Imedi /  20 აგვისტო 2019, 16:30 / სანდო წყარო

სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

პაატა სალია

პაატა სალია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. 

„ვფიქრობთ, ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პიროვნებების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. „ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატა იმაში, რომ ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს, მოხვდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან იყო დარიგებული კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით, არ ვიცი, რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში“, - აღნიშნა სალიამ. 

„არსებობს დასაბუთება იმაზე, რაც 2015 წელს მოხდა. შემდგომ იყო შეძენილი ბინები 2016-ში. რაღაც თანხები განაწილდა 2017-ში. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სამოქალაქო სარჩელში“, - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა

პაატა სალიას თქმით, იგეგმება კიდევ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება. „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა  დირექტორმა ასეთ თანამშრომლებს შორის ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი დაასახელა. 

19 აგვიტოს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის. 12 აგვისტოს ბიზნესმენმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ის „რუსთავი 2“-ს ყიდის.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2019, 10:18

ტაბლოიდი

ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი პარაშუტით გადახტა

ნიდერლანდების ქალაქ არნემში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი, ბრიტანელი სენდი კორტმანი პარაშუტით გადახტა. ВВС-ის ინფორმაციით, კორტმანი პარაშუტით იმავე ადგილას გადახტა, სადაც 1944 წელს ომის დროს ბრიტანული ჯარების შემადგენლობაში დაეშვა.

ანტისამთავრობო აქცია ნიკარაგუაში

22 სექტემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზითა და ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარებით დაშალეს

მოსახლეობა ქუჩებში მოზარდის მეტ რომეროს მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც გასული წლის მარტში საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს. ისინი ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

22 სექტემბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ინდოეთში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. მასთან ერთად 24 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭიც გააჩინა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს სამი ბავშვი უნდა გაეჩინა, თუმცა რაღაც ეტაპზე ორი ნაყოფი გაერთიანდა.

დოპინგი

22 სექტემბერი 2019, 08:36

სპორტი

რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (WADA) გადაცემული მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

გაერო

22 სექტემბერი 2019, 08:14

მსოფლიო

გაეროში ჰუსიტების სამშვიდობო ინიციატივას მიესალმებიან

იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ გრიფიტსი მიესალმება დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინადადებას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ ნაბიჯს საუდის არაბეთიც გადადგამს.

ბარონ ჰილტონი

22 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა, - წერს CNN. სასტუმროების ქსელს ამ ეტაპზე ბარონის შვილი, სტივენ ჰილტონი ხელმძღვანელობს. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ბარონ ჰილტონმა საკუთარი ქონების 97% - დაახლოებით $1.2 მილიარდი, საქველმოქმედო ფონდს შესწირა.

მოჰამად შარიფ პანაჰანდე

22 სექტემბერი 2019, 00:06

მსოფლიო

სომალელმა მეკობრეებმა 4 წლის წინ დაკავებული ირანელი მეზღვაური გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა გაათავისუფლებს ირანელი მეზღვაური, რომელიც 4 წლის წინ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „მძევალთა მხარდამჭერი გაერთიანების“ (HSP) ინფორმაციით, მოჰამად შარიფ პანაჰანდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სანდრო ბაზაძე

21 სექტემბერი 2019, 22:58

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მოფარიკავემ ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ბაზაძე 19 აპრილს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წაქცეული ხეები

21 სექტემბერი 2019, 22:38

საქართველო

თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობების სახურავები დააზიანა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2019, 22:27

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელება სთხოვა

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. დემოკრატები ვარაუდობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა.

„დისნეილენდი“

21 სექტემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ცნობილია ღირშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებდნენ

Google-მა დაასახელა ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. გამოცემა Globehunters-ის ინფორმაციით, პირველ ათეულში სამი „დისნეილენდი“ მოხვდა. პირველ ადგილზე კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმის, მეორეზე პარიზის, მესამეზე კი ფლორიდის ქალაქ ორლანდოს „დისნეილენდი“ აღმოჩნდა.

„ზონა 51“

21 სექტემბერი 2019, 21:27

მსოფლიო

„ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

ნევადის უდაბნოში მდებარე „ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, - წერს Reuters. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დაგეგმილ ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც მსურველები „ზონა 51“-ში უნდა შეჭრილიყვნენ. მონაწილეობის სურვილი მრავალმა გამოთქვა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

თალაკვაძემ თქვა, თუ ვინ შეიძლება დაისაჯოს სკანდალური შეწყალებების საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენას ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება. ამის შესახებ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

ოქტობერფესტი

21 სექტემბერი 2019, 20:08

კულტურა

მიუნხენში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ დაიწყო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ლუდის 186-ე ფესტივალი ოქტობერფესტი დაიწყო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა და ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა მარკუს ზედერმა გახსნეს.

ფესტივალი

21 სექტემბერი 2019, 19:46

კულტურა

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის, კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო. ფესტივალზე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები წარდგებიან.

უშგული

21 სექტემბერი 2019, 19:37

კულტურა

უშგულში უკანონო მშენებლობების გამო შესაძლოა ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, რამაც შეიძლება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს, - ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ICOMOS საქართველო“ ავრცელებს.

თსუ

21 სექტემბერი 2019, 19:26

საქართველო

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის ნაწილს არ ეთანხმება

თსუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აუდიტმა უნივერსიტეტის 2014-2017 წლების ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ნაწილი არასწორად შეაფასა. კერძოდ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, დასკვნაში არასწორი ინტერპრეტაციებიც არის.

გენო პეტრიაშვილი

21 სექტემბერი 2019, 18:49

სპორტი

გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია

მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა. ეს გენო პეტრიაშვილისთვის მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულია.

ალექსანდრე გაბიშევი

21 სექტემბერი 2019, 18:48

ტაბლოიდი

ფსიქიატრიულიდან გაუშვეს შამანი, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა ფსიქიატრიულიდან გაუშვეს. მან ექიმებს გამოკვლევაზე უარი უთხრა. ინფორმაციას meduza ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ბარათების“ კორდინატორზე დაყრდნობით ავრცელებს.