Imedi /  12 სექტემბერი 2019, 21:20 / სანდო წყარო

აპატურაი: რუსეთმა გააკეთა ყველაფერი საქართველოს ევროატლანტიკური სურვილის გასართულებლად

არის თუ არა საქართველოსთვის ნატოში გასაწევრიანებლად მთავარი დაბრკოლება ოკუპირებული ტერიტორიები? ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ კითხვას ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ჯეიმს აპატურაი ასე პასუხობს: 

„მე არ მინდა დამაბრკოლებელი ფაქტორების ერთმანეთთან შედარება. რა თქმა უნდა, ეს არის სირთულე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის ფედერაციამ გააკეთა ის, რაც ყველამ ვნახეთ , რომ გაერთულებინა საქართველოს ეროვნული სურვილი , მისწრაფება დასავლეთისკენ სვლის , ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის , საქართველოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად გახდომის. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მალავდნენ , რომ ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ეს ვიცით და ამის მიუხედავად, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს 2008 წელს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას , რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ამბობს აპატურაი. 

მისი განცხადებით, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რაც ქვეყანას ეხმარება მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად:

„ჩვენ უკან არასდროს დაგვიხევია, ერთგული ვართ ყველა ჩვენი პირობის. აქვს თუ არა რუსეთს ვეტოს უფლება - ეს არის სტანდარტული კითხვა. რაზეც ნატოს პასუხი ყოველთვის იქნება, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ასევე ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის სირთულე და ამიტომ ვართ აქტიურად ამ რთულ განხილვებში ჩართული. ჩვენ უნდა ერთად ვიმუშაოთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე, რათა მივიდეთ იქამდე, სადაც ასე გვსურს ყველას მისვლა“, - აცხადებს აპატურაი. 

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

ერთ-ერთი კითხვაზე პასუხის დროს მან განაცხადა, რომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ალიანსში გაწევრიანება იმ პირობით, რომ ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმოქმედებს. 

ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება.

ვერც ნატოში ვხედავ ამ საკითხის განხილვის სურვილს და არ მიმაჩნია, რომ არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს პირობებში ეს იდეა დროული იყოს, ასე გამოეხმაურა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ალიანსის ყოფილი გენმდივნის განცხადების შედეგად გამოწვეულ დისკუსიას.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 სექტემბერი 2019, 10:00

მსოფლიო

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოითხოვა

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა საირუს ვენს უმცროსმა 2011 წლიდან დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოითხოვა. შესაბამისი მოთხოვნა გაეგზავნა კომპანია Mazars-ს, რომელიც ტრამპის, მისი ოჯახისა და ბიზნესის ფინანსურ დოკუმენტაციას ამზადებდა.

პოლიცია

17 სექტემბერი 2019, 09:50

ძალოვნები

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს. დღეს დილით მომხდარი შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ქურდობას გულისხმობს.

ევროკავშირის დამკვირვებლები

17 სექტემბერი 2019, 09:19

საქართველო

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება

რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებულ პირთა მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი

17 სექტემბერი 2019, 09:14

საქართველო

პარლამენტი სუს-ის უფროსისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

კანონმდებლობის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელის არჩევა მოუწევს. კერძოდ, კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერმინისტრი მთავრობას წარუდგენს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

შემთხვევის ადგილი

17 სექტემბერი 2019, 09:02

ძალოვნები

ზესტაფონში დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ, ბინა კი დალუქულია. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

ბორის ჯონსონი

17 სექტემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ლუქსემბურგში დემონსტრანტებმა ბორის ჯონსონს ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს

ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟან-კლოდ იუნკერთან მოლაპარაკებების შემდეგ ჯონსონს და ბეტელს ჟურნალისტებთან განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. მათ „სირცხვილიას“ ძახილით დემონსტრანტები დახვდნენ. ჯონსონმა მიკროფონთან მისვლაზე უარი განაცხადა და დაცვის თანხლებით ავტომობილისკენ გაემართა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 სექტემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ვადამდელი არჩევნების გამართვა აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ელისაბედ მეორე

17 სექტემბერი 2019, 08:25

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლის პერსონალმა ელისაბედ მეორის პირადი ბარი დაცალა

ამის შესახებ შოუზე „სამეფო სასახლეების საიდუმლობანი“ დაყრდნობით გამოცემა Daily Star-ი წერს. დედოფლის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის დიკ არბიტერის განცხადებით, სასახლის პერსონალის თანამშრომლები დიდ დროს ატარებდნენ ბარში, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2019, 08:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

Skoda-ს ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 23:29

ტექნოლოგიები

Skoda-მ ელექტროველოსიპედი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Skoda-მ ახალი კონცეფციით ელექტროველოსიპედი Skoda Klement-ი შექმნა. ელექტროველოსიპედით შესაძლებელია გადაადგილება. ველოსიპედი საათში 45 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

ვლადიმერ პუტინი

16 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასლან ბეჟანიძის დაკავება

16 სექტემბერი 2019, 23:05

საქართველო

პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ imedinews-ისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

ჰეილი ბიბერი

16 სექტემბერი 2019, 22:26

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერის მეუღლე Vogue-ისთვის გაშიშვლდა

კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის მეუღლე, სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი ავსტრალიური Vogue-ისთვის გაშიშვლდა. ახალი ნომრის გარეკანის ფოტო ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ლახლან ბეილი გახდა. სტივენ ბოლდუინის 22 წლის ქალიშვილი ინტერვიუში ქორწინების შესახებ ყვება.

კოლუმბია, ავიაკატასტროფა

16 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ქალაქ პოპაიანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 7 დაიღუპა. თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ქალაქ პოპაიანში 270 000 მოქალაქე ცხოვრობს. ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

16 სექტემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

16 სექტემბერი 2019, 20:58

მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ვეშაპები გამორიყა

16 სექტემბერი 2019, 20:53

მსოფლიო

არგენტინაში ზღვამ ვეშაპები გამორიყა

არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს. შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო.