imedi /  03 სექტემბერი 2019, 11:22 / სანდო წყარო

„სირცხვილიას“ ორგანიზატორი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

შოთა დიღმელაშვილი

შოთა დიღმელაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. როგორც დიღმელაშვილი Facebook-ზე წერს, გახარიას დაწინაურებით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს.

„თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უნახავს.

გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს, ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს.

ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში.

გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ ოცნებისთვის ხელისუფლების წართმევით მიიღწევა“, - წერს დიღმელაშვილი.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვის მანძილზე მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდა.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

გულშემატკივრები ჩხუბი

23 ოქტომბერი 2019, 00:51

სპორტი

ბერძენმა გულშემატკივრებმა „ბაიერნის“ ქომაგებს სცემეს

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. მატჩის 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 4:0 იყო, 50-მდე ადგილობრივი ნიღბიანი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და „ბაიერნის“ გულშემატკივართა სექტორისკენ გაიქცა. პიროტექნიკითა და ჯოხებით შეიარაღებულმა გულშემატკივრებმა გერმანელ ქომაგებს სცემეს.

პენტაგონი

23 ოქტომბერი 2019, 00:47

მსოფლიო

პენტაგონის უფროსმა საუდის არაბეთის მეფესთან სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარ ესპერმა საუდის არაბეთის მეფესთან "სტრატეგიული თანამშრომლობა" განიხილა. ეს შეხვედრა აშშ-ს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე შედგა. ვიზიტს წინ უძღოდა ესპერის განცხადება, რომლის თანახმად აშშ საუდის არაბეთში ჯარს გაგზავნის.

ზვიგენი

23 ოქტომბერი 2019, 00:22

მსოფლიო

საფრანგეთის პოლინეზიაში ზვიგენმა ტურისტ ქალს ხელები მოაჭამა

ზვიგენმა ტურისტს მკერდზე და ხელებზე უკბინა. როგორც სააგენტო იუწყება, ქალს ადგილზევე გაუწიეს პირველადი დახმარება. დაშავებული საავადმყოფოში ველოსიპედით გადაიყვანეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ორივე ხელი მოეჭრათ.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 ოქტომბერი 2019, 23:52

საქართველო

სუსის უფროსი: ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ, კანაფის ფესტივალიდან ფესტივალამდე

ლილუაშვილის მოსაზრებით, "გირჩის" წევრების განწყობებს საზოგადოება რომ იზიარებდეს, ქვეყანაში უმართავი პროცესები განვითარდებოდა, თუმცა სუსის უფროსი ამბობს, რომ ის ჯარისგან თავის არიდებაზე საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 ოქტომბერი 2019, 23:33

საქართველო

ლილუაშვილი: სირიის მოვლენები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა

გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები საქართველოს საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის დაშორებით ხორციელდება.

სერგეი ლავროვი

22 ოქტომბერი 2019, 23:23

მსოფლიო

ლავროვი: სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დასრულებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Brexit

22 ოქტომბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის დაჩქარებული Brexit-ის გეგმა ჩააგდო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უარი განაცხადა ბორის ჯონსონის წინადადებაზე, რომელიც თემთა პალატის მიერ სამი დღის განმავლობაში Brexit-ის კანონპროექტის განხილვას შეეხებოდა. პარლამენტი განხილვისთვის სამდღიანი ვადის გამოყოფის წინააღმდეგია, რადგან ეს მცირე დროდ მიაჩნია.

ილონ მასკი

22 ოქტომბერი 2019, 23:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკმა თანამგზავრული ინტერნეტის საშუალებით Twitter-ზე პირველი ჩანაწერი გამოაქვეყნა

Starlink-ი არის თანამგზავრული ქსელი, რომელმაც დედამიწის მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროგრამის ფარგლებში SpaceX-მა ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრი უნდა გაგზავნოს, რომელთაგან 60 კომპანიამ ორბიტაზე მიმდინარე წლის მაისში გაუშვა.

არნოლდ შვარცენეგერი

22 ოქტომბერი 2019, 22:46

კულტურა

შვარცენეგერი გულის მეექვსე ოპერაციის დროს სიკვდილს გადაურჩა

მსახიობს 2018 წლის აპრილში ფილტვის სარქველი შეუცვალეს, ოპერაციის დროს წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად მსახიობი სიკვდილს გადაურჩა. 72 წლის შვარცენეგერი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერიდან ერთ კვირაში ვარჯიში დაიწყო.

ალცჰაიმერი

22 ოქტომბერი 2019, 22:23

ტექნოლოგიები

შექმნეს პირველი წამალი რომელიც ალცჰაიმერის დემენციას ანელებს

"ადუკანუმაბი" მიზანში იღებს პროტეინს სახელწოდებით ამილოიდი, რომელიც ალცჰაიმერის მქონე ადამიანის ტვინში ილექება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ცილა ტოქსიკურია ტვინის უჯრედებისთვის და წამლის გამოყენებით ტვინის მისგან გაწმენდა, დემენციის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

აშშ ჩრდილოეთ მაკედონია ნატო

22 ოქტომბერი 2019, 22:12

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. კენჭისყრის ვიდეოტრანსლაცია საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას მხარი 91-მა სენატორმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 ოქტომბერი 2019, 21:42

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება და თურქეთი სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ცდილობს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

წყალბურთი

22 ოქტომბერი 2019, 21:28

სპორტი

წყალბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ეროვნული ნაკრები 2020 წელს ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის, იტალიისა და საფრანგეთის გუნდებს შეხვდება. ევროპის ჩემპიონატს ქართველი წყალბურთელები ფრანგებთან თამაშით გახსნიან. ყველაზე ძლიერი მეტოქე კი იტალიის ნაკრებია, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.

კახა კუკავა

22 ოქტომბერი 2019, 21:09

საქართველო

აუდიტის სამსახური „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამას იკვლევს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ Facebook-ზე დაპოსტა. კუკავას თქმით, პარტია ამ კამპანიას გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს დაპირებას.

ანაკლიის პროექტი

22 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

ვიცეპრემიერი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატებს პასუხობენ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს, რომლებიც მათ პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ, უპასუხეს. პარლამენტში მათ დამოუკიდებელი დეპუტატები იბარებენ.

მარიამ მინაძე

22 ოქტომბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკე დარგის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იქნება. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს პროგრამა Digital Mind-ი, რომელიც კომპანიებს ბაზრების ეფექტიანად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

ცხინვალი

22 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ცხინვალის რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა

ცხინვალის სასამართლომ მას ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხეთერელის საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზეც განიხელს. ის ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდება.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 20:26

მსოფლიო

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

მიხეილ დვალიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 20:11

ძალოვნები

აღაიანში ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი სასამართლომ გაათავისუფლა. გამოძიება გრძელდება

გორის სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დანია შუქურა

22 ოქტომბერი 2019, 19:57

მსოფლიო

დანიაში 120 წლის შუქურა ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს

დანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 120 წლის შუქურა ბორბლებისა და ლიანდაგების საშუალებით ჩრდილოეთ ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როდესაც 23 მეტრის სიმაღლის შუქურა 1900 წელს პირველად ჩართეს, ის ნაპირიდან 200 მეტრში მდებარეობდა, ბოლო თვეებში კი მას ჩრდილოეთ ზღვისგან მხოლოდ 6 მეტრი აშორებდა.