imedi /  04 სექტემბერი 2019, 12:19 / სანდო წყარო

ერთი თვის წინ გახსნილი გლდანის პარკი დააზიანეს. ფოტო

გლდანის პარკი

გლდანის პარკი

ერთი თვის წინ გახსნილ გლდანისკენ პარკში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პარკი "დაზიანებული და გაუბედურებულია". კალაძემ მერიის შესაბამის სტრუქტურებს უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრება მოსთხოვა. 

"სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე რომ მიწევს დღეს საუბარი, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. დღეს, შემიძლია გითხრათ, რომ პარკი არის დაზიანებული, გაუბედურებული. ერთი თვის წინ გავხსენით, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო ჩატარებული სამუშაოებით და დღეს, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადგილებს, რომელიც არის დალეწილი, დარბეული, რაც ძალიან მძიმეა.

ის, რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი კეთდება თქვენი ფულით, როდესაც ჩვენ ხელფასს ვიღებთ, გარკვეული გადასახადი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, შესაბამისად ეს თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. მე მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით. მინდა დავავალო ჩვენს სამსახურებს, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ ზომები, ეს იქნება როგორც უსაფრთხოების სამსახური, ასევე მუნიციპალური ინსპექცია. თუ საჭიროა, დაამატეთ კამერები და დავაყენოთ ადამიანები, ვინც დროებით მაინც პატრულირებას გაუწევს, თუმცა მგონია, რომ ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს, ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს გაიხსნა. ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.

გლდანის პარკი

ფოტო: თბილისის მერია

გლდანის პარკი

ფოტო: თბილისის მერია

ყველა სიახლე

რევაზ დავითაძე

23 სექტემბერი 2019, 18:30

სპორტი

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

ტაილანდის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 21 წლის რევაზ დავითაძემ ატაცში აკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კავკასიური ჯიხვი

23 სექტემბერი 2019, 18:28

საქართველო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ვიდეოხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ვიდეო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს: – „აშკარაა, რომ ყოველდღიურმა რუტინამ „დაქანცა“, თუმცა კამერის წინ პროფესიონალივით პოზირებს“.

23 სექტემბერი 2019, 18:17

ტაბლოიდი

ჯეიმს კეტჩელი პირველია ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა

ბრიტანელი მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი ჯეიმს კეტჩელი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა. 6-თვიანი მოგზაურობა კვირას დასრულდა. კეტჩელმა 24 ათასი საზღვაო მილი (44 450 კილომეტრამდე) მინიატურული საჰაერო ხომალდით დაფარა.

23 სექტემბერი 2019, 18:13

მსოფლიო

ერაყში ტერაქტის მოწყობისთვის 9 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ დღეს იუსტიციის სამინიტროზე ტერაქტში მონაწილე 9 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ტერაქტი ერაყში 2013 წელს მოხდა, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა ბრალი აღიარეს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2019, 18:04

ეკონომიკა

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე -მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით.

ინდოეთი ძროხები

23 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის გამო ცემით მოკლეს

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მოხდა. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი 3 კაცს დაუპირისპირდა და ძროხის დაკვლაში დაადანაშაულა. მათ კაცებს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა.

ქუთაისის უნივერისტეტი

23 სექტემბერი 2019, 17:50

საქართველო

საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელი ეცვლება

შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ მოამზადა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. პროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია 18 სექტემბერს გაიმართა.

ქორწინება

23 სექტემბერი 2019, 17:48

ტაბლოიდი

ნიშნები რომლითაც ფოტოგრაფები გრძნობენ მყარია თუ არა წყვილის ქორწინება

წყვილებისთვის საქორწილო ფოტოსესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და როგორ ფოტოგრაფები ამბობენ, ფოტოსესიებზე გადაღებული სურათებით მეტნაკლებად წყვილების სამომავლო თანაცხოვრების განსაზღვრაა შესაძლებელი. ამის შესახებ ისინი გამოცემა Insider-ს ესაუბრნენ.

ლადო პაპავა

23 სექტემბერი 2019, 17:34

საქართველო

ყოფილი რექტორი თსუ-ის მიერ თავისი წიგნების შესყიდვაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს

აუდიტის სამსახურის დასკვნა მიკერძოებულია, - ამბობს თსუ-ს ყოფილი რექტორი და პროფესორი ლადო პაპავა ანგარიშის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტმა უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს პაპავას წიგნების შესყიდვა საეჭვოდ მიიჩნია.

