imedi /  02 სექტემბერი 2019, 17:27 / სანდო წყარო

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დიპლომატებთან დაგეგმილ შეხვედრას უარყოფს

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების გავრცელებული განცხადება არასწორია.

„საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ. გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას.

ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, უკვე ჩართულები არიან უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები. რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა. ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას.

ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.

საქართველოში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რასაც ცალსახად ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, რომელზეც დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.   

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. 

ასევე, ამ საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 14:46

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

საოკუპაციო ხაზი

16 დეკემბერი 2019, 14:38

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის კაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი დააკავეს. "იმედის" ჟურნალისტის ინფორმაციით,ოკუპანტებმა მოხუცი კაცი სასაფლაოს მიმდებარედ დააკავეს.

შობა ახალი წელი

16 დეკემბერი 2019, 14:28

კულტურა

Wham!-ის Last Christmas-ის ვიდეოს განახლებული ვერსია შექმნეს

35 წლის შემდეგ სტუდია Sony Music Entertainment-მა Wham!-ის სიმღერაზე განახლებული ვიდეორგოლი შექმნა - ახლა მისი ნახვა 4K გაფართოებით არის შესაძლებელი. როგორც The Verge-ი წერს, ვიდეოს გაუმჯობესებულ ვერსიაში იმდენად მკვეთრი გამოსახულებაა, თითქოს Sony-მ მსახიობები დაიქირავა.

გლდანის ცენტრი

16 დეკემბერი 2019, 14:13

საქართველო

გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა. გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა.

გიორგი ტყემალაძე

16 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 13:59

საქართველო

წულუკიანი: გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს

„ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატუსებზე გააკეთა.

გიგა ბოკერია

16 დეკემბერი 2019, 13:55

ძალოვნები

გიგა ბოკერიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ გიგა ბოკერიას დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. დეპუტატი ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.გიგა ბოკერიას 15 დეკემბერს შეატყობინეს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.

გოგი წულაია

16 დეკემბერი 2019, 13:44

საქართველო

გოგი წულაია: ქართულმა ოცნებამ თემიდა გააშიშვლა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია "თავისუფალი საქართველო" პერფორმანსით გამოეხმაურა. პატიის წევრები ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და "თემიდას გაშიშვლება" განასახიერეს. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა.

16 დეკემბერი 2019, 13:44

ტაბლოიდი

მედია 61 წლის მადონას და 26 წლის მოცეკვავის რომანზე წერს

ამერიკელი მომღერალი და პოპვარსკვლავი მადონა მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსთან რომანშია „ეჭმიტანილი“. The Sun-ის ცნობით, პაპარაცებმა 61 წლის მუსიკოსს 26 წლის მოცეკვავესთან ფოტო მაიამიში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას გადაუღეს. მომღერალი ახლა გასტროლებზე იმყოფება, ხოლო აჰლამალიკ უილიამსი მის კოლექტივში ცეკვავს.

ბოინგი

16 დეკემბერი 2019, 13:26

ეკონომიკა

Boeing-მა შესაძლოა 737 MAX-ის წარმოება შეაჩეროს

ამერიკული კორპორაცია Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავების წარმოების შეჩერების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, თვითმფრინავების წარმოების შემცირება გამოიწვევს სამუშაო ადგილების ლიკვიდაციას. 2019 წელს კომპანიამ მხოლოდ 15 136 Boeing-ი 737 MAX-ის მიწოდება დააკონტრაქტა.

ბარაკ ობამა

16 დეკემბერი 2019, 13:26

მსოფლიო

ბარაკ ობამა: ქალები უდავოდ სჯობნიან კაცებს

სინგაპურში ლიდერშიპთან დაკავშირებით გამართულ კერძო ღონისძიებაზე, ობამა განაცხადა, რომ "ქალები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ უდაოდ სჯობნიან კაცებს". მისი თქმით, პრობლემების უმეტესობა მოდის ასაკოვანი ადამიანებისგან, უმეტესად კაცებისგან, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ.

სტეფან ბიეგანი

16 დეკემბერი 2019, 13:11

მსოფლიო

ამერიკელი დიპლომატი ფხენიანს: ჩვენ აქ ვართ, იცით როგორ უნდა მოხვიდეთ ჩვენამდე

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სპეციალური დიპლომატი სტეფან ბიეგანი ფხენიანს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს: "ჩვენ აქ ვართ. თქვენ იცით როგორ უნდა მოხვიდეთ ჩვენამდე". სტეფან ბიეგანმა ამის შესახებ სეულში ყოფნის დროს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა.

კარგი ამინდი

16 დეკემბერი 2019, 12:44

საქართველო

17 დეკემბრიდან საქართველოში დათბება

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ქართული ჭიდაობა

16 დეკემბერი 2019, 12:31

სპორტი

ქართული ჭიდაობის მთავარ ტურნირში ონისე ბუღაძემ გაიმარჯვა

ქართული ჭიდაობის წლის მთავარი ტურნირის, „ფალავნობის“ გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა მოჭიდავემ გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი ზაქარიაძეს მოუგო და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი პრემია, 33 ათასი ლარი მიიღო.

ერეკლე კუხიანიძე

16 დეკემბერი 2019, 12:24

საქართველო

თბილისის საკრებულოსთან ოცნების დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ

სამოქალაქო მოძრაობა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციას მართავს. ამის მიზეზი კი "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის Facebook-პოსტია, სადაც ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აკრიტიკებს.

16 დეკემბერი 2019, 12:08

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.

16 დეკემბერი 2019, 12:05

ეკონომიკა

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონების 49% მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა

2019 წლის ათ თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. აქედან ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის, 11% კი მიკროსაფინანსოზე.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2019, 11:38

საქართველო

პრეზიდენტი პარტიებს სიებში ყოველ მეთხუთმეტედ დიასპორის წარმომადგენლის ჩასმას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებს შესთავაზა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში დიასპორის უკეთ ჩართულობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიებში ყოველი მეთხუთმეტე დიასპორის წარმომადგენელი ჩასვან.

ნათია თურნავა

16 დეკემბერი 2019, 11:36

ეკონომიკა

თურნავა: ვდგავართ რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე

დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოს“ სახელით, ინვესტიციების მოზიდვის ახალი პროაქტიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, ახალი სტრატეგიის შედეგად დამატებით 3 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2019, 11:27

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და თავშეყრის სხვა ადგილებშიც

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "სალობიეშიც ივლის და სხვა თავშეყრის ადგილებშიც". ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სალობიეში სტუმრობასთან დაკავშირებით, რასაც სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ.