imedi /  19 აგვისტო 2019, 17:52 / სანდო წყარო

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

ბიუჯეტირება

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი - „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობითი ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს. ამავდროულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც გაეცნენ. 

პროექტის დირექტორის, მაგდა პოპიაშვილის განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა დაინერგოს, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, ტრენინგები მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ჩატარდა. 

„მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც მას დავნერგავთ. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, კომუნიკაციის სტრატეგიები შექმნან, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ადამიანი ჩართონ, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა პოპიაშვილმა.

ანალოგიური ტრენინგები, ასევე, ჩატარდება ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ზესტაფონსა და ონში. ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში - ირაკლი მელაშვილი, კოკა კიღურაძე და მაგდა პოპიაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ - ფარგლებში ჩაატარა. 

ყველა სიახლე

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

გიორგი აბურჯანია

16 სექტემბერი 2019, 11:18

სპორტი

გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

ქართველის ტვენტე ერედივიზიონის მე-6 ტურში სიტარდში ფორტუნას ესტუმრა მეტოქე დაამარცხა. აბურჯანია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა. ქართველმა ანგარიში 3:0 გახადა. ტვენტემ საბოლოოდ 2:3 მოიგო და მიმდინარე სეზონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.

მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

ხაზარაძე: გახარია ანაკლიის განვითარების გეგმას მინისტრის რანგში ეწინააღმდეგებოდა

გიორგი გახარია აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნავთობტერმინალი აფეთება

16 სექტემბერი 2019, 11:11

მსოფლიო

აშშ-მა ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულებები წარადგინა

აშშ-ს დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს. ვაშინგტონს მომხდარში ირანის მონაწილეობის დასტურად სატელიტური გამოსახულებები და დაზვერვის თანამშრომლების ანგარიშები მოჰყავს.

David Koma-ს კოლექცია

16 სექტემბერი 2019, 10:59

კულტურა

ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-ს ჩვენება გაიმართა

David Koma-მ თავის გულშემატკივრებს განსხვავებული კოლექცია წარუდგინა. დიზაინერი აქამდე თუ ქალებისთვის მხოლოდ საღამოს კაბებს ქმნიდა, ამჯერად ყოველდღიური ტანისამოსი გაიტანა პოდიუმზე. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც ეხმიანებოდა აფრიკის თემას. ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური

მეტროსადგური

16 სექტემბერი 2019, 10:57

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

მუსიკა

16 სექტემბერი 2019, 10:26

კულტურა

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაიწყო

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, ლატვიიდან, და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართველ მსმენელ შეხვდებიან. ფესტივალი უკვე 27-ედ იმართება.

შიშველი

16 სექტემბერი 2019, 10:23

ტაბლოიდი

არგენტინელი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში შემთხვევით თითქმის გააშიშვლეს

არგენტინელი ტელეწამყვანი სოლ პერესი სატელევიზიო ეთერში შემთხვევით თითქმის შიშველი აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს დიზაინერი ფაბიან მედინა ფლორესი პერესისთვის კაბის შესწორებას შეეცადა, რა დროსაც წამყვანს ფეხები და ქვედა საცვალი გამოუჩნდა.

ჯამბაზი

16 სექტემბერი 2019, 10:21

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში კაცი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრაზე ჯამბაზთან ერთად მივიდა

ახალ ზელანდიაში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრისთვის ჯამბაზი დაიქირავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფირმის სპეციალისტმა ჯოშ ტომპსონმა მიიღო წერილი, რომლითაც ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ ფირმაში ჯოშის მომავლის განხილვას აპირებდნენ.

სკოლა

16 სექტემბერი 2019, 10:14

საქართველო

დარჩელში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

დარჩელში „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი დაესწრნენ.

კლიმატის ცვლილება

16 სექტემბერი 2019, 10:03

ტექნოლოგიები

მეცნიერთა ნაწილს კლიმატის ცვლილების სწრაფი ტემპი აშინებს

რამდენად მისაღებია კლიმატის ცვლილებაზე ემოციური და შემაშინებელი სიტყვებით საუბარი. ამას მეცნიერებისა და საქმის სპეციალისტების ნაწილი არ ეთანხმება. ნაწილი მეცნიერების აზრით, საზოგადოებაში შიშის გაჩენა პარალიზებას გამოიწვევს, ასევე ახალგაზრდებში მენტალური პრობლემების წინაპირობა გახდება.

ბაღები

16 სექტემბერი 2019, 09:38

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

დღეიდან მუშაობას განაახლა 175 ბაგა-ბაღმა, სადაც უკვე რეგისტრირებულია 60 667 ბავშვი. სააღმზრდელო პროცესი მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობის გამო რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება დედაქალაქის 5 ბაღში. ესენია: 12-ე, 144-ე, 126-ე, 200-ე და მე-4 ბაღები.

მემორიალი

16 სექტემბერი 2019, 09:31

მსოფლიო

უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელების მემორიალი დააზიანეს

უკრაინაში, სოფელ ბოგდანოვკაში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მასობრივი მკვლელობის ადგილი, სადაც 54 ათასამდე ებრაელი მოკლეს, დაუდგენელმა პირებმა შეურაცხყვეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ებრაული კომიტეტის დირექტორმა ედუარდ დოლინსკიმ დაწერა.

კიმ ჩენ ინი
დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2019, 09:11

მსოფლიო

მედია: კიმ ჩენ ინი ტრამპს ფხენიანში იწვევს

კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ფხენიანში მიწვევის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ ტრამპისთვის აგვისტოში გაგზავნილ წერილში წერია.

ნავთობის ფასი

16 სექტემბერი 2019, 09:02

ეკონომიკა

საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხმის გამო ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, ამის მიზეზად კი საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც ნავთობტერმინალებზე ხანძარი გაჩნდა.

ნავთობი

16 სექტემბერი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ყველა შესაბამისი უწყება ჩააყენა საქმის კურსში, რათა საჭიროების შემთხვევაში ტეხასის შტატსა და სხვა ნავთობობიექტებზე დააჩქარონ პროცესი. მისი განცხადებით, აშშ-მა იცის, თუ ვინ იდგა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის უკან.

რიკ ოკასეკი პაულა პორიზკოვა

16 სექტემბერი 2019, 08:32

კულტურა

მომღერალი რიკ ოკასეკი გარდაიცვალა

1980-იანი წლების პოპულარული ჯგუფის The Cars-ის წამყვანი ვოკალისტი, მომღერალი რიკ ოკასეკი 74 წლისა გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში, მანჰეტენზე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი არაფერს აკონკრეტებს.

ჭავჭავაძის გამზირი

16 სექტემბერი 2019, 08:23

საქართველო

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტმობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

დღეიდან, 16 სექტემბრიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცამხრივად აღდგება და ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ცნობილია ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, რომლებიც ვაკეში შესაბამის ქუჩებზე იმოძრავებენ.

იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი 2019, 08:05

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.