Imedi /  20 აგვისტო 2019, 18:00 / სანდო წყარო

ადმინისტრაცია: გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

გუგუტიანთკარის მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის შვებულებაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ადმინისტრაცია პასუხობს და განმარტავს, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას. 

„პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე მოვლენაზე სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

„საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის შედგა საუბარი. ეს არის პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ამ დღეებში სხვადასხვა ფორმით კონტაქტში იმყოფებოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მათ აწვდის დეტალურ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.

გარდა ესტონეთისა, ასეთი კონტაქტები შედგა პოლონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთის, ევროკავშირის პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს შორის.  

ამავდროულად პრეზიდენტი ემზადება თავის გამოსვლებისთვის ვილნიუსის საერთაშორისო კონფერენციაზე, პარიზის MEDEF- ის საზაფხულო უნივერსიტეტზე და ვარშავის საერთაშორისო შეხვედრისთვის.  

ყველა ამ გამოსვლაზე თუ  შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. პრეზიდენტის აქტიურობის მთავარი მიზანია ჩვენი პარტნიორების დახმარების მოპოვება სიტუაციის განმუხტვისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპოზიცია პრეზიდენტს იმის გამო საყვედურობდა, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადება არ გაუვრცელებია. სალომე ზურაბიშვილს ამის გამო სოციალურ ქსელშიც აქტიურად აკრიტიკებდნენ. 

გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვა დღეს ისევ განაახლეს. ოკუპანტების ტყვეობაში რჩება სოფელ ახალუბნიდან და მეჯვრისხევიდან გატაცებული 8 ადამიანი. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.

15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა. 6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გუშინ გაეცნენ.

ყველა სიახლე

შპიონი ჯაშუში ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 20:48

მსოფლიო

NYT: ვაშინგტომნმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინელი დიპლომატები ქვეყნიდან ჩუმად გააძევა

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით, სულ ცოტა ერთ-ერთი დიპლომატი ჩინეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო. როგორც NYT-ი აღნიშნავს, ეს სავარაუდოდ 1987 წლის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დიპლომატის გაძევების პირველი შემთხვევაა.

წიწაკა ჩილი

15 დეკემბერი 2019, 20:31

ტექნოლოგიები

რატომ გვიყვარს ცხარე - სამი თეორია

მსოფლიოში ცხარე კერძების მილიარდობით მოყვარულია. BBC-მ ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ცდილობს უპასუხოს კითხვას - რატომ გვიყვარს ცხარე? სტატიაში ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხია წარდგენილი. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალებს და კაცებს ცხარე საკვების შერჩევისას სხვადასხა მიზეზები ამოძრავებთ.

ცენზურა

15 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

ტელეარხმა Россия 1 ეთერში სიმღერიდან სიტყვა „პროტესტები“ ამოჭრა

რუსულმა ტელეარხმა "Россия 1" ეთერიდან სიტყვა "პროტესტები" მუსიკალური დაჯილდოება "ვიქტორია"-დან ამოჭრა. ამის შესახებ მუსიკალურმა ჯგუფმა Би-2-მა დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. ჯგუფ "კურტ კობეინის" სიმღერის დროს ვოკალისტის ხმა იქ წყდება, სადაც ის სიტყვა "პროტესტებს" ამბობს.

წყალდიდობა საფრანგეთი

15 დეკემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლელთით წყალდიდობას და ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევდა. რეგიონიდან 600-მდე ადამიანია ევაკუირებული, 25 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გიგა ბოკერია

15 დეკემბერი 2019, 19:29

ძალოვნები

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 16 დეკემბერს უნდა მივიდეს. როგორც "იმედს" პროკურატურაში უთხრეს, საქმე უშიშროების საბჭოს პერიოდში მუშაობას შეეხება.

