imedi /  04 სექტემბერი 2019, 12:07 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს

თბილისის მერია

თბილისის მერია გაზზე მომუშავე 110 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად განხორციელდება და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ჩვენ ვაცხადებთ კიდევ შესყიდვაზე ახალ ტენდერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, 12-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ვაკეთებთ, 110 ერთეული გაზზე მომუშავე ავტობუსი იქნება. რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება ტენდერი, დღეს მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მალე, ბოგდანის ტიპის ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

„ინფო რუსთავი“

18 სექტემბერი 2019, 10:40

საქართველო

რუსთავში 18 წლის გოგო ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

ხელოვნური ინტელექტი

18 სექტემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება. იმისთვის, რომ Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მოხდეს, აუცილებელია ქართული წინადადებების ინგლისურად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა.

კოკა-კოლა

18 სექტემბერი 2019, 10:07

ძალოვნები

„კოკა-კოლას“ ოფისის სეიფიდან 133 000 ლარის მოპარვისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

დაკავებული 1981 წელს დაბადებული პირია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მიგრანტები

18 სექტემბერი 2019, 09:56

მსოფლიო

მალტა ზღვაში გადარჩენილი 90 მიგრანტის მიღებას დათანხმდა

მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვამ, ცოტა ხნის წინ მალტის საკოორდინაციო ცენტრის შეტყობინების საფუძველზე გადაარჩინეს.სამაშველო ოპერაციის ჩატარების შემდეგ მალტის მთავრობა მიგრანტების მისაღებად გემს არ გზავნიდა. მალტაში აცხადებდნენ, რომ მიგრანტები უახლოეს ხმელეთამდე უნდა წაეყვანათ.

პოლიცია

18 სექტემბერი 2019, 09:44

ძალოვნები

იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა

41 წლის კაცი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბეჭდების მბრძანებელი

18 სექტემბერი 2019, 09:40

კულტურა

სერიალ „ბეჭდების მბრძანებელს“ ახალ ზელანდიაში გადაიღებენ

Amazon Studios-მა "ბეჭდების მბრძანებლის" შესახებ სერიალის გადასაღებ ადგილად ახალი ზელანდია აირჩია. ეს სატელევიზიო შოუ ყველაზე ძვირადღირებულებად ითვლება. ახალ ზელანდიისთვის სერიალის გადაღებებისგან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო წაახალისებს მის ეკონომიკას.

საარსებო მინიმუმი

18 სექტემბერი 2019, 09:30

ეკონომიკა

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა

საქსტატის გათვლებით აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 1.7 ლარით გაიზარდა და 167.5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი გაზრდილია 3.4 ლარით და 317.3 ლარია. ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი მაისში 268.1 ლარია. ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია.

კრისტინ ლაგარდი

18 სექტემბერი 2019, 09:21

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ლაგარდს ხმა 394-მა ევროპარლამენტარმა მისცა, წინააღმდეგ 206 დეპუტატი წავიდა, 49 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ევროდეპუტატების მხარდაჭერა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

რესპუბლიკური საავადმყოფო

18 სექტემბერი 2019, 09:11

საქართველო

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან

სანიტარული ჭრების ფარგლებში, თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგავით ჩანაცვლდება. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. ხეების მოჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

ედგარ ზამბრანო ხუან გუაიდო

18 სექტემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი, ედგარ ზამბრანო, რომელიც ამ წლის დასაწყისიდან დაკავებული იყო, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, 64 წლის ედგარ ზამბრანო სახელმწიფო ღალატისთვის იყო დაკავებული.

პედრო სანჩესი

18 სექტემბერი 2019, 08:48

მსოფლიო

ნოემბერში ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში უკვე მეოთხე არჩევნები გაიმართება

ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში არჩევნები უკვე მეოთხედ გაიმართება. ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლი პედრო სანჩესის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართება. სანჩესის განცხადებით, მან ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, რათა მთავრობა ჩამოეყალიბებინა.

პატრიარქი კირილი

18 სექტემბერი 2019, 08:37

საქართველო

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას დეფაქტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში დეფაქტო პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,39 პროცენტი მიიღო. შედეგებს ოპოზიცია აპროტესტებს.

თეა წულუკიანი

18 სექტემბერი 2019, 08:13

საქართველო

იუსტიციის მინისტრი: პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი ძებნილია

თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებული ერთ-ერთ პირი ძებნილია. მინისტრი ასევე ამბობს, რომ წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა.

მამუკა ხაზარაძე

18 სექტემბერი 2019, 08:00

საქართველო

მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრს დაასახელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს, 18 სექტემბერს მოძრაობის პირველ 12 წევრს წარადგენს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და თქვა, რომ 12 ლიდერს ეძებენ ყველა სფეროში.

დიმიტრი გაბუნია

18 სექტემბერი 2019, 07:53

საქართველო

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დღეს, 18 ოქტომბერს 11:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს თუმცა უცნობია კონკრეტულად რა საკითხს შეეხება გაბუნიას ბრიფინგი.

გაერო

18 სექტემბერი 2019, 00:55

მსოფლიო

გაერო ავღანეთში მისიას ერთი წლით გაახანგრძლივებს

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ავღანეთში ორგანიზაციის მისიის ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მისიაში დაადასტურეს. გაეროს მისია ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და დაჯგუფება „თალიბანის“ მოლაპარაკების პროცესშია ჩართული. 17 სექტემბერს „თალიბანმა“ ქვეყანაში კიდევ ერთი ტერაქტი მოაწყო.

ბენი განცი ბენიამინ ნეთანიაჰუ

18 სექტემბერი 2019, 00:54

მსოფლიო

ნეთანიაჰუს პარტიამ ვადამდელ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ პარლამენტში 31-33 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მემარჯვენე ბლოკი 54-დან 57 მანდატამდე მიიღებს. გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი 32-34 მანდატს მიიღებს, ხოლო მისი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი 58 მანდატამდე დააგროვებს.

18 სექტემბერი 2019, 00:31

მსოფლიო

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პროფესორი და პატიმარი დაუპირისპირდებიან

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა ისეთი ორი კანდიდატი, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს „აუტსაიდერებად“ მიიჩნეოდნენ და პოლიტიკსთან კავშირი თითქმის არ ჰქონიათ. ხმათა უმეტესობა დააგროვა სამართლის პროფესორმა კაის საიდმა და პატიმრობაში მყოფმა მედიამაგნატმა ნაბილ კარუიმ.

ანგელა მერკელი

18 სექტემბერი 2019, 00:17

მსოფლიო

მერკელმა საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგო არ გაუუქმა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს გაუქმების შესახებ თანაპარტიელების მოწოდებას მხარი არ დაუჭირა და ემბარგო ძალაში დატოვა. ამის შესახებ მერკელმა იორდანიის მეფესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ემბარგოს გაუქმების წინაპირობებს ვერ ხედავს.

ნიკოლას ქეიჯი

18 სექტემბერი 2019, 00:11

ტაბლოიდი

ნიკოლას ქეიჯმა თაყვანისმცემლები გარეგნობით გააოგნა

მსახიობი ნიკოლას ქეიჯი ფილმ „ეშმაკთან ერთად სირბილის“ პრემიერაზე თაყვანისმცემლების წინაშე საოცრად განსხვავებული გარეგნობით წარდგა, - წერს Fox News. კერძოდ, 55 წლის მსახიობი მოშვებული წვერით, ჯინსის ქურთუკითა და „ინდიანა ჯონსის ქუდით“ გამოჩნდა. ფილმი „ეშმაკთან ერთად სირბილი“ 20 სექტემბერს გამოვა.