imedi /  30 აგვისტო 2019, 07:55 / სანდო წყარო

თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ ისევ შეიზღუდება

პატრული

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ ისევ შეიზღუდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე "სითი-მოლის" მშენებლობასთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს 17:00 საათიდან 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:

ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან "გუდვილის" მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან დავით თავხელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს პეტრე ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობას ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებენ. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

ყველა სიახლე

გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილი

22 სექტემბერი 2019, 23:40

სპორტი

ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომცა

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცათ.

მიგრანტი

22 სექტემბერი 2019, 23:27

მსოფლიო

მიგრანტები ფრენბურთის გუნდის სახელით შვეიცარიაში შესვლას ცდილობდნენ

ათენის აეროპორტში დააკავეს მიგრანტები, რომლებიც ფრენბურთის გუნდის სახელით შვეიცარიაში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ. საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ ჯგუფი 10 კაცისგან შედგებოდა, „გუნდის“ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ორი ბურთიც ჰქონდათ თან.

ბიაფი

22 სექტემბერი 2019, 23:08

კულტურა

BIAFF-მა გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოავლინა

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის სლოვაკურმა ფილმა „და იქმნა ნათელი“ აიღო, რომლის რეჟისორიც მარკო სკოპია. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში გაიმარჯვა ამირან დოლიძის ფილმა „ცხოველი“. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი დასახელდა კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება“.

ნიკო ფიროსმანი

22 სექტემბერი 2019, 23:02

კულტურა

იაპონელმა არქიტექტორმა ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება „აუსრულა“

ფიროსმანზე, ვან გოგზე, მათზე ერთად და ცალ-ცალკე ბევრი ისაუბრეს სიმპოზიუმზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქართული მხრიდან სიმპოზიუმის პირველი გამომსვლელი იყო. დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი იმ დარბაზში შედგა, სადაც ნამუშევრები ფერად კედლებზე 20 ოქტომბრამდე დარჩება.

ბორჯღალოსნები

22 სექტემბერი 2019, 22:55

სპორტი

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებს 29 სექტემბერს ექნებათ, ამ დღის მეტოქე მოგვიანებით კანადა-ურუგვაის შორის გაირკვევა. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

იუჯა ვანგი

22 სექტემბერი 2019, 22:50

კულტურა

იუჯა ვანგმა წინანდალში ყურძენი დაწურა. ვიდეო

ცნობილმა პიანისტმა იუჯა ვანგმა საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. პიანისტი სტუმრად წინანდალში იყო, სადაც რთველში ჩაერთო, შემდეგ კი ღვინო დაწურა. იუჯა ვანგი საქართველოს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა.

ებოლა

22 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

ჯანმო: ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს

ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რეგინი ებოლას ეპიდემიას ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არაოფიციალურად არის ცნობილი, რომ ტანზანიაში ებოლას ორი ახალი შემთხვევაა დაფიქისრებული.

ბავშთა პორნოგრაფია

22 სექტემბერი 2019, 21:56

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ.

სინაგოგა

22 სექტემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წელს გაიხსნება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წლისთვის აშენდება. ის აბუ-დაბიში მულტიფუნქციური კომპლექსის ნაწილი იქნება, რომლის მიზანიც ისეთი სივრცის შექმნაა, რომელიც რელიგიათაშორის დიალოგსა და მშვიდობიანი თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

22 სექტემბერი 2019, 21:14

საქართველო

პატრიარქმა კიდევ 800-მდე ბავშვი მონათლა

სამების ტაძარში მესამოცე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. დღევანდელ ნათლობამდე კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 38 175 ნათლული ჰყავდა.

ისრაელი

22 სექტემბერი 2019, 21:02

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პრეზიდენტს ნაკლები პოლიტიკური ფუნქციები აქვს, ამ შემთხვევაში მას მთავარი როლი ეკისრება, ვინაიდან საკითხავია ვინ გახდება პრემიერმინისტრი - ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გენშტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი.

22 სექტემბერი 2019, 20:40

თემა

2020 წელს მსოფლიო მორიგ ფინანსურ კრიზისს ელოდება. საქართველო ამისთვის მზად არის?

საერთაშორისო ეკონომისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისი დაატყდება თავს და ის მასშტაბით 2008 წლის კრიზისს გაუტოლდება. სპეციალისტები კრიზისის მოახლოების ყველაზე ცხად ინდიკატორადამერიკული ობლიგაციების შემოსავალს ასახელებენ.რითი შეიძლება დაიწყოს კრიზისი, რამდენად ხანგრძლივი და ღრმა იქნება ის და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს?

აქციები ეგვიპტეში

22 სექტემბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ეგვიპტეში აქციების მეორე დღეს ათობით ადამიანი დააკავეს

ეგვიპტეში მეორე დღეა პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციების მეორე დღის ღამე შეტაკებასა და დაკავებებში გადაიზარდა. პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. აქციები ასევე გაიმართა კაიროში.

ტომ იორკი

22 სექტემბერი 2019, 20:20

კულტურა

ტომ იორკი მეგობარი ქალის სიკვდილით გამოწვეულ „მძიმე პერიოდზე“ ალაპარაკდა

რეიჩელ ოუენი 2016 წელს, 48 წლისა სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. ის და ტომ იორკი ერთად 23 წელი ცხოვრობდნენ და ორი შვილი, ნოა და აგნესი შეეძინათ. როგორც ტომ იორკმა გადაცემაში თქვა, მისი მთავარი მიზანია ახლა დარწმუნდეს, რომ "ოჯახი ამ ყველაფერს გაუმკლავდა".

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

22 სექტემბერი 2019, 20:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მეგობრის ქორწილში £8900-იანი კაბით გამოჩნდა

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე რომში, მეგან მარკლის საუკეთესო მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. დიზაინერმა მიშა ნანოუმ ქორწილის სტუმრებს მე-17 საუკუნის ვილაზე უმასპინძლა. სტუმართა შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი. მედია წერს, რომ დიზაინერი მეგანს ჰარის გაცნობაში დაეხმარა.

სასტუმროები

22 სექტემბერი 2019, 19:51

ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში - 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.

სირცხვილია

22 სექტემბერი 2019, 19:27

საქართველო

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე „სირცხვილიას“ წევრები არ შეუშვეს

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომელიც სპეციალურმა კომისიამ წარუდგინა საზოგადოებას. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

22 სექტემბერი 2019, 19:18

ძალოვნები

ფონიჭალაში მე-7 სართულიდან 14 წლის გოგო გადავარდა

მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადააყვანეს. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გურამ თუშიშვილი

22 სექტემბერი 2019, 19:10

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი. თავდაპირველად მან ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია.

პიზოლის მყინვარი

22 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში გამდნარი მყინვარის ხსოვნას სამგლოვიარო მარში მიუძღვნეს

შვეიცარიის ალპებში გლობალური დათბობის გამო "დაკარგული" მყინვარ პიზოლის სამგლოვიარო მარში გაიმართა. "მგლოვიარეები", რომლებშიც შედიოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები, მთამსვლელები შავი სამოსით გაემართნენ მყინვარისკენ, რომელიც 2700 მეტრზე მდებარეობს.