imedi /  02 სექტემბერი 2019, 18:55 / სანდო წყარო

საქართველოში გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის

სანდრა ხოველ პოლანკო

სანდრა ხოველ პოლანკო

საქართველოში 3 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

სანდრა ხოველ პოლანკო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. 

პოლანკოს საგარეო უწყებაში მიიღებს ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანი მიიღებს. გვატემალის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და გვატემალის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო ქაცარავას, ასევე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

ვიზიტის ფარგლებში, გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას

ყველა სიახლე

პორშე

21 სექტემბერი 2019, 00:12

ეკონომიკა

Volkswagen-ი და Porsche ბაზრიდან 227.000 ავტომობილს გაიწვევენ

Volkswagen-ი და Porsche საავარიო ბალიშების დეფექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზეზით ავტომობილების ნაწილს უკან გაიწვევენ, - წერს Reuters. კერძოდ, ეს შეეხება შემდეგ მოდელებს: 2015 წელს გამოშვებულ Tiguan-ს, Sharan-ს და CC-ს. ასევე, Boxster-ს, Cayman-სა და Panamera-ს. ორივე კომპანია ბაზრიდან ეტაპობრივად სულ 227.000 ავტომობილს გაიწვევს.

Psylla frodobagginsi

20 სექტემბერი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

ბალახის რწყილის ახალ სახეობას ფროდო ბეგინსის საპატივცემულოდ დაარქვეს

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა ბალახის რწყილის ახალ სახეობას სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, ჰობიტ ფროდო ბეგინსის საპატივცემულოდ დაარქვეს. რწყილის ახალ სახეობას Psylla frodobagginsi ერქმევა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს.

მაჰდი ალ-მაშათი

20 სექტემბერი 2019, 23:29

მსოფლიო

ჰუსიტები მზად არიან საუდის არაბეთზე ავიადარტყმები შეწყვიტონ

დაჯგუფება „ანსარ ალას“ მებრძოლები, რომლებმაც იემენის ჩრდილოეთის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, საუდის არაბეთზე ავიადარტყმების შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ და ერ-რიადისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდებიან, - ამის შესახებ ტელეარხ „ალ-მასირას“ ეთერში ჰუსიტების პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა მაჰდი ალ-მაშათმა განაცხადა.

სანქციები

20 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ახლა უკვე ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება. აშშ-ი კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი

20 სექტემბერი 2019, 23:12

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

პრინცი ენდრიუ

20 სექტემბერი 2019, 22:46

მსოფლიო

ეპშტეინის მსხვერპლმა პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობის დეტალები გაიხსენა

ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუს მასთან სექსის აღიარებისკენ მოუწოდებდა, ამბობს, რომ პრინცს ის ეპშტეინმა მიუგზავნა. ამის შესახებ მან NBC News-ის ეთერში განაცხადა. 35 წლის ვირჯინია ჟუფრეს მტკიცებით, პრინცს ენდრიუსთან სექსი მას 17 წლის ასაკში ჰქონდა.

შოთა დიღმელაშვილი

20 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

„სირცხვილია“: ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის არჩევნებზე დაასრულებს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მანიფესტი წაუკითხა და მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება.

ბავშვთა პორნოგრაფია

20 სექტემბერი 2019, 21:49

ძალოვნები

საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დაკავებებს საერთაშორისო მედია გამოეხმაურა

შსს-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყებამ Reuters-ისა და ავსტრალიური მედია ABC-ის მიერ ამ საქმის გაშუქება მიმოიხილა.

საპატრიარქო

20 სექტემბერი 2019, 21:11

საქართველო

საპატრიარქო: უწმინდესი კირილეს ქმედება ჩვენთვის სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება

საპატრიარქო ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა, განცხადებით ეხმაურება. „გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“.

კუ ჰელიქსი

20 სექტემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

ამერიკელმა ხეიბარ კუს ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრა

ამერიკელი რენდი ბეტცი დელავერის შტატში ცხოვრობს, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და თავისუფალ დროს კუების გამრავლებით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მისი ერთ-ერთი კუ ზურგის დეფორმაციით დაიბადა, რის გამოც უკანა კიდურებს ვერ იყენებდა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

20 სექტემბერი 2019, 20:44

ეკონომიკა

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, - ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს. „შედეგების მოსვლისთანავე ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას“.

20 სექტემბერი 2019, 20:33

მსოფლიო

ჰეზბოლა: ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს გაანადგურებს

ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაანადგურებს, - ამის შესახებ ტელემიმართვაში ლიბანური ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ, იუწყება სააგენტო Reuters-ი. მან ასევე არაბულ ქვეყნებს იემენში მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2019, 20:10

საქართველო

პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა ხაზარაძე მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

კლიმატის დასაცავად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიანი გადანაწილებას მოითხოვენ.

კონსორციუმი

20 სექტემბერი 2019, 19:49

ეკონომიკა

ანაკლიის კონსორციუმი: ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფ Merdian Capital Limited (Meridian)-ის წარმომავლობა ყაზახურია.

დორიან სი

20 სექტემბერი 2019, 19:23

მსოფლიო

გერმანელმა სერფერმა შემთხვევით მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღო

12 სექტემბერს დორიან სი ჩრდილოეთის ზღვაში სერფინგით იყო დაკავებული. მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე მეტეორის ჩამოვარდნა ჩანს. ექსპერტების ინფორმაციით, მეტეორი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და დანიის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

20 სექტემბერი 2019, 19:00

საქართველო

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მესამე თვეა, რაც აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.

ფილიპ ბრიდლავი

20 სექტემბერი 2019, 18:54

საქართველო

ფილიპ ბრიდლავი: სამხედრო კუთხით საქართველო ნატოს წევრობისთვის მზადაა

სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად არაფერი უშლის ხელს, - ამის შესახებ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სტრიპტიზის მოცეკვავეები“

20 სექტემბერი 2019, 18:34

კულტურა

მალაიზიაში ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის ჩვენება აკრძალეს

მალაიზიაში აკრძალეს რეჟისორ ლორინ სკაფარიას ფილმი „სტრიპტიზის მოცეკვავეები“ (Hustlers), რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ლოპესი, კონსტანს ვუ, ჯულია სტაილსი, კეკე პალმერი, ლილი რეინჰარტი და მომღერლები Cardi B და Lizzo ასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აშშ უკრაინა დროშები

20 სექტემბერი 2019, 17:52

მსოფლიო

ტრამპი ზელენსკის 25 სექტემბერს შეხვდება

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის 25 სექტემბერს შეხვდება. ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში, ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე იგეგმებოდა. თუმცა ქარიშხალ „დორიანის“ გამო ტრამპი პოლონეთში არ ჩავიდა.