Imedi /  07 სექტემბერი 2019, 12:00 / სანდო წყარო

გახარია: ჩვენი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ უსმენს. ოპოზიციის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვა ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციასთან შემდგომ ურთიერთობას ეხებოდა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთლიანად საზოგადოებაა შეთანხმებული. მისი განცხადებით, მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე.

„ეს არის დღეს ქვეყნის ყველაზე ძირითადი პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც შეთანხმებულია. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობის თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს განმსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტი. თუ რჩება აღქმა, ან შეგრძნება, რომ ვმოქმედებთ ან ვმუშაობთ ყოველდღიურად ისე, რომ ოდესღაც გვავიწყდება, ან სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გამოსწორება. ყველაფერთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც გარდა მთავრობისა, ძალზედ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი არის, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა. სხვა ყველა რესურსი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.

აქ იყო ხაზგასმული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები და რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ. ვიდრე მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები - ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი - სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ამ ფორმატების შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწუროთ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, აქ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ყველაფერი, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული და აქ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ. მათი შედეგები კიდევ უფრო ხელჩასაჭიდი და ეფექტური უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ვერ ვახორციელებთ და უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მჭიდრო კავშირებზე სხვადასხვა მიმართულებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატი 20 ივნისის მოვლენებსაც შეეხო, როდესაც დეპუტატებმა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ჰკითხეს. აღნიშნა, რომ „ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე“. გახარიას თქმით, იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა:

„იყო რამდენიმე სიტყვა ნათქვამი რეზინის ტყვიებზე და გავრილოვის ვიზიტზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვაგებთ სრულად პასუხს და ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვსხედვართ დღეს აქ თქვენ წინაშე და პასუხებს ვცემთ თქვენ კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ვართ ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან ოკუპაციის თემით დაინტერესება მოითხოვეს. ადა მარშანიას თქმით, სწორედ ამ საკითხზე უნდა იყოს ფოკუსირებული მთავრობა. 

8 სექტემბერს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

გუშინ „ევროპულმა საქართველომ“ გახარიას პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაასრულა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაშიც. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე უსმენდნენ, სადაც მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.

მალევე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მაკო გომურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასზე საშვი იყო დაშვებული. აქციის სხვა მონაწილეების თქმითაც, იმ ადამიანებს შორის იყო მაგო გომურიც, ვისზეც საშვი იყო დაშვებული.

მოგვიანებით ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა. მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. 

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილნი.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპიუტერულ შეჯიბრებაში მონაწილე რობოტები დაპროგრამების გარეშე დაჭკვიანდნენ

არაკომერციული ლაბორატორია OpenAI-ს თანამშრომლებმა კომპიუტერს „დახუჭობანას“ თამაში ასწავლეს. ამისთვის მათ პატარა ვირტუალურ მოედანზე ცისფერი და წითელი კაცუნები განალაგეს.

ყურსასმენი Human Headphones-ი

19 სექტემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

კომპანია Human Inc-მა უსადენო ყურსასმენი გამოუშვა

ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Human Inc-მა უცნაური ფორმის უსადენო ყურსასმენი Human Headphones-ი შექმნა, რომელსაც მალე ბაზარზე გამოიტანს. ყურსასმენს არ სჭირდება თავზე დამაგრება. მოწყობილობა მხოლოდ ყურზე უნდა დაიმაგროთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც სმარტფონის ფუნქციებიც აქვს.

19 სექტემბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა. არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე.

