imedi /  07 სექტემბერი 2019, 11:43 / სანდო წყარო

დარსალია: ის, რომ ვიღაც ითხოვს დახმარებას რუსეთის ფედერაციისგან, ეს არის სპექტაკლი

ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთადერთი აქტორი ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ის, რომ ვიღაც ითხოვს დახმარებას რუსეთის ფედერაციისგან, ეს არის სპექტაკლი“. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ გააკეთა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა სიტუაციის ესკალაციაზე, ეს არის რუსეთის ფედერაცია:

„რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა პროცესებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის პროცესს იყენებენ, რათა გაზარდონ საქართველოზე ზეწოლა. ეს პროცესები ცალსახად მიმართულია ვითარების შემდგომ დაძაბვისკენ. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტზე, რეალურად თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა იქ არსებულ სიტუაციაზე, ეს არის რუსეთის ფედერაცია და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშაონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, რომლის თანახმადაც, რუსული მხარე თავის თავზე აიღებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის დაცვასა და უსაფრთოებას.

როგორც მიმართვაში წერია, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო წარუმატებელია.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.

ყველა სიახლე

Tesla

18 იანვარი 2020, 00:54

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. ფოტო ჩინურ პორტალზე გამოქვეყნდა.კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ავტომობილის ახალ მოდელში გამოყენებული ინება „ჩინური ხელოვნება“.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2020, 00:28

ტაბლოიდი

პორნოგვერდის ხელმძღვანელმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.

ვუნდერკინდი

18 იანვარი 2020, 00:08

ტაბლოიდი

3 წლის ბრიტანელი ვუნდერკინდი მენსის საზოგადოების წევრი გახდა

ბრიტანელი 3 წლის ვუნდერკინდი დარემის საგრაფოდან მენსის საზოგადოებაში მიიღეს- ეს არის ორგანიზაცია ადამიანებისთვის, რომლებასაც მაღალი IQ აქვთ. მუჰამედ ჰარიზ ნადზიმმა ლაპარაკი 7 თვის ასაკში დაიწყო. მალე მან კითხვა ისწავლა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინისტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.

კორონავირუსი

17 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგაან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. მანამდე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

პორნოვარსკვლავი

17 იანვარი 2020, 20:16

ტაბლოიდი

იაპონიაში 81 წლის ქალი პორნოვარსკვლავი გახდა

იაპონიის მცხოვრებმა იოკო ოგასავარამ ადგილობრივ მედიას მოუყვა, რომ სამი წლის წინ 81 წლისამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორნოვარსკვლავი გამხდარიყო. ქალის განცხადებით, ახალი სამსახური მას ბედნიერების პოვნაში დაეხმარა.

დავოსი

17 იანვარი 2020, 19:49

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკურ ფორუმი 50 წლისაა

ტრადიციულად ღონისძიების წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ის გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გასაშუქებლად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება. 2020 წელს ის მდგრად განვითარებას მიეძღვნება.

ლიბია

17 იანვარი 2020, 19:27

მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

ზურაბ ჯაფარიძე

17 იანვარი 2020, 18:45

ძალოვნები

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანდროიდი

17 იანვარი 2020, 18:42

ტექნოლოგიები

Huawei-მ Android-ის საიდუმლო გაამხილა

კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პატიმარი

17 იანვარი 2020, 18:16

მსოფლიო

მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა. პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.