი 2019, 08:51

ეკონომიკა

2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.

პარლამენტი

24 სექტემბერი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის 3 კანდიდატს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში გრძელდება. პროცესი დღეს 10:00 საათზე მერაბ გაბინაშვილთან გასაუბრებით დაიწყება, შემდეგ კიდევ ორ მოსამართლეს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს მოუსმენენ. კანონმდებლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას.