imedi /  08 სექტემბერი 2019, 14:39 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: სიმართლე იქნება ჩვენი ძირითადი იარაღი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატებს მიმართა. მისი განცხადებით, პროპაგანდა და სიცრუე მოქალაქეზე პირდაპირი ზემოქმედების ინსტრუმენტი გახდა.  

„პროპაგანდა და სიცრუე გახდა პირდაპირი ზემოქმედების ინსტრუმენტი მოქალაქეზე, რომელსაც უქმნიან რაღაც აპოკალიფსის შეგრძნებას და ქმნიან ამით რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მოლოდინებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რევანშისტული ინსტრუმენტი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს დარჩათ ხელში და რომელსაც იყენებენ.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სიმართლე (არ ვამბობთ სიმართლე განზოგადებულად ვიღაცისთვის, ჩვენთვისაც), ეს სიმართლის ინსტრუმენტები და სიმართლე, როგორც არგუმენტი მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება სწორად შეაფასონ ობიექტური რეალობა. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლე უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ, რომ ეს პირველ რიგში შეიძლება იყოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული მაშინ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ეფექტურები, შედეგიანები და კეთილსინდისიერები და ამის მოთმენა მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. რეგლამენტის თანახმად, კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია კომიტეტების, ფრაქციების და დეპუტატების გამოსვლები, რის შემდეგაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.

მთავრობისთვის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა არის საჭირო, პლენარული სხდომის დაწყებამდე რეგისტრაცია 104-მა დეპუტატმა გაიარა.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.

ყველა სიახლე

კიმ ჩენ ინი
დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2019, 09:11

მსოფლიო

მედია: კიმ ჩენ ინი ტრამპს ფხენიანში იწვევს

კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ფხენიანში მიწვევის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ ტრამპისთვის აგვისტოში გაგზავნილ წერილში წერია.

ნავთობის ფასი

16 სექტემბერი 2019, 09:02

ეკონომიკა

საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხმის გამო ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, ამის მიზეზად კი საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც ნავთობტერმინალებზე ხანძარი გაჩნდა.

ნავთობი

16 სექტემბერი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ყველა შესაბამისი უწყება ჩააყენა საქმის კურსში, რათა საჭიროების შემთხვევაში ტეხასის შტატსა და სხვა ნავთობობიექტებზე დააჩქარონ პროცესი. მისი განცხადებით, აშშ-მა იცის, თუ ვინ იდგა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის უკან.

რიკ ოკასეკი პაულა პორიზკოვა

16 სექტემბერი 2019, 08:32

კულტურა

მომღერალი რიკ ოკასეკი გარდაიცვალა

1980-იანი წლების პოპულარული ჯგუფის The Cars-ის წამყვანი ვოკალისტი, მომღერალი რიკ ოკასეკი 74 წლისა გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში, მანჰეტენზე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი არაფერს აკონკრეტებს.

ჭავჭავაძის გამზირი

16 სექტემბერი 2019, 08:23

საქართველო

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტმობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

დღეიდან, 16 სექტემბრიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცამხრივად აღდგება და ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ცნობილია ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, რომლებიც ვაკეში შესაბამის ქუჩებზე იმოძრავებენ.

იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი 2019, 08:05

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 სექტემბერი 2019, 07:59

საქართველო

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრება.