ამაზონის ტყე

15 დეკემბერი 2019, 19:21

მსოფლიო

ბრაზილიაში ამაზონის ტყეში ორჯერ მეტი ტყის მასივი გაიჩეხა ვიდრე გასულ წელს

INPE-ს მონაცემებით, ნოემბერში ამაზონში 563 კვადრატული კილომეტრის ტყე მოიჭრა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 104 %-ით მეტია. ამასთან, ეს ერთი თვისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ. ჯამში 2019 წლის 11 თვეში 8974 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა.

iPad

15 დეკემბერი 2019, 19:04

ტექნოლოგიები

Time-მა ათწლეულის მთავარი გაჯეტები დაასახელა

პირველ ადგილზე 2010 წელს გამოსული Apple-ის iPad-ია. გამოცემის აზრით, პლანშეტმა პერსონალური კომპიუტერების გაგებაში კულტურული ძვრა გამოიწვია და პორტატიული მოწყობილობების განვითარების მიმართულება დასახა. შემდეგი ადგილი სიაში Tesla Model S-ს ეკუთვნის, მესამეზე კი კომპიუტერი Raspberry Pi-ია.

კერი ლამი

15 დეკემბერი 2019, 18:43

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერი არჩევნებში დამარცხების შემდეგ პეკინში პირველად ჩადის

ვიზიტის ფარგლებში კერი ლამი ჩინეთის ხელისუფლებასთან განიხილავს ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს. ლამის ვიზიტმა ჩინეთში პოლიტიკური სპეკულაციები გამოიწვია.

თეა წულუკიანი

15 დეკემბერი 2019, 18:41

საქართველო

ოპოზიციის და მთავრობის შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების“ საკითხს შეეხნენ

ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. წულუკიანის თქმით, 87-კაციანი სია უცხოელ დიპლომატებს გრიგოლ ვაშაძემ წარუდგინა და დაპატიმრებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.

შსს

15 დეკემბერი 2019, 18:35

ძალოვნები

„მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დეტალები გაავრცელა

უწყების ცნობით, 10 დეკემბერს 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ბომბი

15 დეკემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

იტალიის ქალაქ ბრინდიზში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის გამო ქალაქიდან 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რაც მოსახლეობის 60%-ზე მეტია.ეს ქალაქის ისტორიაში ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ოპერაციაა. სპეციალისტები და დისტანციური მართვის რობოტი ბომბის გაუვნებელყოფაზე მუშაობენ.

 ოთარ ვარდიძე

15 დეკემბერი 2019, 18:07

საქართველო

მეკობრეების მიერ 1 თვის წინ დატყვევებული ბათუმელი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

მეზღვაურს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ოთარ ვარდიძე 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში მეკობრეებმა გაიტაცეს.

თეა წულუკიანი

15 დეკემბერი 2019, 17:58

საქართველო

წულუკიანი: დღეს ვერანაირი შედეგი ვერ დადგა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. წულუკიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში არსებობს, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ერაყი.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 17:49

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 17:38

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემზე არანაირად არ არის ზეწოლა

ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

ზურაბიშვილმა ჯართან დაკავშირებით საკუთარი განცხადება განმარტა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯარზე მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში.

ჰაკერი

15 დეკემბერი 2019, 17:20

ტექნოლოგიები

ირანში კვირის განმავლობაში მეორე კიბერშეტევა აღკვეთეს

შეტევა ქვეყნის ელექტრონული ხელისუფლების სისტემებზე იყო მიმართული. ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრის მოჰამად ჯავად ჯაჰრომის თქმით, თავდასხმის მიზანი სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვება იყო. მსგავსი შემთხვევა გასულ ოთხშაბათსაც დაფიქსირდა.

გიორგი ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 17:12

საქართველო

ვაშაძე: პრეზიდენტს საჯარო განცხადებების კეთება უნდა აეკრძალოს

უნდა მივიღოთ კანონი, რომლითაც პრეზიდენტს საჯარო გამოსვლები ექნება შეზღუდული და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მოგვილოცოს მხოლოდ დღესასწაულები და სხვა საკითხებზე არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

15 დეკემბერი 2019, 17:00

საქართველო

გიორგი ვაშაძე: შევთანხმდით რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს

სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თანხმხდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

15 დეკემბერი 2019, 17:00

ვიდეო

ბატატი კახეთიდან - საპენსიო ასაკში დაწყებული წარმატებული ბიზნესი