imedi /  23 აგვისტო 2019, 16:09 / სანდო წყარო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეში ქცევის რეკომენდაციებს ავრცელებს

მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მაღალი ტემპერატურა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას, თუმცა რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და მეტი ასაკის პირები. ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; აგრეთვე გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები;ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები;გარკვეულ მედიკამენტებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის ძლიერ გამოყოფასა და თერმორეგულაციაზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; მაღალი ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები და ა.შ.)

საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები სასურველია გათვალისწინებულ იქნას ხუთი ძირითადი მიმართულებით: 

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა.
დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. 
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. 

ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით

თავი აარიდეთ სიცხეს 

შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის. 
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება).
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას. 

დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას

არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში!გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან. მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

დაეხმარეთ სხვებს

ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან.

ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც. თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად.

თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ

თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.

დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები ცხელ დღეებში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით განთავსებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე  www.ncdc.ge 

ყველა სიახლე

გენადი არველაძე

27 თებერვალი 2020, 11:52

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 11:44

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტია შეყვანილი

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტია შემოყვანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, აქედან ერთი იტალიის მოქალაქეა. დაუდგინდება თუ არა სამ ახალ პაციენტს კორონავირუსი, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

საბავშვო ბაღი

27 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ბაღებს რეკომენდაციებს სთავაზობს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის არიდების მიზნით დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

ჯონი ივანიშვილი

27 თებერვალი 2020, 11:34

ძალოვნები

პატიმრების წამებისთვის გასამართლებულმა „მატროსოვის ციხის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ საპატიმრო დატოვა

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

საარჩევნო სისტემა

27 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები შეიკრიბნენ. დიპოლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო კანონმდებლობზე ისაუბრებენ. მხარეები იმედოვნებენ, რომ არაფრომალური შეხვედრები დიალოგის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

27 თებერვალი 2020, 11:15

მსოფლიო

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს საკარანტინო სივრცეების და შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების რეზერვი, სამედიცინო ქსელი მზად არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მას შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

საკრუიზო გემი

27 თებერვალი 2020, 11:07

მსოფლიო

საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში 188 ადამიანი სპეციალური „მცურავი ჰოსპიტალით,“ სამხედრო გემების თანხლებით გადაიყვანეს. კუნძულზე ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან. მანამდე კუნძულ სებარუზე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი იყო განთავსებული. საკრუიზო გემ World Dream-ზე კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი ესტონეთი

27 თებერვალი 2020, 11:04

მსოფლიო

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას შევძლებთ

რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ირმა ინაშვილი: უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას

ევროკავშირის ელჩის ინიციატივით ვხვდებით არაფორმალურ შეხვედრაზე. ცხადია, რომ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მაიკ პომპეომ

27 თებერვალი 2020, 10:42

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებების შელახვას აგრძელებს, უხეშად აჩუმებს კრიტიკოსებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის და რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი მოვალეობაა პირადი ჰიგიენის დაცვა

ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

27 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთმა უცხოელმა მიმართა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა. იგი ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიტვიდან ჩამოფრინდა. ამსათან, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 ბავშვია.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:24

საქართველო

დავით უსუფაშვილი: იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე აკეთებენ, ყველაფერი კარგად დასრულდება

მე მგონია, რომ ჩვენ ქართველებმა იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად ინდომებენ, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშილმა განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

27 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის ფართო გავრცელების რისკი არ არსებობს

„მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:17

საქართველო

გიორგი გახარიამ უწყებათაშორის ჯგუფს დაავალა, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს

„ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 10:14

საქართველო

დავით ზალკალიანი თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის

უწყების ინფორმაციით, ამბასადორიალს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა

დანიაში ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა. მანამდე კორონავირუსის ერთი შემთხვევა ნორვეგიაში დადასტურდა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:02

საქართველო

გიორგი გახარია: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად, საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ინფცირებულ ადამიანს სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.