imedi /  03 სექტემბერი 2019, 20:41 / სანდო წყარო

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა, რომელიც 2019-2020 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმაა, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროგრამის მოცულობა 37 გვერდამდეა. პროგრამის სამი მთავარი, ძირითადი მიმართულება უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და განათლებაა.

პროგრამაში ვრცლად წერია გახარიას და მისი კაბინეტის გეგმების შესახებ დასაქმების, ჯანდაცვის, იძულებით გადაადგილებული პირების, ოკუპირებული რეგიონების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, მათ შორის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმისა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და გაძლიერების შესახებ.

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან, 4 სექტემბრიდან დაიწყებს.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.~

მმართველმა გუნდმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად განიხილება.

ყველა სიახლე

ვანო ზარდიაშვილი

18 სექტემბერი 2019, 11:28

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“

„ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რის საფუძველზე შეიწყალა მან განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირები. მათი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სამომავლოდ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირები აღარ შეიწყალონ.

ტურიზმი

18 სექტემბერი 2019, 11:22

კულტურა

National Geographic-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“- ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი სსფ

18 სექტემბერი 2019, 11:10

ეკონომიკა

სსფ: საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 5.4% იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკის მთავარ მიღწევებზე და გამოწვევებზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

დიმიტრი გაბუნია

18 სექტემბერი 2019, 11:09

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად პრეზიდენტმა გამართა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაეცა, საკუთარ თავზე აიღო.

ოლიმპიური თამაშები

18 სექტემბერი 2019, 11:00

სპორტი

ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლოზანის III თამაშებისთვის ცეცხლი მზის სხივებისგან დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები და სტუმრები, ასევე სკოლის 1400 მოსწავლე.

მერილინ მენსონი ამერიკელი ღმერთები

18 სექტემბერი 2019, 10:49

კულტურა

მერილინ მენსონი სერიალ „ამერიკელ ღმერთებში“ ითამაშებს

ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი მერილინ მენსონი Starz-ის სერიალ „ამერიკელ ღმერთებში“ ითამაშებს. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს. გამოცემის ინფორმაციით, სერიალის მესამე სეზონში მენსონი როკ-ჯგუფის Blood Death-ის სოლისტ იოჰან ვენგრენის განასახიერებს. ეს პერსონაჟი 4 ეპიზოდში გამოჩნდება.

„ინფო რუსთავი“

18 სექტემბერი 2019, 10:40

საქართველო

რუსთავში 18 წლის გოგო ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმური ოპერაციის დაწყებამდე გოგოს ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რომლის დროსაც გული გაუჩერდა.

ხელოვნური ინტელექტი

18 სექტემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება. იმისთვის, რომ Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მოხდეს, აუცილებელია ქართული წინადადებების ინგლისურად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა.

კოკა-კოლა

18 სექტემბერი 2019, 10:07

ძალოვნები

„კოკა-კოლას“ ოფისის სეიფიდან 133 000 ლარის მოპარვისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

დაკავებული 1981 წელს დაბადებული პირია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მიგრანტები

18 სექტემბერი 2019, 09:56

მსოფლიო

მალტა ზღვაში გადარჩენილი 90 მიგრანტის მიღებას დათანხმდა

მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვამ, ცოტა ხნის წინ მალტის საკოორდინაციო ცენტრის შეტყობინების საფუძველზე გადაარჩინეს.სამაშველო ოპერაციის ჩატარების შემდეგ მალტის მთავრობა მიგრანტების მისაღებად გემს არ გზავნიდა. მალტაში აცხადებდნენ, რომ მიგრანტები უახლოეს ხმელეთამდე უნდა წაეყვანათ.

პოლიცია

18 სექტემბერი 2019, 09:44

ძალოვნები

იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა

41 წლის კაცი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბეჭდების მბრძანებელი

18 სექტემბერი 2019, 09:40

კულტურა

სერიალ „ბეჭდების მბრძანებელს“ ახალ ზელანდიაში გადაიღებენ

Amazon Studios-მა "ბეჭდების მბრძანებლის" შესახებ სერიალის გადასაღებ ადგილად ახალი ზელანდია აირჩია. ეს სატელევიზიო შოუ ყველაზე ძვირადღირებულებად ითვლება. ახალ ზელანდიისთვის სერიალის გადაღებებისგან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო წაახალისებს მის ეკონომიკას.

საარსებო მინიმუმი

18 სექტემბერი 2019, 09:30

ეკონომიკა

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა

საქსტატის გათვლებით აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 1.7 ლარით გაიზარდა და 167.5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი გაზრდილია 3.4 ლარით და 317.3 ლარია. ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი მაისში 268.1 ლარია. ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია.

კრისტინ ლაგარდი

18 სექტემბერი 2019, 09:21

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ლაგარდს ხმა 394-მა ევროპარლამენტარმა მისცა, წინააღმდეგ 206 დეპუტატი წავიდა, 49 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ევროდეპუტატების მხარდაჭერა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

რესპუბლიკური საავადმყოფო

18 სექტემბერი 2019, 09:11

საქართველო

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან

სანიტარული ჭრების ფარგლებში, თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგავით ჩანაცვლდება. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. ხეების მოჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

ედგარ ზამბრანო ხუან გუაიდო

18 სექტემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი, ედგარ ზამბრანო, რომელიც ამ წლის დასაწყისიდან დაკავებული იყო, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, 64 წლის ედგარ ზამბრანო სახელმწიფო ღალატისთვის იყო დაკავებული.

პედრო სანჩესი

18 სექტემბერი 2019, 08:48

მსოფლიო

ნოემბერში ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში უკვე მეოთხე არჩევნები გაიმართება

ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში არჩევნები უკვე მეოთხედ გაიმართება. ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლი პედრო სანჩესის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართება. სანჩესის განცხადებით, მან ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, რათა მთავრობა ჩამოეყალიბებინა.

პატრიარქი კირილი

18 სექტემბერი 2019, 08:37

საქართველო

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას დეფაქტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში დეფაქტო პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,39 პროცენტი მიიღო. შედეგებს ოპოზიცია აპროტესტებს.

თეა წულუკიანი

18 სექტემბერი 2019, 08:13

საქართველო

იუსტიციის მინისტრი: პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი ძებნილია

თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებული ერთ-ერთ პირი ძებნილია. მინისტრი ასევე ამბობს, რომ წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა.

მამუკა ხაზარაძე

18 სექტემბერი 2019, 08:00

საქართველო

მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრს დაასახელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს, 18 სექტემბერს მოძრაობის პირველ 12 წევრს წარადგენს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და თქვა, რომ 12 ლიდერს ეძებენ ყველა სფეროში.