imedi /  10 სექტემბერი 2019, 21:01 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: მზად ვარ ყველა პოლიტკურ მხარეს ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა შევთავაზო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას ნეიტრალური პოლიტიკურ პლატფორმა შესთავაზოს "რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ, ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები და თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მიუკერძოებლობის გარანტი, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ გვჭირდება ერთმანეთის ნდობისთვის. ჩვენ გვაქვს საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღსავსე გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზის ბოლოს არის ის საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობდით და ვოცნებობთ", - განაცხადა პრეზიდენტმა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნის შიგნიდან მოდის, იმიტომ რომ საზოგადოება დაყოფილია:

"ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც საზოგადოების შიდა დაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას. ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისათვის კი დამანგრეველია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა იმაზე რაც გვყოფს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს. მშვიდობიანი გზით საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები და ამ მიმართულებით პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა არის ის, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასივრცეზეც ილაპარაკა და თქვა, რომ მედიასივრცე ტრანსფორმაციას განიცდის "და არა შევიწროებას, როგორც ეს ხშირადაა წარმოჩენილი".

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრანსფორმაცია და ახალი მაუწყებლების შექმნა იძლევა შესაძლებლობას შევთანხმდეთ ქცევის წესებზე, თვითრეგულირებაზე – სიძულვილის ენისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ და ვკონცენტრირდეთ საერთო ბრძოლაზე, რადგან, არც ერთი საზოგადოება არ შეიძლება შედიოდეს საარჩევნო პროცესში დეზინფორმირებული, არ შეიძლება საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა, იყოს ინფორმირებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 

 

 

ყველა სიახლე

ცოტნე გამსახურდია

29 იანვარი 2020, 00:50

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: თურქეთში ცოტნე გამსახურდიაზე გავრცელებული ცნობა „ფეიკნიუსია“

ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ფეიკნიუსად“ აფასებს ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას. კვარაცხელიამ თქვა, რომ ცოტნე გამსახურდია, რომელიც თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ და მასთან მხოლოდ დედამისს უშვებენ.

ვაქცინა

29 იანვარი 2020, 00:47

ტექნოლოგიები

ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.

რუსული პასპორტი

29 იანვარი 2020, 00:45

ტაბლოიდი

რუსმა ვალების გამო ვიანობა 11-ჯერ შეიცვალა, ბოლოს კი ტრამპის გვარით დააკავეს

ის, რომ კაცი ხშირად იცვლიდა გვარს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ავტოინსპექციამ გააჩერა. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მართვის მოწმობასა და პასპორტში სხვადასხვა გვარი ეწერა. ის მონაცემეთა ბაზაში გადაამოწმეს და გაირკვა, რომ კაცს რვა პასპორტი და მართვის რამდენიმე მოწმობა ჰქონდა.

იამაიკა მიწისძვრა

29 იანვარი 2020, 00:29

მსოფლიო

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კობი ბრაიანტი

29 იანვარი 2020, 00:21

მსოფლიო

Empire State Building-ი კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ გაანათეს

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობა Empire State Building-ი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო, მისი კალათბურთის გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფერებში განათდა. 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

კობა კობალაძე

29 იანვარი 2020, 00:10

საქართველო

კობალაძე: მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2020, 23:41

საქართველო

მდინარაძე: ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს თემირლან მაჩალიკაშვილის სახელით სპეკულირება აწყობს

„ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს აწყობს ამ სახელითა და გვარით სპეკულირება. რთულია გარდაცვლილ ადამიანზე და მის ბრალეულობაზე საუბარი, მაგრამ ისინი მაინც მაინც კადრულობენ, იკადრებენ და მიჰყვებიან ამ პიარ-სქემას“, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

28 იანვარი 2020, 23:33

ძალოვნები

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი: კითხვაზე თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი პასუხი გაცემულია

ირაკლი ჩიმაკაძის თქმით, აჰმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში რამდენიმე ჯგუფი ეხმარებოდა - როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მისი განცხადებით, ჩატაევი თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით თითქმის ოთხი დღის განმავლობაში მიდიოდა და მან საქართველოს ტერტორიაზე შემოსასვლელად მწვანე ზოლი გამოიყენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი 2020, 23:21

ძალოვნები

პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს

პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელმოწერებია გაკეთებული. პროკურორის თქმით, მთლიან ოქმში მაჩალიკაშვილის რამდენიმე ხელმოწერაა.

