imedi /  04 სექტემბერი 2019, 14:41 / სანდო წყარო

წულუკიანი: პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულები არ უნდა შეიწყალონ

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ამნისტია იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა. წულუკიანის თქმით, პოლიციელისა და ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულები არ უნდა შეიწყალონ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, ამ თემაზე განმარტება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს.

"ფაქტი რაც მოვისმინეთ, არის ძალიან მძიმე... თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე. ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება და იმ ჯგუფმა, ვინც მუშაობდა ამ შეწყალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2020, 17:38

საქართველო

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლარის კურსი

25 თებერვალი 2020, 17:27

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7946 ლარი ეღირება, ევრო – 3.0291 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6266 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 თებერვალს შევა ძალაში.

25 თებერვალი 2020, 17:11

მსოფლიო

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს. ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

ხორვატია

25 თებერვალი 2020, 17:10

მსოფლიო

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, წერს CNN. გამოცემა ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. პაციენტი ხორვატიის მოქალაქეა, რომელიც ვირუსის მსუბუქი ნიშნებით ზაგრებში მდებარე კლინიკაში მოათავსეს. პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის იტალიიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

25 თებერვალი 2020, 17:00

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ვფიქრობთ, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულთა რიცხვი სიაში არსებულთა რაოდენობას საგრძნობლად აღემატება

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

25 თებერვალი 2020, 17:00

საქართველო

საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა.

ლატარია

25 თებერვალი 2020, 16:56

ტაბლოიდი

ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ამერიკელი მილიონერი გახდა

ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა კაცმა ცოლისგან ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ჯეკპოტი მოიგო. დენიელ შუმანის თქმით, მან ლატარიაში ბედი პირველად სცადა. საბოლოოდ, ცოლის საჩუქარმა მას მილიონი დოლარი მოუტანა.

25 თებერვალი 2020, 16:51

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილმა წარმატებული კადეტები დააჯილდოვა და ლიტერატურულ პერფომანსს დაესწრო, რომლითაც კადეტებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

25 თებერვალი 2020, 16:42

მსოფლიო

ინდოეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, მოქალაქეობის შესახებ კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.

ირარდ ხარირჯი

25 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

კორონავირუსზე ეჭვის გამო ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კარანტინში იმყოფება

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა.

ნესტან ლონდარიძე

25 თებერვალი 2020, 16:25

ძალოვნები

ადვოკატი: ზაზა სარალიძის მიმართ ბინძური კამპანია კალანდიების დაგეგმილია

„სამწუხაროა, როდესაც არ აცნობიერებენ იმას, რომ სწორედ დათუნა სარალიძეა ის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, რომელიც ამ ცხოვრებაში ვერც იურისტი გახდება, ვერც მაღალი რანგის იურისტი, როგორც ისინი არიან მოწადინებული, რომ კლანდია გახდეს. ისინი ადრე თუ გვიან ციხიდან გამოვლენ და ცხოვრებას ახლაც აგრძელებენ, მაგრამ დათუნა სარალიძე, სამწუხაროდ, ვეღარ დაუბრუნდება ამ ქვეყანას“, - განაცხადა ადვოკატმა.

ტენერიფე კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 16:23

მსოფლიო

ტენერიფეზე ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული

ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ ადეხეს სასტუმრო H10 Costa Adeje Palace-ში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტურისტების იზოლირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთი კვირის წინ ჩამოსულ იტალიის მოქალაქეს 24 თებერვალს კორონავირუსი აღმოუჩინეს.

25 თებერვალი 2020, 16:23

ძალოვნები

სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შემოსასვლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

დავით ზალკალიანი;  ფილიპო გრანდი

25 თებერვალი 2020, 16:08

მსოფლიო

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის არსებული წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

25 თებერვალი 2020, 16:05

სპორტი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი მატჩი გაიმართება

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი მატჩი გაიმართება. ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე „ჩელსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიგაში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მიუნხენელებმა კი ლიგაზე ზედიზედ ექვსი თამაში მოიგეს.

არჩილ თალაკვაძე 
პაველ ვიზდალი

25 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ნესტან ლონდარიძე

25 თებერვალი 2020, 15:55

ძალოვნები

ზაზა სარალიძის ადვოკატი: მიხეილ კლანდიას ოჯახი მტკიცებულებებს ანადგურებდა, სისხლიან ტანსაცმელს ყრიდა, აქრობდა მობილურ ტელეფონებს

მიხეილ კლანდიას ოჯახი გახლავთ, ის ოჯახი, რომელიც მტკიცებულებებს ანადგურებდა, სისხლიან ტანსაცმელს ყრიდა, აქრობდა მობილურ ტელეფონებს და უფრო მეტიც, მათ ხელი შეუწყვეს გადაემალათ არასრულწლოვანი ბავშვები - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ჰოსნი მუბარაქი

25 თებერვალი 2020, 15:50

მსოფლიო

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლისა გარდაიცვალა

ეგვიპტეს სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კაიროში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია, საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი, H1N1 დაუდგინდა.