კევინ სპეისი

18 სექტემბერი 2019, 23:21

კულტურა

აშშ-ში მოკვდა კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მასაჟისტი, რომელმაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემები The Hollywood Reporter-ი და Variety სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

ზვიად ძიძიგური

18 სექტემბერი 2019, 23:00

საქართველო

„კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2019, 22:45

მსოფლიო

შოტლანდიას ევროკავშირში დამოუკიდებლად დარჩენა სურს

Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სექსის აკრძალვა

18 სექტემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ინდონეზიაში შესაძლოა ქორწინების გარეშე სექსი აკრძალონ

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ. ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვისაც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

მაიმ პომპეო

18 სექტემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

ირანი საუდის არაბეთს პასუხობს

ირანის პრეზიდენტის მრჩეველი საუდის არაბეთის ბრალდებებს პასუხობს. Reuters-თან ინტერვიუში ჰასან როუჰანის მრჩეველი აცხადებს, რომ საუდის არაბეთმა არაფერი იცის ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ამას კი თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგი ადასტურებს.

18 სექტემბერი 2019, 21:36

თემა

თითის ანაბეჭდის გაყალბება შესაძლებელია?

თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მასსხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ:ტელეფონების განსაბლოკად, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლის გავლისათვის.

სპეცოპერაცია კიევში

18 სექტემბერი 2019, 21:16

მსოფლიო

კიევში დააკავეს კაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

კიევში, სპეცრაზმმა დააკავა კაცი, რომელიც მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კაცს დაკავების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა. ძალოვნების ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

ჩაკ პალანიკი

18 სექტემბერი 2019, 20:59

კულტურა

ჩაკ პალანიკის „უხილავების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიკის რომანის „უხილავების“ (Invisible Monsters) მიხედვით ფილმს გადაიღებენ. ცნობილმა ნოველისტმა წიგნი 20 წლის წინ გამოსცა. Deadline-ს ცნობით, სერიალის სცენარზე ჯენიფერ იელი მუშაობს. ფილმის გამოსვლის თარიღი და მსახიობების ჯგუფის შემადგენლობა ამ დროისთვის კონფიდენციალურია.

18 სექტემბერი 2019, 20:39

კულტურა

პინკმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა კომპოზიცია Hurts 2B Human-ზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო. ეს სიმღერა პინკის 28-ე ალბომში შევიდა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის აპრილში შედგა. პინკი სამი გრემის ჯილდოს მფლობელია. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.

18 სექტემბერი 2019, 19:59

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პაკისტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

რძე

18 სექტემბერი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ

მცირე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ, - წერს CNN. კერძოდ, ახალი კვლევებით ხდება ცნობილი, რომ 5 წლამდე ბავშვებისთვის მცენარეული რძე, რომელიც ბრინჯისგან, სოიოსგან, ან სხვა ამგვარი პროდუქტისგან მზადდება, რეკომენდებული არ არის.

18 სექტემბერი 2019, 19:31

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოდგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამოირიცხავს. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა, იემენში მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.

მარია შარაპოვა

18 სექტემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

შარაპოვა: ჩემი სახლი ამერიკაა

„შეერთებულ შტატებში ჩოგბურთის გამო გადმოვედი და ძალიან მალე შევითვისე აქაური ცხოვრების წესი. მე გავიზარდე რუსეთში და ბავშვობიდან რუსულ კულტურას ვეზიარე, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბევრი ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.

წყლის ურჩხული

18 სექტემბერი 2019, 18:47

ტაბლოიდი

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, - წერს Forbes. ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.

როჯერ ფედერერი

18 სექტემბერი 2019, 18:37

სპორტი

როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შვეიცარელის თთქმით, ის 2020 წელს ოლიმპიადაზე და უიმბლდონზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს. 38 წლის ჩოგბურთელს 8-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობა.

ლედი გაგა

18 სექტემბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ლედი გაგამ კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაცია გამართა

33 წლის ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ სანტა-მონიკაში საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოლექცია წარადგინა. Haus Laboratories-თან კოლაბორაციით ერთად თვალის პროდუქტებზე იმუშავებენ და გაგა მათ მიერ გადაღებულ რეკლამებში გამოჩნდება.ლედი გაგას, თაყვანისმცემლები ასევე Allure-ის 2019 წლის ოქტომბრის ყდაზე იხილავენ.