imedi /  11 სექტემბერი 2019, 10:02 / სანდო წყარო

უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

ახალი ელჩები

უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში - კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მდიდარ დიპლომატიური გამოცდილებას ფლობს. ის 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. 2011-2018 წლებში მუშაობდა ელჩად აზერბაიჯანში. მანამდე, 2004-2008 წლებში იყო ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წელს მუშაობდა თურქეთსა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად. 

თეიმურაზ შარაშენიძე ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საგარეო უწყების ინფორმაცით, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი 2013-2018 წლებში უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. საგარეო უწყებაში მრავალწლიანი მუშაობის განმალობაში კონსტანტინე ჟღენტი მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს ის იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, 2004-2005 წლებში კი ეკავა ავსტრიასა და უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. 1997-2000 წლებში ის იყო იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ხოლო 2006-2008 წლებში - ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. კონსტანტინე ჟღენტი 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა 2004-2014 წლებშიც. 2009 წელს მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, ამავე წელს დააჯილდოვეს ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვრით. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი ასევე დაჯილდოებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრებით. 1995 წელს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. ქეთევან ბანგრატიონ-მუხრანბატონი 1991-2004 წლებში გახლდათ იტალიურ-ქართული ასოციაციას „წმინდა გიორგის ფარი“- ს (ქ.რომი,იტალია) პრეზიდენტი. ის ასევე ხელმძღვანელობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მონიკ“-ს.

ყველა სიახლე

პოლიცია

17 სექტემბერი 2019, 09:50

ძალოვნები

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს. დღეს დილით მომხდარი შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ქურდობას გულისხმობს.

ევროკავშირის დამკვირვებლები

17 სექტემბერი 2019, 09:19

საქართველო

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება

რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებულ პირთა მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი

17 სექტემბერი 2019, 09:14

საქართველო

პარლამენტი სუს-ის უფროსისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

კანონმდებლობის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელის არჩევა მოუწევს. კერძოდ, კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერმინისტრი მთავრობას წარუდგენს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

შემთხვევის ადგილი

17 სექტემბერი 2019, 09:02

ძალოვნები

ზესტაფონში დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ, ბინა კი დალუქულია. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

ბორის ჯონსონი

17 სექტემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ლუქსემბურგში დემონსტრანტებმა ბორის ჯონსონს ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს

ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟან-კლოდ იუნკერთან მოლაპარაკებების შემდეგ ჯონსონს და ბეტელს ჟურნალისტებთან განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. მათ „სირცხვილიას“ ძახილით დემონსტრანტები დახვდნენ. ჯონსონმა მიკროფონთან მისვლაზე უარი განაცხადა და დაცვის თანხლებით ავტომობილისკენ გაემართა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 სექტემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ვადამდელი არჩევნების გამართვა აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ელისაბედ მეორე

17 სექტემბერი 2019, 08:25

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლის პერსონალმა ელისაბედ მეორის პირადი ბარი დაცალა

ამის შესახებ შოუზე „სამეფო სასახლეების საიდუმლობანი“ დაყრდნობით გამოცემა Daily Star-ი წერს. დედოფლის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის დიკ არბიტერის განცხადებით, სასახლის პერსონალის თანამშრომლები დიდ დროს ატარებდნენ ბარში, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2019, 08:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

Skoda-ს ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 23:29

ტექნოლოგიები

Skoda-მ ელექტროველოსიპედი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Skoda-მ ახალი კონცეფციით ელექტროველოსიპედი Skoda Klement-ი შექმნა. ელექტროველოსიპედით შესაძლებელია გადაადგილება. ველოსიპედი საათში 45 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

ვლადიმერ პუტინი

16 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასლან ბეჟანიძის დაკავება

16 სექტემბერი 2019, 23:05

საქართველო

პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ imedinews-ისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

16 სექტემბერი 2019, 22:49

ტექნოლოგიები

ჩინეთში პირველი კლონირებული კატა შექმნეს

ჩინეთში, ბიოკომპანიამ პირველი კლონირებული კატა შექმნა. კომპანია Sinogene-მ მანამდე 40 ძაღლის კლონირება მოახდინა. ძაღლის კლონირების პროცედურა $53 000 ღირს, კატის $35 000. კომპანიამ პირველი შეკვეთა კატის კლონირებაზე 23 წლის ხუან იუსგან მიიღო.

ჰეილი ბიბერი

16 სექტემბერი 2019, 22:26

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერის მეუღლე Vogue-ისთვის გაშიშვლდა

კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის მეუღლე, სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი ავსტრალიური Vogue-ისთვის გაშიშვლდა. ახალი ნომრის გარეკანის ფოტო ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ლახლან ბეილი გახდა. სტივენ ბოლდუინის 22 წლის ქალიშვილი ინტერვიუში ქორწინების შესახებ ყვება.

კოლუმბია, ავიაკატასტროფა

16 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ქალაქ პოპაიანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 7 დაიღუპა. თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ქალაქ პოპაიანში 270 000 მოქალაქე ცხოვრობს. ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

16 სექტემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

16 სექტემბერი 2019, 20:58

მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ვეშაპები გამორიყა

16 სექტემბერი 2019, 20:53

მსოფლიო

არგენტინაში ზღვამ ვეშაპები გამორიყა

არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს. შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო.