Imedi /  09 სექტემბერი 2019, 17:32 / სანდო წყარო

ფილიპ რიკერი: აშშ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების განლაგებით შეშფოთებულია

ფილ რიკერი

ფილიპ რიკერი

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საჯარისო ნაწილების განლაგებით, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. 

„გვინდა, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად როგორც მეგობრები, პარტნიორები და საბოლოოდ როგორც მოკავშირეები. ყველა ქვეყანა და კულტურა ინდივიდუალურია, თუმცა ერთად ჩვენ გვაქვს ღირებულებების ერთიანობა და ეს ალიანსს იმ წარმოუდგენელ ძალას ანიჭებს, რომელიც მას გააჩნია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯები გადადგას. სწორედ ამიტომ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ძალიან გულწრფელები ვართ, როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, რეკომენდაციებზე, რესურსებისა და იდეების მიწოდებაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაძლიეროთ თქვენი დემოკრატია. ეს არის ის გზავნილი, რომელიც მე დღეს მომაქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მე მექნება საშუალება, ვესაუბრო ასევე პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ნამდვილად ვაფასებ, რომ მომეცა საშუალება, ფორუმში მიმეღო მონაწილეობა“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

მთავარი თემა რუსული ოკუპაციაა. კონფერენციას 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორისაა ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, ჯონ მაკკეინის მეუღლე, სინდი მაკკეინი, რომელიც კონფერენციას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება. 

დელეგატებმა და სტუმრებმა საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეაფასეს და გახარიას მთავრობას წარმატება უსურვეს.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ყველა სიახლე

ლარის კურსი

12 დეკემბერი 2019, 17:22

ეკონომიკა

ლარი ისევ გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0235 თეთრი შეადგინა.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 17:06

საქართველო

ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ არ მოვასვენებ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება. პოლიტიკოსის განცხადებით, ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პარლამეტის წევრის სტატუსით იყო.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 17:05

საქართველო

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია.

ადვოკატების თავდასხმა

12 დეკემბერი 2019, 16:58

მსოფლიო

პაკისტანში ადვოკატების მიერ საავადმყოფოს დარბევას მსხვერპლი მოჰყვა

საავადმყოფოში 200-ზე მეტი ადვოკატი შეიჭრა. მათ პერსონალს სცემეს, დაამტვრიეს ავეჯი და აღჭურვილობა, კლინიკასთან სადგომზე მყოფ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. შეშინებული მედპერსონალი დაიმალა და პაციენტები მიატოვა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 16:48

საქართველო

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.

ლიბერალი დაიხურა

12 დეკემბერი 2019, 16:35

საქართველო

„ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ განცხადებას „ლიბერალი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.

ლელა ქებურია

12 დეკემბერი 2019, 16:34

საქართველო

ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა

„მე შესაბამისი მტკიცცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ესე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს „ქართული ოცნებისა“ არა ვარ ვალდებული აბსოლუტურად ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ.

Witcher

12 დეკემბერი 2019, 16:23

კულტურა

Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-მა YouTube-ს ოფიაციალურ არხზე სერიალ Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში ყველა მთავარი გმირის ნახვაა შესაძლებელი. სერიალის პირველი სეზონი Netflix-ზე 20 დეკემბერს დაიწყება.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 16:15

საქართველო

იძულებითი შესვენების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა

რამდენიმესაათიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა. დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან. როგორც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტის მუშაობას ხელს ვერავინ შეუშლის.

ციხელაშვილი

12 დეკემბერი 2019, 15:55

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს ანგარიში გააცნო

ქეთევან ციხელაშვილმა ანგარიშის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე განიხილეს ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტები და მხარეებმა სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

ზაზა ურუშაძე

12 დეკემბერი 2019, 15:50

კულტურა

ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი 7 დეკემბერს, 53 წლისა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ზაზა ურუშაძემ, რომელიც ეროვნული კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თანამდებობა სექტემბერში დატოვა.

ვულკანი

12 დეკემბერი 2019, 15:48

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 20-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელისუფლება კუნძულზე კიდევ ერთი სამაშველო ჯგუფის გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე არსებობს.

ბორის ჯონსონი

12 დეკემბერი 2019, 15:37

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ძაღლთან ერთად მივიდა

ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თავის ძაღლათან ერთად მივიდა. ვიდეოს Telegraph-ი ავრცელებს. საარჩევნო უბანი, სადაც ჯონსონმა ხმა მისცა, ლონდონის მთავარ მეთოდისტურ ეკლესიაშია განთავსებული.

12 დეკემბერი 2019, 15:15

ვიდეო

პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერი 2019, 15:10

ვიდეო

სპეციფიკური სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

ძიუდო

12 დეკემბერი 2019, 15:09

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩინეთის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ასევე ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) იასპარეზეს. ოთხი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

12 დეკემბერი 2019, 15:04

საქართველო

„სირცხვილიამ“ თქვა რა ნივთიერება დაასხეს პარლამენტში

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაქცეული ნივთიერება უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. მოძრაობა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც ასახულია ნივთიერების ბოთლი, რომელიც პარლამენტში დაღვარეს.

დაჩი ბერაია

12 დეკემბერი 2019, 15:04

საქართველო

დაჩი ბერაიამ და რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს

"ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს. ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დეპუტატის თქმით, გოცირიძე უზრდელი და მატყუარაა.

გახარია-ზელენსკი

12 დეკემბერი 2019, 15:03

საქართველო

გიორგი გახარია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ხვალ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 15:02

ვიდეო

რომან გოცირიძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