სწავლა

16 სექტემბერი 2019, 07:54

საქართველო

დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

დღეიდან, 16 სექტემბრიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

რამდენად პოპულარულია ელექტროსიგარეტები. სტატისტიკა

ბაზრის კვლევის ჯგუფის Euromonitor-ის მონაცემებით, ზრდასრული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარენ, 2021 წლისთვის 55 მილიონს მიაღწევს. ამის პარალელურად ასევე იზრდება ელექტრონული სიგარეტის ბაზარიც, რომელიც 19.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

სირია-თურქეთი

16 სექტემბერი 2019, 00:37

მსოფლიო

სირიაში თურქეთის საზღვართან აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა. იტყობინება Reuters-ი საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. თურქული მედიის ცნობით კი, სასაზღვრო ზოლთან „ტერორისტულ თავდასხმას“ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ტორონტო

16 სექტემბერი 2019, 00:02

კულტურა

ფილმმა „ბოცვერი ჯოჯო“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო

მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული სატირა 10 წლის ბიჭზეა, რომელიც ჰიტლერიუგენდში დაკისრებულ დავალებებს თავს ვერ ართმევს. იმისთვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბიჭი წარმოსახვით მეგობარს იჩენს, რომელიც მისთვის ადოლფ ჰიტლერია.

ალჟირი

15 სექტემბერი 2019, 23:56

მსოფლიო

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი გამოაცხადეს

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი გახდა ცნობილი. ალჟირის დედაქალაქში ივნისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკოსის მთავრობიდან მოშორებას მოითხოვდნენ.

გაბრიელ სალოსის ქუჩა

15 სექტემბერი 2019, 23:55

ძალოვნები

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

15 სექტემბერი 2019, 23:40

მსოფლიო

Die Welt: ერდოღანის მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნიდან 31 ადამიანი გაიტაცა

გატაცებების შესახებ ძირითადად ცნობებს შვეიცარიის განათლების, ტრენინგის და ინტეგრაციის ფონდი იუწყება. ფონდის ინფორმაციით, თურქეთის სპეცსამსახურებმა ადამიანები გაიტაცეს ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის: მალაიზია, პაკისტანი, კოსოვო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, გაბონი და მიანმარი.

ტუნისი

15 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

პრესსპიკერი: ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატი ციხიდან იბრძოლებს

ტუნისის პრეზიდენტობის კანდიდატის, მედიამაგნატის პრესპიკერის ინფორმაციით, ნაბილ კაური მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის აგვისტოში გადასახადების დამალვის გამო დააპატიმრეს მედიამაგნატი ნაბილ კარუი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს საკნიდან იყრის.

წითელი ჯვარი

15 სექტემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

თალიბანმა წითელი ჯვარი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუშვა

როგორც "თალიბანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია წითელი ჯვრის თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ახლა "თალიბანი" იზრუნებს.ისლამისტებმა წითელ ჯვარსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობა აპრილში აუკრძალა.

ისლამოფობია

15 სექტემბერი 2019, 22:40

მსოფლიო

მუსლიმი და ებრაელი სულიერი ლიდერები იტალიაში სამიტზე შეიკრიბნენ

იმამები და რაბები ევროპის 15 ქვეყნიდან ერთობლივ სამიტს მართავენ. პროექტი უნიკალურია, რომელიც მიზნად ისახავს სასულიერო პირების მიერ არსებულ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობას, რათა სამომავლოდ უფრო მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათზე გავლენას ახდენს.

15 სექტემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ნანტში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე შეტაკება მოხდა

ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ნანსში 700 დემონსტრანტი შეიკრიბა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ თანამდებობის დატოვება მოითხოვა. აქციის 500-მა მონაწილემ პარიზში, 400-მა კი ლიონში მიმართა ანალოგიურ პროტესტს.

ბრეტ კავანო დონალდ ტრამპი

15 სექტემბერი 2019, 22:12

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ კავანო ახალი სექსუალური ხასიათის ბრალდებებისგან დაიცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანო მის წინააღმდეგ გაჟღერებული სექსუალური ხასიათის ახალი ბრალდებებისგან დაიცვა და მედია ინფორმაციის დამახინჯებაში, დემოკრატები კი "რადიკალურ მემარცხენეობაში" დაადანაშაულა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

მეტრო

15 სექტემბერი 2019, 21:55

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

მეტროს სადგურ „სამგორში“ დღეს ახალგაზრდა კაცი „სამგორში“ მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.