Imedi /  22 აგვისტო 2019, 11:49 / სანდო წყარო

Human Rights Watch-ი მაღაროელთა სამუშაო პირობებზე კვლევას აქვეყნებს

Human Rights Watch

არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევების გარეშე - ამ შინაარსის კვლევას Human Rights Watch-ი აქვეყნებს, რომელიც მეშახტეთა და მაღაროელთა რთულ სამუშაო პირობებზე მიუთითებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაში, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს უკიდურეს გადაღლას და საწარმოო მიზნების შეუსრულებლობის გამო მათ ხელფასიც შეიძლება დაუქვითონ.

არასაკმარისი დასვენების პირობებში ხშირია ტრავმები. 15-დღიანი სამუშაო ცვლის დროს, მაღაროელებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში ყოფნა მოეთხოვებათ, ეს მოთხოვნა უხეში ჩარევაა როგრც მათი გადაადგილების თავისუფლებაში, აგრეთვე, მათ პირად ცხოვრებაში.

შპს „საქნახშირის“ მეშახტეების თქმით, ანაზღაურების სისტემა, რომელიც მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობას ეფუძნება, ისეთ საწარმოო მიზნებს აწესებდა, რომელთა უსაფრთხოდ მიღწევა შეუძლებელი იყო. ამასთან, თანამშრომლებს უბიძგებდა, უგულებელყოთ უსაფრთხოების ის ზომები, რომელთა დაცვა დიდ დროს მოითხოვდა.

Human Rights Watch-მა შეისწავლა დასაქმების სხვა პრაქტიკაც, რომელიც არღვევს შრომის უფლებებს. ეს არის მუშაობის ხანგრძლივი საათები, არასათანადო შესვენება და ყოველკვირეული დასვენების არარსებობა, აგრეთვე ზეგანაკვეთურად მუშაობის არასათანადო ანაზღაურება, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა და ხელფასების უსამართლოდ დაქვითვა“, - ნათქვამია კვლევაში.

ყველა სიახლე

გულშემატკივრები ჩხუბი

23 ოქტომბერი 2019, 00:51

სპორტი

ბერძენმა გულშემატკივრებმა „ბაიერნის“ ქომაგებს სცემეს

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. მატჩის 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 4:0 იყო, 50-მდე ადგილობრივი ნიღბიანი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და „ბაიერნის“ გულშემატკივართა სექტორისკენ გაიქცა. პიროტექნიკითა და ჯოხებით შეიარაღებულმა გულშემატკივრებმა გერმანელ ქომაგებს სცემეს.

პენტაგონი

23 ოქტომბერი 2019, 00:47

მსოფლიო

პენტაგონის უფროსმა საუდის არაბეთის მეფესთან სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარ ესპერმა საუდის არაბეთის მეფესთან "სტრატეგიული თანამშრომლობა" განიხილა. ეს შეხვედრა აშშ-ს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე შედგა. ვიზიტს წინ უძღოდა ესპერის განცხადება, რომლის თანახმად აშშ საუდის არაბეთში ჯარს გაგზავნის.

ზვიგენი

23 ოქტომბერი 2019, 00:22

მსოფლიო

საფრანგეთის პოლინეზიაში ზვიგენმა ტურისტ ქალს ხელები მოაჭამა

ზვიგენმა ტურისტს მკერდზე და ხელებზე უკბინა. როგორც სააგენტო იუწყება, ქალს ადგილზევე გაუწიეს პირველადი დახმარება. დაშავებული საავადმყოფოში ველოსიპედით გადაიყვანეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ორივე ხელი მოეჭრათ.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 ოქტომბერი 2019, 23:52

საქართველო

სუსის უფროსი: ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ, კანაფის ფესტივალიდან ფესტივალამდე

ლილუაშვილის მოსაზრებით, "გირჩის" წევრების განწყობებს საზოგადოება რომ იზიარებდეს, ქვეყანაში უმართავი პროცესები განვითარდებოდა, თუმცა სუსის უფროსი ამბობს, რომ ის ჯარისგან თავის არიდებაზე საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 ოქტომბერი 2019, 23:33

საქართველო

ლილუაშვილი: სირიის მოვლენები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა

გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები საქართველოს საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის დაშორებით ხორციელდება.