მაჰმუდ აბასი

28 იანვარი 2020, 23:11

მსოფლიო

პალესტინა და „ჰამასი“ ტრამპის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საუკუნის შეთანხმებას“ მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სტივენ კინგი

28 იანვარი 2020, 22:40

კულტურა

სტივენ კინგმა „ოსკარის“ ორგანიზატორები რასიზმში დაადანაშაულა

ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა „ოსკარის“ დაჯილდოების ორგანიზატორები თეთრკანიანი კანდიდატებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს. კინგის თქმით, წარსულში რასობრივი კუთხით „ოსკარზე“ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო შექმნილი.

პიოტრ ტოლსტოი

28 იანვარი 2020, 22:16

მსოფლიო

რუსი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ტოლსტოის კანდიდატურის განხილვა ორ ტურად გაიმართა, ვინაიდან პირველ ტურში მის დანიშვნას 101 მომხრე და 71 წინააღმდეგი ჰყავდა, რაც ვიცეპრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი არაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა

28 იანვარი 2020, 22:00

ძალოვნები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ერთი ახალგაზრდა დაშავდა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დონალდ ტრამპი

28 იანვარი 2020, 21:39

მსოფლიო

ტრამპის იდეაა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმედღიანი ანონსის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების გეგმა წარადგინა. ტრამპის ინიციატივაა, რომ შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.

ნიკოლას პარსონსი

28 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარსონსის აგენტის ჟან დაიმონდის განცხადებით, რადიოწამყვანის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა. 1967 წლიდან პარსონსს BBC Radio 4-ზე გადაცემა Just A Minute მიჰყავდა.

28 იანვარი 2020, 21:15

თემა

ახალი კორონავირუსისგან სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. პანიკის დროა?

2019 წლის დეკემბრიდან ჩინეთის ქალაქი უხანი ახალი ვირუსის კერად იქცა. მას შემდეგ დაახლოებით 2800 ადამიანიდაავადდა. 27 იანვრის მონაცემებით კი, 81 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ექიმია.ეპიდემიის მიზეზი გახდა ერთ-ერთი კორონავირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ დაფიქსირებულა. ის თავიდან ჩინეთში აღმოაჩინეს, შემდეგ ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც.

ტოკოშორიუ

28 იანვარი 2020, 21:12

სპორტი

ჰაცუ ბაშოს მოულოდნელმა გამარჯვებულმა ემოციები ვერ დამალა და ატირდა

ტოკოშორიუ ჰაცუ ბაშოზე ყველაზე დაბალი რანგით, მე-17 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა და ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა. შედეგად, 14:1 ბალანსით ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული გახდა. მისი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ტოკოშორიუ პირველი დაბალი წოდების სუმოისტია, რომელსაც 2000 წლის შემდეგ სუპერდივიზიონში გაუმარჯვია.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 20:45

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭომ დღეს გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინა. რაულ გამისონიამ და მერაბ გამყრელიძემ სამუშაო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორივე კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელმაც, მათივე თქმით, პროკურატურის სანდოობა უნდა გაზარდოს.

კერი ლამი კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგი ჩინეთთან ვირუსის გამო სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს, საჰაეროს კი ამცირებს

ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო მიმოსვლა შეიზღუდება. კერი ლამმა დღეს ასევე განაცხადა, რომ სახმელეთო მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, ორჯერ შემცირდება საჰაერო ფრენები ჩინეთის მიმართულებით. კერი ლამს მედიასთან სიტყვით გამოსვლის დროს პირბადე ეკეთა.

ევროვიზია

28 იანვარი 2020, 20:12

კულტურა

ევროვიზიაზე საქართველო მეორე ნახევარფინალში გამოვა

კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას კონკრუსის წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა [ნიდერლანდები], ასევე გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია. ნახევარფინალები 12 და 14 მაისს გაიმართება, ფინალი კი 16 მაისს.