Imedi /  06 სექტემბერი 2019, 12:32 / სანდო წყარო

წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში მსჯელობენ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ  განაცხადა, დღევანდელი შეხვედრაზე სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს ჩადგმა ემსახურება უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ის ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ტექნიკურ შეხვედრას წინ უძღოდა დე ფაქტო ცხინვალის მიერ სოფელ წნელისთან ე.წ. სასაზღვრო ბანერის დამონტაჟება. შესაბამისი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

„უწყების“ ინფორმაციით, ბლოკპოსტის მშენებლობა ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა.

მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანასთან ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა, რის მიზეზადაც „ქართული მხარის მხრიდან პროვოკაციების აღკვეთა“ დაასახელა. 

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება. 

ყველა სიახლე

არონ ეიზენბერგი

22 სექტემბერი 2019, 18:45

კულტურა

მსახიობი არონ ეიზენბერგი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი არონ ეიზენბერგი 50 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის ცოლი მალისა ლონგო Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ის არონის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მსახიობს პოპულარობა ფილმში „ვარსკვლავური გზა“ ნაგოს როლმა მოუტანა.

ტექნოლოგია

22 სექტემბერი 2019, 18:45

ტექნოლოგიები

დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს

შავი ნახშირბადის ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს, მეცნიერები ორსულებში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ პრობლემაზე მიუთითებენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ორგანოში შეიძლება მოხვდეს.

22 სექტემბერი 2019, 18:36

ტექნოლოგიები

გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლამდე არსებული ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად მაღალი სიცხით გამოირჩეოდა. ასევე, ამავე პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული ზღვებში წყლის დონე, CO2-ის ემისიამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ფეხბურთი

22 სექტემბერი 2019, 18:11

მსოფლიო

FIFA-ს პრეზიდენტი: ირანში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემენ

ჯანი ინფანტინოს თქმით, ის ესაუბრა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ირანში გამართულ ერთ-ერთ მატჩზე დასწრების მცდელობის გამო, ქალმა თავი დაიწვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფანტინოს თქმით, ირანის ხელისუფლებამ დაარწმუნა, რომ ქალებს მატჩებზე დაუშვებენ.

ტურისტი

22 სექტემბერი 2019, 17:50

ტაბლოიდი

თურქეთის სასტუმროში ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს

თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს. კერძოდ, მათ შეუძლიათ დრო „სტრესის მოსახსნელად“ სპეციალურ ოთახში გაატარონ. ამ ოთახში ნებადართულია ჭურჭლის, ტექნიკის და სხვა საგნების დამტვრევა. სტუმრებს ამისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემათ.

Brexit

22 სექტემბერი 2019, 17:50

მსოფლიო

ესპანეთში მცხოვრებმა Brexit-ით უკმაყოფილო ბრიტანელებმა აქცია გამართეს

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მცხოვრებმა ბრიტანელებმა Brexit-თან დაკავშირებით საპროტესტო მარში გამართეს, რომლითაც გამოხატეს ის გაურკვევლობა, რომელშიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ. ესპანეთში 300 000-მდე ბრიტანელი ცხოვრობს.

სილვესტერ სტალონე

22 სექტემბერი 2019, 17:30

კულტურა

სტალონემ რემბოს როლზე ყოფილი კონკურენტები დაასახელა

ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში რემბოს როლზე „რემბო: პირველი სისხლი“, მისი კონკურენტები იყვნენ. ფილმი 1982 წელს რეჟისორმა ტედ კოტჩეფმა გადაიღო. სტალონე ამბობს, რომ რემბოს როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ალ პაჩინო იყო.

ჰონგ-კონგი

22 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს

აქცია, რომელიც სანქცირებული არ იყო, თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს და მდინარეში გადააგდეს. სავაჭრო ცენტრში მყოფი შენიღბული დემონსტრანტები შუშების ჩასამტვრევად ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდნენ.

22 სექტემბერი 2019, 17:20

საქართველო

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები.

არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი 2019, 16:59

საქართველო

თალაკვაძე: მთავარია პრეზიდენტმა შეწყალების წესების შეცვლაზე შემხვედრი პოზიცია გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით "ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავად იყო უკმაყოფილო გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს". არჩილ თალაკვაძის თქმით, "რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით".

