Imedi /  09 სექტემბერი 2019, 15:59 / სანდო წყარო

ზალკალიანი: ლიეტუვა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად

დავით ზალკალიანი ლინას ლინკევიჩუსი

ლინას ლინკევიჩუსი
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის განხცადებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუველ კოლეგასთან ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და ლიეტუვის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„ლიეტუვა, საქართველოს უახლოესი მოკავშირეა. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ იმ ერთგულებასა და მეგობრობას, რომელსაც ლიეტუვა, და განსაკუთრებით ლინას ლინკევიჩუსი წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. იგი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდამჭერია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს. ასევე, პოზიტიურად შეფასდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოებსა და დარგობრივ უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა.

„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობების დღის წესრიგში არ არსებობს პრობლემური საკითხები, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც ისეთი თანმიმდევრული და წარმატებული იქნება როგორიც დღეს“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იზრდება ლიეტუვადან ტურისტების რიცხვი საქართველოში, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდებოდა.

„აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ჩვენ გვაქვს მართლაც ხელშესახები შედეგები ამ თვალსაზრისით. წარმატებულად ვახორციელებთ საგზაო რუკას და ასოცირების დღის წესრიგს. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის შეფასებები, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოჰყვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გვაქვს ლიეტუველი მეგობრების მხრიდან, ევროპული ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად გვაძლევს ხელშესახებ შედეგებს, რომ მომავალშიც ინტენსიური იქნება და გვექნება შესაძლებლობა, მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის ფუნქციური მომზადებისთვის იმ საბოლოო მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეხვედრაზე ასევე შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც, სადაც საქართველო არის ასევე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა.

ლინას ლინკევიჩუსის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ერთობლივ ოქმს.  როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, თანამშრომლობის ეს ფორმატი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან მხარეებს რეგულარულად ეძლევათ შესაძლებლობა, განიხილონ ურთიერთობებში არსებული პროგრესი და შეაჯერონ ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის შესრულების პროცესი.

2019 წელს აღინიშნება ლიეტუვა-საქართველოს 25 წლის იუბილე და თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლის იუბილე, რომლის საპატივცემულოდ თბილისში გაიხსნება ვილნიუსის პარკი.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პირველი დიპლომატი შეხვდება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში. ვიზიტი 11 სექტემრამდე გაგრძელდება.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2019, 08:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

Skoda-ს ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 23:29

ტექნოლოგიები

Skoda-მ ელექტროველოსიპედი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Skoda-მ ახალი კონცეფციით ელექტროველოსიპედი Skoda Klement-ი შექმნა. ელექტროველოსიპედით შესაძლებელია გადაადგილება. ველოსიპედი საათში 45 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

ვლადიმერ პუტინი

16 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასლან ბეჟანიძის დაკავება

16 სექტემბერი 2019, 23:05

საქართველო

პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ imedinews-ისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

16 სექტემბერი 2019, 22:49

ტექნოლოგიები

ჩინეთში პირველი კლონირებული კატა შექმნეს

ჩინეთში, ბიოკომპანიამ პირველი კლონირებული კატა შექმნა. კომპანია Sinogene-მ მანამდე 40 ძაღლის კლონირება მოახდინა. ძაღლის კლონირების პროცედურა $53 000 ღირს, კატის $35 000. კომპანიამ პირველი შეკვეთა კატის კლონირებაზე 23 წლის ხუან იუსგან მიიღო.

ჰეილი ბიბერი

16 სექტემბერი 2019, 22:26

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერის მეუღლე Vogue-ისთვის გაშიშვლდა

კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის მეუღლე, სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი ავსტრალიური Vogue-ისთვის გაშიშვლდა. ახალი ნომრის გარეკანის ფოტო ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ლახლან ბეილი გახდა. სტივენ ბოლდუინის 22 წლის ქალიშვილი ინტერვიუში ქორწინების შესახებ ყვება.

კოლუმბია, ავიაკატასტროფა

16 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ქალაქ პოპაიანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 7 დაიღუპა. თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ქალაქ პოპაიანში 270 000 მოქალაქე ცხოვრობს. ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

16 სექტემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

16 სექტემბერი 2019, 20:58

მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ვეშაპები გამორიყა

16 სექტემბერი 2019, 20:53

მსოფლიო

არგენტინაში ზღვამ ვეშაპები გამორიყა

არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს. შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარი

16 სექტემბერი 2019, 20:21

მსოფლიო

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა

დღეს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა. ინფორმაციას რუსელი მედია ყირგიზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. იარაღი პირველად ტაჯიკეთის მხარემ გამოიყენა. ინციდენტს ერთი მესაზღვრე ემსხვერპლა.

 ნორმან ლირი

16 სექტემბერი 2019, 19:58

კულტურა

Emmy Award-ის უხუცესი ლაურეატი ცნობილია

მწერალი, სცენარისტი და პროდიუსერი ნორმან ლირი ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ის უხუცესი ლაურეატია. The Hollywood-ის ცნობით, ის ჟიურიმ Creative Arts-ის კატეგორიაში 97 წლის ასაკში შეარჩია. მან გაუსწრო გადაცემა „ჩვენი პლანეტის“ წამყვანს 93 წლის დევიდ ატენბოროს.

არქეოლოგიური გათხრები

16 სექტემბერი 2019, 19:56

ტექნოლოგიები

საფრანგეთში არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 257 ანაბეჭდი აღმოაჩინეს

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, კუნძულ კოტანტენზე არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 200-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც დაახლოებით 80 ათასი წელია. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ გამოცემა Parisien-ი წერს.

ლიონელ მესი

16 სექტემბერი 2019, 19:28

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმა მოიშუშა

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ტრამვა მოიშუშა და 20 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის გერმანიაში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილი

16 სექტემბერი 2019, 19:26

ძალოვნები

ზესტაფონში დედა და ორი შვილი გარდაცვლილი ნახეს

უბედური შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ანდრეი ბაბიში

16 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერმინისტრს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს

ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს. Euronews-ის ცნობით, მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების მითვსებაში ედებოდა. ამასთან ბაბიშს და მისი ოჯახის წევრებს ფინანსურ მანიპულაციებში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, ბაბისმა შექმნა ფირმა და საკონფერენციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირისგან 10 წლის განმავლობაში სუბსიდიებს იზიდავდა.

16 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

ბასკების სეპარატისტული მოძრაობის 47-მა წევრმა ბრალი აღიარა

ბასკების სეპარატისტული მოძრაობის (ETA) 47 წევრის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა 25 წუთი გაგრძელდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება დადეს. შეთანხმების თანახმად ბრალდებულთა უმეტესობას სასამართლო 2-წლიან პირობით სასჯელს გამოუტანს, ორი წევრი კი 5-თვიან რეალურ სასჯელს მოიხდის.