ევრო უფასურდება

23 სექტემბერი 2019, 17:34

ეკონომიკა

სავალუტო ბირჟებზე მოთხოვნის შემცირების გამო ევროს ფასი ეცემა

დღეს, სავალუტო ბირჟებზე ვაჭრობისას ევროს პოზიციები კიდევ შესუსტდა. ევროკავშირის ერთიანი ვალუტა ერთდროულად აშშ დოლართან და შვეიცარულ ფრანკთან მიმართებით გაუფასურდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.

დენგეს ვირუსი

23 სექტემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

ბანგლადეშში დენგეს ეპიდემიამ 75 ადამიანი იმსხვერპლა

ბანგლადეშში დენგეს ვირუსით 2019 წელს 75 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკას გამოცემა Dhaka Tribune აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 გარდაცვლილის შესახებ. ამ დროისათვის დენგეს ვირუსით დედაქალაქის კლინიკებში 861 ადამიანია გადაყვანილი, ქვეყნის სხვა კლინიკებში კი მკურნალობის კურსს კიდევ 1100 პაციენტი გადის.

დიდი ბრიტანეთი ირანი დროშა

23 სექტემბერი 2019, 17:15

მსოფლიო

თეირანი ლონდონს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ისლამური რესპუბლიკის დადანაშაულების ნაცვლად დიდმა ბრიტანეთმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა უნდა შეწყვიტოს - ასე უპასუხეს თეირანში ბორის ჯონსონის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალების აფეთქებაზე ირანია პასუხისმგებელი.

ავსტრია

23 სექტემბერი 2019, 17:12

მსოფლიო

ავსტრიაში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ავსტრიაში ტიროლის რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი სენტ იოდოკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

23 სექტემბერი 2019, 17:09

ტაბლოიდი

ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცა გაწითლდა. ვიდეო

ჯამბის პროვინციის ადგილობრივმა მკვიდრმა ცას ფოტო გადაუღო და როგორც მან თქვა კვამლის გამო თვალები და ყელი ასტკივდა. BBC-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად ტყის ხანძრები ინდონეზიაში კვამლის ბურუსს ქმნის, რომელიც შესაძლებელია რომ აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელდეს ხოლმე.

ნავთობის ფასი

23 სექტემბერი 2019, 17:03

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასი ბრენტის ტიპის ნედლ ნავთობზე ბარელზე $64 ჩამოსცდა. „შავ ოქროზე“ ფასის შემცირება ბაზარზე საუდის არაბეთის ნავთობის მიწოდების აღდგენამ განაპირობა. ანალიტიკოსების შეფასებით ფასის შემცირება უფრო სწრაფად მოხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ზიგმუნდ იენი

23 სექტემბერი 2019, 16:59

მსოფლიო

პირველი გერმანელი ასტრონავტი ზიგმუნდ იენი გარდაიცვალა

პირველი გერმანელი ასტრონავტი ზიგმუნდ იენი გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. ზიგმუნდ იენი 1937 წელს საქსონიის ფედერალურ მხარეში დაიბადა და ქვეყნის პირველი ასტრონავტი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. იენი გერმანის აეროკოსმოსური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობდა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმი

23 სექტემბერი 2019, 16:52

კულტურა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში უძველესი პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ

საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 24 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში ქართველ კოლეგებთნ ერთად, ქეთი შიკი და ნიკოლას ტოტი სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ და ქვის დამუშავების ტექნოლოგიის სრულ პროცესს იქ დამსწრე საზოგადოებას აჩვენებენ.

მედიკამენტი

23 სექტემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

საფრანგეთში გასახდომი წამლის გამო ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლო დაიწყო

პრეპარატის მწარმოებელ კომპანია Servier-ს მომხმარებლების წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ მოტყუებაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის ფიგურანტ კომპანიას ხალხის მოტყუებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. თავად კომპანია ბრალებას უარყოფს.

დაკავება

23 სექტემბერი 2019, 16:46

მსოფლიო

კატალონიის რეფერენდუმის წლისთავზე თავდასხმების დაგეგმვისთვის ცხრა ადამიანი დააკავეს

ესპანეთში დააკავეს ცხრა ადამიანი, რომლებსაც კატალონიის რეფერენდუმის მეორე წლისთავზე ძალადობრივი აქტების დაგეგმვაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები „ტექნიკური საპასუხო ჯგუფის“ წევრები არიან, რომელიც თავის მხრივ „რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტების“ გასამხედროებულ ჯგუფს წარმოადგენს.

უელსი-საქართველო

23 სექტემბერი 2019, 16:15

სპორტი

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის პირველ მატჩში დამარცხდნენ

მატჩის დასაწყისში ბორჯღალოსნების მეტოქემ 3 ლელო დადო. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს უელსელებმა მეოთხე ლელოც დადეს და ბონუს ქულა გაინაღდეს. მატჩის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 0:29 დათმეს.