imedi /  22 აგვისტო 2019, 17:36 / სანდო წყარო

„ჯორჯიან მანგანეზი“ Human Rights Watch-ის კვლევას პასუხობს

„ჯორჯიან მანგანეზი“

„ჯორჯიან მანგანეზი“

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს პასუსობს. როგორც კომპანია აცხადებს, ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართული Human Rights Watch-ის მიერ წარმოებულ კვლევაში, თანამშრომლობდა მასთან და, ადგილობრივად, ჭიათურაში აცნობდა სამუშაო გარემოსა და მის სპეციფიკას. 

„Human Rights Watch-ის ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეფასებებს კომპანიის ოპერირებისა და სამუშაო პრაქტიკის თაობაზე,  ისევე როგორც ყველა იმ საკითხს, რომელსაც ეხება დასკვნა,  კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი. ასე  მაგალითად: ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება, შესვენების საკითხი, კვოტების საკითხი. ასევე, არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა. კერძოდ, ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში იშუამდგომლონ მათთვის მისაღები ცვლიანობის მქონე სამუშაოზე გადაყვანის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას,  ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლის და უფასო ტრანსპორტირების არსებობა. "- წერია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან მარგანეზში“ აცხადებენ, მოპოვების ე.წ. ახალი მოდელი  არახალია,  აპრობირებულია საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში, სადაც წარმოებს  წიაღის მოპოვება (მაგალითად: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვა)

„იმართებოდა შეხვედრები, ვიზიტები ადგილზე სიტუაციის გაცნობის და სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების დათვალიერების მიზნით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის აზრით მან შესთავაზა დასაქმებულებს დასაქმების ისეთი მოდელი, რომელიც მოიცავს კვებას, ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რითაც ერთის მხრივ ამცირებს დასაქმებულთა ყოველდღიურ ხარჯებს, მეორეს მხრივ კი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მძიმე სამუშაო ადგილას მომუშავე პირებისათვის საჭირო და სათანადო დასასვენებელ გარემოს. რეალობამ ცხადყო, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ დიდი დაინტერესებით სარგებლობს შრომით ბაზარზე და დასაქმებულები საკუთარი შრომითი პირობების ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე არჩევენ მათთვის მისაღებ შრომით მოდელს. 
აქვე აღვნიშნავთ, რომ Human Rights Watch-ის კვლევის პარალელურად წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს კომპანიისა და დასაქმებულებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგად, გადაიხედა და მომავალშიც უნდა გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის გარკვეული საკვანძო საკითხები. კომპანიისთვის დასაქმებულების შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე.
"ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, Human Rights Watch-სა და პროფკავშირებთან ერთად  ნებისმიერ სამუშაო ფორმატში  გააგრძელოს თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტურ მუშაობას  როგორც დასაქმებულთა შრომითი პირობების უზრუნველყოფის, ისე - შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ნაწილში."- წერია განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაში, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს უკიდურეს გადაღლას და საწარმოო მიზნების შეუსრულებლობის გამო მათ ხელფასიც შეიძლება დაუქვითონ.

ყველა სიახლე

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 14:25

ძალოვნები

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს.

ინსტაგრამი

19 სექტემბერი 2019, 14:19

ტექნოლოგიები

Instagram-ი დიეტების შესახებ რეკლამებს მოზარდებისთვის შეზღუდავს

სოციალური ქსელის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო გასახდომი "საოცარი" საშუალებების შესახებ რეკლამები წაიშლება. იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გასახდომმა პროდუქტებმა ახალგაზრდებზე.

პორნოგრაფია

19 სექტემბერი 2019, 14:06

ძალოვნები

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოელებიც

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი გამოაშკარავა. საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიის და აშშ-ის მოქალაქეები. ამის შესახებ განცხადება შსს-ში ბრიფინგზე გაკეთდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო

19 სექტემბერი 2019, 14:01

საქართველო

2020 წლის არჩევნები აჭარაში პროპორციული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს პლენარულ სხდომა მსჯელობა უკვე დაიწყეს. შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

თეატრალურ ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 13:56

კულტურა

თბილისში მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროგრამის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა. ფესტივალი წელს მაყურებელს ახალ პროექტებს წარუდგენს. ღონისძიებას ახალი მიმართულება - არტ მარკეტი დაემატა. ასევე ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 5 სპექტაკლი.

