imedi /  29 აგვისტო 2019, 13:55 / სანდო წყარო

iPlus-ი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორს პასუხობს

აიპლუსი

შემთხვევის ადგილი

iPlus-ი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. iPlus-ის თქმით, კომპანია ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით ახორციელებს, ვინაიდან მათზე ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ისინი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას ახორციელებენ მაღალი, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და მათთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, “რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ“.

"ორი დღის წინ, ქალბატონის მიერ პეკინის ქუჩაზე ბავშვის დაჭრის ფაქტი ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა და სწორედ ჩვენი კამერების დახმარებით მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება. დღეს შემოვიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გვადანაშაულებს პერსონალური მონაცემების დარღვევაში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორი iPlus-ი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას. iPlus-ის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში iPlus-ის ფილიალზე განხორციელდა როგორც შეიარაღებული თავდასხმა, ასევე, არაერთი ძარცვის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში “აიპლიუსმა” მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. iPlus-ი ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენს მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.

iPlus-ი ახორციელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, რომელშიც გვეხარჯება როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით გაიხსნა არაერთი დანაშაულის ფაქტი. თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს. სრულად ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას მაღალი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ", - წერია კომპანიის განცხადებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხს სწავლობს, საქმე ეხება 27 აგვისტოს საღამოს კომპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას, რომელიც რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს.

პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს.

ყველა სიახლე

ლიამ გალაჰერი

21 სექტემბერი 2019, 00:37

კულტურა

ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა

ჯგუფ Oasis-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა, - წერს Rolling Stone. მისი სახელია - „Why My? Why Not“. ალბომი რიგით მეორეა და მასში შესულია 14 კომპოზიცია. როკ-ჯგუფი Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: ლიამ გალაჰერი, პოლ ართურსი, პოლ მაკ-გიგენი და ტონი მაკ-კეროლი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 სექტემბერი 2019, 00:36

სპორტი

ბასილაშვილი მეცის ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ფრანგი ჯო-უილფრიდ ცონგა იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა 7:5 მოიგო, მეორეში კი 3:6 დამარცხდა. მესამე სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში ცონგას სასარგებლოდ 4:1 იყო, ნიკამ სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ტრაიან ბესესკუ

21 სექტემბერი 2019, 00:22

მსოფლიო

რუმინეთის ექსპრეზიდენტი კომუნისტური პოლიციის ინფორმატორი იყო

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის ინფორმატორად მუშაობდა. გამოცემა Balkan Insight-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. ბესესკუ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პორშე

21 სექტემბერი 2019, 00:12

ეკონომიკა

Volkswagen-ი და Porsche ბაზრიდან 227.000 ავტომობილს გაიწვევენ

Volkswagen-ი და Porsche საავარიო ბალიშების დეფექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზეზით ავტომობილების ნაწილს უკან გაიწვევენ, - წერს Reuters. კერძოდ, ეს შეეხება შემდეგ მოდელებს: 2015 წელს გამოშვებულ Tiguan-ს, Sharan-ს და CC-ს. ასევე, Boxster-ს, Cayman-სა და Panamera-ს. ორივე კომპანია ბაზრიდან ეტაპობრივად სულ 227.000 ავტომობილს გაიწვევს.

Psylla frodobagginsi

20 სექტემბერი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

ახალაღმოჩენილ მინდვრის რწყილს მეცნიერებმა ფროდო ბეგინსი დაარქვეს 💍🧙‍♂️

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა მინდვრის რწყილის ახალ სახეობას სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, ჰობიტ ფროდო ბეგინსის საპატივცემულოდ დაარქვეს. რწყილის ახალ სახეობას Psylla frodobagginsi ერქმევა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს.

მაჰდი ალ-მაშათი

20 სექტემბერი 2019, 23:29

მსოფლიო

ჰუსიტები მზად არიან საუდის არაბეთზე ავიადარტყმები შეწყვიტონ

დაჯგუფება „ანსარ ალას“ მებრძოლები, რომლებმაც იემენის ჩრდილოეთის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, საუდის არაბეთზე ავიადარტყმების შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ და ერ-რიადისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდებიან, - ამის შესახებ ტელეარხ „ალ-მასირას“ ეთერში ჰუსიტების პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა მაჰდი ალ-მაშათმა განაცხადა.

სანქციები

20 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ახლა უკვე ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება. აშშ-ი კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი

20 სექტემბერი 2019, 23:12

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

პრინცი ენდრიუ

20 სექტემბერი 2019, 22:46

მსოფლიო

ეპშტეინის მსხვერპლმა პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობის დეტალები გაიხსენა

ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუს მასთან სექსის აღიარებისკენ მოუწოდებდა, ამბობს, რომ პრინცს ის ეპშტეინმა მიუგზავნა. ამის შესახებ მან NBC News-ის ეთერში განაცხადა. 35 წლის ვირჯინია ჟუფრეს მტკიცებით, პრინცს ენდრიუსთან სექსი მას 17 წლის ასაკში ჰქონდა.

შოთა დიღმელაშვილი

20 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

„სირცხვილია“: ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის არჩევნებზე დაასრულებს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მანიფესტი წაუკითხა და მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება.

ბავშვთა პორნოგრაფია

20 სექტემბერი 2019, 21:49

ძალოვნები

საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დაკავებებს საერთაშორისო მედია გამოეხმაურა

შსს-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყებამ Reuters-ისა და ავსტრალიური მედია ABC-ის მიერ ამ საქმის გაშუქება მიმოიხილა.

საპატრიარქო

20 სექტემბერი 2019, 21:11

საქართველო

საპატრიარქო: უწმინდესი კირილეს ქმედება ჩვენთვის სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება

საპატრიარქო ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა, განცხადებით ეხმაურება. „გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“.

კუ ჰელიქსი

20 სექტემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

ამერიკელმა ხეიბარ კუს ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრა

ამერიკელი რენდი ბეტცი დელავერის შტატში ცხოვრობს, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და თავისუფალ დროს კუების გამრავლებით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მისი ერთ-ერთი კუ ზურგის დეფორმაციით დაიბადა, რის გამოც უკანა კიდურებს ვერ იყენებდა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

20 სექტემბერი 2019, 20:44

ეკონომიკა

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, - ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს. „შედეგების მოსვლისთანავე ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას“.

20 სექტემბერი 2019, 20:33

მსოფლიო

ჰეზბოლა: ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს გაანადგურებს

ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაანადგურებს, - ამის შესახებ ტელემიმართვაში ლიბანური ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ, იუწყება სააგენტო Reuters-ი. მან ასევე არაბულ ქვეყნებს იემენში მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2019, 20:10

საქართველო

პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა ხაზარაძე მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

კლიმატის დასაცავად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიანი გადანაწილებას მოითხოვენ.

კონსორციუმი

20 სექტემბერი 2019, 19:49

ეკონომიკა

ანაკლიის კონსორციუმი: ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფ Merdian Capital Limited (Meridian)-ის წარმომავლობა ყაზახურია.

დორიან სი

20 სექტემბერი 2019, 19:23

მსოფლიო

გერმანელმა სერფერმა შემთხვევით მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღო

12 სექტემბერს დორიან სი ჩრდილოეთის ზღვაში სერფინგით იყო დაკავებული. მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე მეტეორის ჩამოვარდნა ჩანს. ექსპერტების ინფორმაციით, მეტეორი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და დანიის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

20 სექტემბერი 2019, 19:00

საქართველო

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მესამე თვეა, რაც აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.