მიწისძვრა ალბანეთში

22 სექტემბერი 2019, 16:57

მსოფლიო

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ალბანეთში მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებიდან 7 ადამიანი კლინიკაში რჩება. 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

რკინიგზა

22 სექტემბერი 2019, 16:41

საქართველო

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის რეისზე ერთ-ერთი მატარებელი მოიხსნება

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი რეისიდან მოიხსნება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებლის მოხსნის მიზეზი საკურორტო სეზონის დასრულების გამო მგზავრთნაკადის შემცირებაა. ყველას ვისაც 30 სექტემბრამდე აქვს ბილეთი ნაყიდი, ფული დაუბრუნდება.

ბექა ლომთაძე

22 სექტემბერი 2019, 16:40

სპორტი

ბექა ლომთაძე რუსი სპორტსმენის დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭიდავემ იდრისოვო ანგარიშით 6-1 დაამარცხა. დღეს ნურსულთანში მსოფლიოს ჩემპიონატი სრულდება.

ტუბერკულოზი

22 სექტემბერი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

აშშ-ში ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შეიქმნა

ტუბერკულოზი 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. დაავადებას კოხის ჩხირი იწვევს, რომელიც ძალიან ადვილად ეჩვევა პრეპარატებს. თუმცა აშშ-ში მეცნიერებმა ახლახანს შექმნეს პრეპარატი PA-824 (პრეტომანიდი), რომელიც დაავადების რთული ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება.

პოლიცია სროლა

22 სექტემბერი 2019, 16:35

მსოფლიო

ინდიანაპოლისში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა

ტელეარხი CBS4-ის ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან Steak N Shake-თან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ​დაიჭრა 6 ადამიანი, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

ნოვიჩოკი

22 სექტემბერი 2019, 16:24

მსოფლიო

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავას გეგმავს

ჩარლი როულის თქმით, მომხდარმა მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მისი ადვოკატის, პატრიკ მაგუაირის განცხადებით, როულის სურს გაარკვიოს რა გახდა მოწამვლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. ის რუსეთისგან 1 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოთხოვნას აპირებს.

BTS

22 სექტემბერი 2019, 15:44

კულტურა

BTS-ის წევრები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან არ გათავისუფლდებიან

სამხრეთ კორეაში 1957 წლიდან სამხედრო სამსახურში 18-დან 28 წლამდე მამრობითი სქესის მოქალაქეებს იწვევენ. გამონაკლისი შემთხვევები მხოლოდ საერთაშორისო კონკურსებსა და შეჯიბრებებზე გამარჯვებულ სპორტსმენებსა და ხელოვანებს ეხებათ.

22 სექტემბერი 2019, 15:30

კულტურა

სერიალ „დედოფლის“ მესამე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

Netflix -მა სერიალ „დედოფლის“ მესამე სეზონის თიზერი წარმოადგინა. სერიალი „დედოფალი“ 2016 წლიდან გამოდის და ბრიტანეთის სამეფო ოჯახში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ახალი სეზონი პრინცესა მარგარეტის და 25 წლის ოლიმპიელი ბადროსმტყორცნელის როდი ლეველინის რომანს ეძღვნება.

ტურისტების მძევლად აყვანა

22 სექტემბერი 2019, 15:14

მსოფლიო

ტუნისში სასტუმროს პერსონალმა ტურისტები მძევლად აიყვანა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. სასტუმრო Les Orangers-ის პერსონალმა ტერიტორიიდან ყველა გასასვლელი გადაკეტა, ინტერნეტი გათიშა და არ შეუშვა სასტუმროს ტერიტორიაზე ავტობუსები, რომლებსაც ტურისტები აეროპორტში უნდა წაეყვანათ.

22 სექტემბერი 2019, 15:02

ტაბლოიდი

აშშ-ში დათვი 3 მონადირეს თავს დაესხა

გამოცემის ცნობით, პირველი შემთხვევა გამთენიისას მოხდა, როცა ცხოველი ორ მონადირეს დაესხა თავს, მეორე შემთხვევის დროს კი, რომელიც საღამოს დაფიქსირდა, დათვმა დაზიანებები ერთ მონადირეს მიაყენა.