სერგეი ლავროვი

22 ოქტომბერი 2019, 23:23

მსოფლიო

ლავროვი: სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დასრულებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Brexit

22 ოქტომბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის დაჩქარებული Brexit-ის გეგმა ჩააგდო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უარი განაცხადა ბორის ჯონსონის წინადადებაზე, რომელიც თემთა პალატის მიერ სამი დღის განმავლობაში Brexit-ის კანონპროექტის განხილვას შეეხებოდა. პარლამენტი განხილვისთვის სამდღიანი ვადის გამოყოფის წინააღმდეგია, რადგან ეს მცირე დროდ მიაჩნია.

ილონ მასკი

22 ოქტომბერი 2019, 23:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკმა თანამგზავრული ინტერნეტის საშუალებით Twitter-ზე პირველი ჩანაწერი გამოაქვეყნა

Starlink-ი არის თანამგზავრული ქსელი, რომელმაც დედამიწის მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროგრამის ფარგლებში SpaceX-მა ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრი უნდა გაგზავნოს, რომელთაგან 60 კომპანიამ ორბიტაზე მიმდინარე წლის მაისში გაუშვა.

არნოლდ შვარცენეგერი

22 ოქტომბერი 2019, 22:46

კულტურა

შვარცენეგერი გულის მეექვსე ოპერაციის დროს სიკვდილს გადაურჩა

მსახიობს 2018 წლის აპრილში ფილტვის სარქველი შეუცვალეს, ოპერაციის დროს წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად მსახიობი სიკვდილს გადაურჩა. 72 წლის შვარცენეგერი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერიდან ერთ კვირაში ვარჯიში დაიწყო.

ალცჰაიმერი

22 ოქტომბერი 2019, 22:23

ტექნოლოგიები

შექმნეს პირველი წამალი რომელიც ალცჰაიმერის დემენციას ანელებს

"ადუკანუმაბი" მიზანში იღებს პროტეინს სახელწოდებით ამილოიდი, რომელიც ალცჰაიმერის მქონე ადამიანის ტვინში ილექება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ცილა ტოქსიკურია ტვინის უჯრედებისთვის და წამლის გამოყენებით ტვინის მისგან გაწმენდა, დემენციის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

აშშ ჩრდილოეთ მაკედონია ნატო

22 ოქტომბერი 2019, 22:12

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. კენჭისყრის ვიდეოტრანსლაცია საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას მხარი 91-მა სენატორმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 ოქტომბერი 2019, 21:42

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება და თურქეთი სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ცდილობს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

წყალბურთი

22 ოქტომბერი 2019, 21:28

სპორტი

წყალბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ეროვნული ნაკრები 2020 წელს ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის, იტალიისა და საფრანგეთის გუნდებს შეხვდება. ევროპის ჩემპიონატს ქართველი წყალბურთელები ფრანგებთან თამაშით გახსნიან. ყველაზე ძლიერი მეტოქე კი იტალიის ნაკრებია, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.

კახა კუკავა

22 ოქტომბერი 2019, 21:09

საქართველო

აუდიტის სამსახური „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამას იკვლევს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ Facebook-ზე დაპოსტა. კუკავას თქმით, პარტია ამ კამპანიას გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს დაპირებას.

ანაკლიის პროექტი

22 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

ვიცეპრემიერი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატებს პასუხობენ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს, რომლებიც მათ პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ, უპასუხეს. პარლამენტში მათ დამოუკიდებელი დეპუტატები იბარებენ.

მარიამ მინაძე

22 ოქტომბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკე დარგის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იქნება. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს პროგრამა Digital Mind-ი, რომელიც კომპანიებს ბაზრების ეფექტიანად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

ცხინვალი

22 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ცხინვალის რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა

ცხინვალის სასამართლომ მას ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხეთერელის საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზეც განიხელს. ის ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდება.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 20:26

მსოფლიო

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

მიხეილ დვალიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 20:11

ძალოვნები

აღაიანში ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი სასამართლომ გაათავისუფლა. გამოძიება გრძელდება

გორის სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დანია შუქურა

22 ოქტომბერი 2019, 19:57

მსოფლიო

დანიაში 120 წლის შუქურა ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს

დანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 120 წლის შუქურა ბორბლებისა და ლიანდაგების საშუალებით ჩრდილოეთ ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როდესაც 23 მეტრის სიმაღლის შუქურა 1900 წელს პირველად ჩართეს, ის ნაპირიდან 200 მეტრში მდებარეობდა, ბოლო თვეებში კი მას ჩრდილოეთ ზღვისგან მხოლოდ 6 მეტრი აშორებდა.