ბორის ჯონსონი

19 სექტემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერს საავადმყოფოში პაციენტი ბავშვის მამა ეჩხუბა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ლონდონის საავადმყოფოში პაციენტის მამა ეჩხუბა. ინციდენტი უიპს-კროსის კლინიკაში მოხდა. 7 წლის გოგოს მშობელმა ომარ სალემმა უკმაყოფილება გამოთქვა სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც საავადმყოფოში მისი შვილი იღებს.

ტოჩინოშინი ლევან გორგაძე

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე კვლავ დამარცხდა

ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო ტოჩინოშინმა. აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ოძეკის ტიტული შესანარჩუნებლად ტოჩიმ დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რისთვისაც დარჩენილი 3 შეხვედრიდან სამივეში გამარჯვება სჭირდება.

ძალოსნები

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაცით, სპორტსმენი (61 კგ) ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში „ბე“ ჯგუფის ლიდერი გახდა. ქართველმა ძალოსანმა 123 / 126 კგ. დაძლია.

ემანუელ მაკრონი და ჯუზეპე კონტე

19 სექტემბერი 2019, 13:19

მსოფლიო

მაკრონი და კონტე მიგრანტების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ

მაკრონმა განაცხადა, რომ მიგრანტების მისაღებად ევროპას ავტომატური მექანიზმი სჭირდება.​ კონტემ კი დასძინა, რომ საფრანგეთისგან ისეთი სისტემის მხარდაჭერის გარანტია მიიღო, რომელიც მიგრანტებს ევროკავშირის 28 სახელმწიფოში გადაანაწილებს.

ჯენიფერ ენისტონი

19 სექტემბერი 2019, 13:16

ტაბლოიდი

რალფ ლორენმა რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა

დიზაინერმა რალფ ლორენმა სატელევიზიო შოუ „მეგობრები“-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა. უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, ეს მოვლენა შოუს 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს იქნება ბრენდის კოლაბორაცია Bloomingdales-თან ერთად.

ჰუ სინძინი

19 სექტემბერი 2019, 13:11

მსოფლიო

ჩინური მედიაგამოცემის მთავარი რედაქტორი ინტერნეტცენზურის შემსუბუქებას ითხოვს

მომავალ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კიდევ უფრო გაამკაცრა ქვეყანაში ინტერნეტზე კონტროლი და გარკვეულ ვებგვერდებზე წვდომა. Global Times-ის მთავარი რედაქტორი ჰუ სინძინის თქმით, ინტერნეტკონტროლმა სამთავრობო პუბლიკაციების გამოქვეყნებაც კი გაართულა.

ივანე მაჭავარიანი

19 სექტემბერი 2019, 13:02

საქართველო

მაჭავარიანი 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

ლომჯარია: 2018 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტმა 2018 წელს ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა. ამის შესახებ ლომჯარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შესახებ ანგარიშს აცნობს.

მაია ცქიტიშვილი

19 სექტემბერი 2019, 12:29

საქართველო

ვიცეპრემიერი: NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა".

19 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ქართველმა წყვილმა ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაიწერა. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ქართველი ახალგაზრდა წყვილის ჯვრისწერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ჯვრისწერა პატარა ულამაზეს ეკლესიაში შედგა, რომელიც მყინვარწვერზე მდებარეობს. ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

საპარტნიორო ფონდი USAID Zrda

19 სექტემბერი 2019, 12:21

ეკონომიკა

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან საწარმოები აშენდება

აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლები საწარმოების გასახსნელად დაფინანსებას მიიღებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „საპარტნიორო ფონდმა“ და „USAID Zrda“-მ ხელი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში" მოაწერეს ხელი.

განათლება

19 სექტემბერი 2019, 12:10

მსოფლიო

მსოფლიოს 500 უნივერსიტეტი რომელთა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელიც ყველაზე მაღალია

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის 500 უნივერსიტეტი დაასახელა, რომელსაც სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სიის სათავეში სამი ამერიკული უნივერსიტეტია: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 11:51

საქართველო

NDI: მოქალაქეები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის მუშაობას აფასებენ

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ახალშობილი

19 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

გამოცემის ინფორმაციით, დონიან ლიმ აღიარა, რომ 2013-2015 წლებში მისი კომპანია You Win USA Vacation Services ე.წ.„სამშობიარო ტურიზმით“ იყო დაკავებული. მისი დახმარების საფასური 40 000-80 000 დოლარს შეადგენდა. სასამართლოს ცნობით, ამგვარად ლიმ $3 მილიონი დოლარი მოიპოვა.

ნათია მეზვრიშვილი

19 სექტემბერი 2019, 11:45

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.