imedi /  23 აგვისტო 2019, 08:41 / სანდო წყარო

აქტივისტები „ბათუმი რივიერას“ საკითხზე პრემიერს და ბათუმის მერს მიმართავენ

„ბათუმი რივიერა“

„ბათუმი რივიერა“

ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აქტივისტები და ბუნებისდამცველები პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავენ. 

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ „ბათუმი რივიერას“ პროექტის სრულფასოვან შესწავლას, შესაბამისი კვლევების ჩატარებას და ანგარიშის მომზადებას მოითხოვენ. საზოგადოებრივი აქტივისტების განცხადებით, მათ აქვთ დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, სამწუხაროდ, ვერცერთი სახელმწიფო ორგანოდან ამ არგუმენტებსა და შეთავაზებებზე ადეკვატური გამოხმაურება ვერ მიიღეს. მიმართვის ტექსტი გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის 14/08/2019 წლის წერილში, რომლის ადრესატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა, ნათქვამია, რომ ბათუმის მერიას აცნობა სამინისტროს პოზიცია „ბათუმი რივიერას” პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დაქვემდებარებაზე. კერძოდ, სამინისტროს პოზიციაა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას.

სამწუხაროდ, სამინისტრო თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერის წერილში [N25.14101/28.06/2019] ხაზგასმულია, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტით იცვლება სანაპირო ზოლი, ხდება ლაგუნის შემოჭრა სახმელეთო ნაკვეთზე, რაც გავლენას ახდენს სანაპირო ზოლზე“.

კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება ბათუმის კონცხზე, სადაც სანაპირო ზოლის სტაბილურობის პრობლემა მწვავედ დგას. ამას ადასტურებს, ამ საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკისგან.

სამინისტროს უნდა მიეთითებინა მერიისა და პროექტის განმახორციელებლისთვის, რომ მსგავს შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა რისკფაქტორი, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს გარემოსა და ადამიანების უსაფრთხოებაზე. ამის სანაცვლოდ, სამინისტრომ ან თავის არაკომპეტენტურობით, ან გამიზნულად აირჩია ესარგებლა საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ნაკლოვანებით, რომლის თანახმადაც, სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ვრცელდება მხოლოდ ნორმატიულ აქტებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სამინისტროს არ შეუსწავლია დეტალური პროექტი და მის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, კონტექსტი, დარგის სპეციალისტებისა და ასეულობით მოქალაქის პოზიცია, ყველა შესაძლო რისკფაქტორი და არ დაუდია ზუსტი მითითებები შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად.

სამინისტროს, „რივიერა ბათუმსა” და ბათუმის მერიას შორის წარმოებული კორესპონდენცია ვერ ჩაითვლება იმის საკმარის გარანტიად, რომ პროექტი უსაფრთხოა.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით აღებული ვალდებულებები და:

მოსთხოვოს შპს „ბათუმი რივიერას“ მმართველობას განაშენიანების სრულფასოვანი დოკუმენტაცია;

ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას, დაიწყოს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება. ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები და აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული პროექტის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები.

ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე დამოუკიდებელი უცხოური კომპანია.

ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ბოლო მიმართვა ამგვარი ოფიციალური სახით საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ამჯერადაც ვერ მივიღებთ ადეკვატურ რეაგირებას მთავრობისგან, იძულებულები ვიქნებით, გავაგრძელოთ საჯარო პროტესტი და მივმართოთ სასამართლოს – ჩვენი კანონიერი უფლებები უსაფრთხო გარემოსთან, ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, ამ გზით დავიცვათ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავანადგუროთ ჩვენი ქალაქების ლანდშაფტი, გარემო და კულტურული მემკვიდრეობა!“, - ნათქვამია მიმართვაში.

„რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე დაამტკიცა. „რივიერას“ პროექტის ფარგლებში ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა და ბუნებისდამცველები აპროტესტებენ.

ყველა სიახლე

იაპონია, ტაიფუნი

22 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

ტაიფუნ „ტაპას“ გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გაუქმდა

ძლიერი ტაიფუნის „ტაპას“ გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გადადეს. ციკლონმა გამოიწვია ელექტრომომარეგების შეფერხება. დაშავდნენ ადამიანები და არის მსხვერპლი. ტაიფუნ „ტაპას“ მე-17 ნომერი მიენიჭა. ბოლო მონაცემებით, ციკლონი ტროპიკულ წვიმამდე შესუსტდა.

22 სექტემბერი 2019, 11:43

საქართველო

ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ახალგაზრდულმა მოძრაობამ აქცია გამართა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

ბახმარო

22 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

გურიისა და აჭარის ზოგიერთ რაიონში მოთოვა. ფოტო, ვიდეო

გურიისა და აჭარის ზოგიერთ რაიონში მოთოვა. imedinews-ი მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.

