19 აგვისტო 2019, 17:14 / სანდო წყარო

ომბუდსმენი ემზარ კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანი

საქართველოს სახალხო დამცველი „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს, ემზარ კვიციანს მიმართავს, რომ მომავალში რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ არ წაახალისოს დისკრიმინაცია და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი დაიცვას. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, ომბუდსმენმა დეპუტატს მირტაგი ასადოვის საჩივრის საფუძველზე მიმართა.

კერძოდ, ასადოვის საჩივარში მითითებული იყო, რომ  2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა. 

მირტაგი ასადოვი, როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარე და შეიხი აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა. მის განცხადებას ქართულ ენაზე თარჯიმანი თარგმნიდა. აზერბაიჯანულ ენაზე მირტაგი ასადოვის გამოსვლას ემზარ კვიციანის რეპლიკა - „ვერ მოვისმინე ვინ ბრძანდება მაგი, ვერ გავიგე უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეა?“ მოჰყვა, რაზეც მირტაგი ასადოვმა უპასუხა, რომ საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნულის შემდეგ ემზარ კვიციანმა მირტაგი ასადოვს უთხრა, რომ ქართულად დალაპარაკებოდა. 

"სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ემზარ კვიციანის გამონათქვამი ცალსახად იყო მინიშნება, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, არა აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჯარო სივრციდან გარიყვას, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაშია ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის იდეასთან.

პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებაზე. ამდენად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, საჯარო პირებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, არ წააქეზონ დისკრიმინაცია უმცირესობათა მიმართ და ხელი შეუწყონ თანასწორი და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანის მიმართვა მირტაგი ასადოვისადმი არის ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევა და მიმართავს დეპუტატს, რომ მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას 2019 წლის 22 თებერვლის პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.", - აღნიშნულია "საიას" განცხადებაში

ყველა სიახლე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი

24 სექტემბერი 2019, 12:35

საქართველო

ევროსაბჭო რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის საქმის განაჩენის შესრულებას შეისწავლის

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შესრულების საკითხს შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის, რუსეთის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 23-25 სექტემბერს განიხილავს.

ბატიაშვილი

24 სექტემბერი 2019, 12:25

საქართველო

მიხეილ ბატიაშვილი: ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

ეკა ბესელია

24 სექტემბერი 2019, 12:18

საქართველო

ბესელია: ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება

ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რადგან ვერ შეძლო სისტემის ისე გამართვა, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი

24 სექტემბერი 2019, 12:06

საქართველო

პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ს ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახლმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

პოლიცია

24 სექტემბერი 2019, 11:38

ძალოვნები

ყოფილი ცოლის მკვლელი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება

კაცი, რომელმაც 48 წლის ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ამ დრომდე საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მკურნალი ექიმის თქმით, ტვინი არ არის დაზიანებული და შესაძლოა კაცი კომიდან გამოვიდეს. რაც შეეხება ოპერაციას, რ.კ-ს თავის არეში ოპერაცია გუშინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე საათი უტარდებოდა.

თამაზ ქოიავა

24 სექტემბერი 2019, 11:25

საქართველო

მოკლული სოსო ქოიავას მამა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

თამაზ ქოიავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. ქოიავა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს, მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

Boeing 737 MAX

24 სექტემბერი 2019, 11:24

მსოფლიო

Boeing-ი ორი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების 346 მსხვერპლის ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ 144 500-დოლარიან კომპენსაციას კომპანიის სპეციალური ფონდიდან, რომლის ოდენობაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

მაიკლ მენდელი

24 სექტემბერი 2019, 10:44

კულტურა

Rick And Morty-ს და The Simpsons-ის პროდიუსერი მაიკლ მენდელი გარდაიცვალა

ცნობილი ანიმაციის პროდიუსერი მაიკლ მენდელი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური გამოცემის ცნობით, მენდელი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. მაიკლ მენდელი ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, ანიმაციური სერიალის Rick And Morty-ს და ასევე მსოფლიოში პოპულარული ანიმაციური სერიალის The Simpsons-ის პროდიუსერი იყო.

საბა ლობჟანიძე

24 სექტემბერი 2019, 10:27

სპორტი

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

ქართველის „რანდერსმა“ მე-10 ტურის შეხვედრაში „ჰორსენსს“ უმასპინძლა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. თავის გამოჩენა კი 22-ე წუთზე შეძლო. ქართველმა ანგარიში გაათანაბრა. რანდერსმა საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა. საბამ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სიდ ჰეიგი

24 სექტემბერი 2019, 10:12

კულტურა

ამერიკელი მსახიობი სიდ ჰეიგი გარდაიცვალა

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უბედური შემთხვევის გამო ჰეიგი საავადმყოფოში მოხვდა. სიდ ჰეიგი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჯეკი ბრაუნი“, „მოკალი ბილი-2“ და „ბრილიანტები სამუდამოდ“.

ტყიბული

24 სექტემბერი 2019, 09:52

საქართველო

ტყიბულში მეშახტეები შახტში ჩავიდნენ და ხელფასების მიღებამდე ამოსვლას არ აპირებენ

დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა: 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ელიზაბეთ რუდი
გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2019, 09:04

საქართველო

გახარიამ აშშ-ს საოკუპაციო ზონასთან მდებარე სოფლებში საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

ტურიზმი

24 სექტემბერი 2019, 08:51

ეკონომიკა

2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.

პარლამენტი

24 სექტემბერი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის 3 კანდიდატს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში გრძელდება. პროცესი დღეს 10:00 საათზე მერაბ გაბინაშვილთან გასაუბრებით დაიწყება, შემდეგ კიდევ ორ მოსამართლეს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს მოუსმენენ. კანონმდებლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას.

ბრიუს სპრინგსტინი

24 სექტემბერი 2019, 08:05

ტაბლოიდი

ბრიუს სპრინგსტინი 70 წლის გახდა

20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელმა მუსიკოსმა იუბილესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც თაყვანისმცემლებს დოკუმენტურ ფილმს „დასავლურ ვარსკვლავებს“ წარუდგენს.

გრეტა ტუნბერგი

24 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. სამიტის გახსნაზე 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა, რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია:

მექსიკა,ვულკანი პოპოკაპეტელი

24 სექტემბერი 2019, 00:58

მსოფლიო

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა

მექსიკაში მძინარე ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა. მექსიკის ქალაქ პუებლას სამოქალაქო თავდაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს რომ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიას 12 კილომეტრის რადიუსით მოშორდნენ. ტურისტებმა კი ვულკანის კრატერის დალაშქვრისაგან თავი შეიკავონ.

Google

24 სექტემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

Google-მა Google Play Pass-ის თამაშებზე გამოწერის სერვისი აამუშავა

მომხმარებლები წვდომას 350 მობილურ თამაშსა და აპლიკაციაზე მიიღებენ. ყველა მათგანი უკვე Play Store-ზეა განთავსებული. პირველი 10 დღის განმავლობაში სერვისის გატესტვა უფასოდაა შესაძლებელი. პირველ წელს მისი გამოწერა თვეში 1,99 დოლარი ეღირება, შემდეგ კი 4,99 დოლარამდე გაძვირდება.

ლიონელ მესი

24 სექტემბერი 2019, 00:27

სპორტი

წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურელი „ბარესლონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა. ამ ტიტულისთვის მესისთან ერთად „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი იბრძოდნენ.

აშშ, პოლონეთი

24 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.