მიწისძვრა ალბანეთში

22 სექტემბერი 2019, 11:10

მსოფლიო

ალბანეთში 30 წელიწადში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ალბანეთში. ეპიცენტრი ქალაქ დურესში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები. ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებაც იუწყება. დახმარებისათვის კლინიკებს 48 ადამიანმა მიმართა.

22 სექტემბერი 2019, 11:04

ძალოვნები

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა. ვიდეო

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სროლა ბარში

22 სექტემბერი 2019, 10:58

მსოფლიო

აშშ-ში ბარში სროლა მსხვერპლით დასრულდა

ორი ადამიანი დაიღუპა 8 კი დაშავდა აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარი ინციდენტისას. ღამის ბარში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და უმისამართო სროლა ატეხეს. თავდამსხმელეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

22 სექტემბერი 2019, 10:52

საქართველო

უამინდობის გამო თბილისში, ბათუმსა და რუსთავში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხეების წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები, წააქცია ხეები.

საპროტესტო აქცია, ყაზახეთი

22 სექტემბერი 2019, 10:48

მსოფლიო

ყაზახეთში ჩინეთიდან ქარხნების გადმოტანის გეგმა გააპროტესტეს

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქებში საპროტესტო აქციები 57 ადამიანის დაკავებებით დასრულდა. არასანქცირებული დემონსტრაციები დედაქალაქ ნურსულთანში, ალმა-ატასა და შიმკენტში გაიმართა. მანიფესტანტებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

22 სექტემბერი 2019, 10:18

ტაბლოიდი

ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი პარაშუტით გადახტა

ნიდერლანდების ქალაქ არნემში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი, ბრიტანელი სენდი კორტმანი პარაშუტით გადახტა. ВВС-ის ინფორმაციით, კორტმანი პარაშუტით იმავე ადგილას გადახტა, სადაც 1944 წელს ომის დროს ბრიტანული ჯარების შემადგენლობაში დაეშვა.

ანტისამთავრობო აქცია ნიკარაგუაში

22 სექტემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზითა და ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარებით დაშალეს

მოსახლეობა ქუჩებში მოზარდის მეტ რომეროს მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც გასული წლის მარტში საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს. ისინი ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

22 სექტემბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ინდოეთში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. მასთან ერთად 24 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭიც გააჩინა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს სამი ბავშვი უნდა გაეჩინა, თუმცა რაღაც ეტაპზე ორი ნაყოფი გაერთიანდა.

დოპინგი

22 სექტემბერი 2019, 08:36

სპორტი

რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (WADA) გადაცემული მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

გაერო

22 სექტემბერი 2019, 08:14

მსოფლიო

გაეროში ჰუსიტების სამშვიდობო ინიციატივას მიესალმებიან

იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ გრიფიტსი მიესალმება დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინადადებას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ ნაბიჯს საუდის არაბეთიც გადადგამს.

ბარონ ჰილტონი

22 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა, - წერს CNN. სასტუმროების ქსელს ამ ეტაპზე ბარონის შვილი, სტივენ ჰილტონი ხელმძღვანელობს. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ბარონ ჰილტონმა საკუთარი ქონების 97% - დაახლოებით $1.2 მილიარდი, საქველმოქმედო ფონდს შესწირა.

მოჰამად შარიფ პანაჰანდე

22 სექტემბერი 2019, 00:06

მსოფლიო

სომალელმა მეკობრეებმა 4 წლის წინ დაკავებული ირანელი მეზღვაური გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა გაათავისუფლებს ირანელი მეზღვაური, რომელიც 4 წლის წინ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „მძევალთა მხარდამჭერი გაერთიანების“ (HSP) ინფორმაციით, მოჰამად შარიფ პანაჰანდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სანდრო ბაზაძე

21 სექტემბერი 2019, 22:58

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მოფარიკავემ ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ბაზაძე 19 აპრილს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წაქცეული ხეები

21 სექტემბერი 2019, 22:38

საქართველო

თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობების სახურავები დააზიანა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2019, 22:27

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელება სთხოვა

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. დემოკრატები ვარაუდობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა.

„დისნეილენდი“

21 სექტემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ცნობილია ღირშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებდნენ

Google-მა დაასახელა ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. გამოცემა Globehunters-ის ინფორმაციით, პირველ ათეულში სამი „დისნეილენდი“ მოხვდა. პირველ ადგილზე კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმის, მეორეზე პარიზის, მესამეზე კი ფლორიდის ქალაქ ორლანდოს „დისნეილენდი“ აღმოჩნდა.