imedi /  13 სექტემბერი 2019, 17:59 / სანდო წყარო

საგარეო უწყება ზახაროვას განცხადებას ცინიზმს უწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას და პასუხისმგებლობის გადატანას რეალური კონტროლის განმახორციელებელი ძალიდან მის საოკუპაციო რეჟიმებზე, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „შემდგარი სახელმწიფოები“ უწოდა.

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს, მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. პირიქით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პარალელურად, საქართველო ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას: სრულად შევასრულეთ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება; კონსტრუქციულად ვართ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში და ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.

ამ ფონზე რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო განზრახვებსა და პროვოკაციულ ქმედებებს: სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზზე აღიმართება მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები უხეშად ილახება ადგილობრივ მცხოვრებელთა უფლებები და თავისუფლებები, იკეტება ე.წ. გადასასვლელები, რაც იზოლაციაში ამყოფებს მოსახლეობას და მწვავე ჰუმანიტარული პრობლემებით ცდილობენ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას.
 
ასეთი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას და პასუხისმგებლობის გადატანას რეალური კონტროლის განმახორციელებელი ძალიდან მის საოკუპაციო რეჟიმებზე.
 
ამავე მიზანს - საოკუპაციო რეჟიმების ერთგვარი ლეგიტიმაციისა და მათზე პასუხისმგებლობის გადატანას ემსახურება ე.წ. არჩევნების ჩატარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, რომლებსაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის პირობებში, ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ. ზახაროვამ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი არსებულ რეალობას იგნორირებას უწევენ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელის შეფასებით, ზახაროვას განცხადება შეთქმულების თეორიას ჰგავს.

ყველა სიახლე

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2020, 14:50

მსოფლიო

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება.

აფრიკა შიმშილი

18 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

WFP: აფრიკაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

2015 წლიდან აფრიკის სამხრეთში არაერთი ბუნებრივი ანომალია დაფიქსირდა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის სეზონის არარსებობამ აგრარულ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ნალექის სიმცირეს თან სდევს არნახული გვალვა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.

საქართველო XV

18 იანვარი 2020, 14:20

სპორტი

„საქართველო XV“ არგენტინის „ხაგუარესთან“ დამარცხდა

„დიდი ათის“ მორაგბეებით დაკომპლექტებულმა „საქართველო XV“-მა არგენტინის „ხაგუარესთან“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები სუპერაგბის ვიცეჩემპიონ გუნდთან დიდი ანგარიშით, 3:66 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი საჯარიმო რევაზ ჯინჭველაშვილმა გაიტანა.

მკვლელობა

18 იანვარი 2020, 13:03

ძალოვნები

სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 12:56

ვიდეო

კალმისკაცი მთიდან

ზვიად კუპრავა

18 იანვარი 2020, 12:55

ძალოვნები

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი, მათ შორის „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავამ პროკურატურასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა და პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა.

წყალბურთი

18 იანვარი 2020, 12:50

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

ქართველი წყალბურთელების მეტოქე 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ფრანგებს 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთის გუნდთან 10:17 დამარცხდა.

ბათუმი

18 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში გააპროტესტეს

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იუსტიციის სახლთან, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, საკენკით მივიდნენ.

კანადა

18 იანვარი 2020, 12:25

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული კანადელების ოჯახებს მთავრობა $25000-ს გადაუხდის

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ოჯახის წევრები კანადის მთავრობისგან $25,000-ს მიიღებენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი მიზანი კანადის დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის ამ დროისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა.

რეკორდი სნიკერსი

18 იანვარი 2020, 12:23

ტაბლოიდი

ტეხასში რეკორდული ზომის „სნიკერსი“ დაამზადეს

ტეხასის ქალაქ ვაკოში, კომპანია Mars-ის ქარხანაში 3,5 მეტრის სიგრძის „სნიკერსი“ დაამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. შოკოლადის ფილის წონა 2 ტონას აღემატება, ზომით კი ის ჩვეულებრივ „სნიკერსზე“ 43-ჯერ დიდია.

Uefa

18 იანვარი 2020, 12:13

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას Fair Play-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა.მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი, ყველაზე პროგრესირებადი და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

18 იანვარი 2020, 12:00

სპორტი

აფეთქების გამო კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურის თამაშები გადაიდო

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატს 36 ქულით თემურ ქეცბაიას მომზადებული „ანორთოსისი“ ლიდერობს, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკოლოზ კაჭარავა თამაშობს.

18 იანვარი 2020, 11:30

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „მინესოტა“ დაამარცხა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანამ“ „მინესოტა“ ანგარიშით 116:114 დაამარცხა. „პეისერსის“ ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ 10 წუთში, 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

Boeing 737 MAX

18 იანვარი 2020, 11:09

ეკონომიკა

Boeing 737 MAX-ში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს

კორპორაცია Boeing-მა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახალი გაუმართაობა აშშ-ში, აიოვას შტატში ჩატარებული ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

Brexit

18 იანვარი 2020, 11:00

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობა Brexit-მდე დარჩენილი დროის ასათვლელად ემზადება

Brexit-მდე დარჩენილ წამებს ბრიტანელები 31 იანვარს Downing Street-ზე დაითვლიან. შესაბამის ღონისძიებას მთავრობა გეგმავს. Brexit-ის დროის ათვლამდე, საღამოს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.

დაკავება

18 იანვარი 2020, 10:47

ძალოვნები

დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი კაცი, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ავსტრალია წყალდიდობა

18 იანვარი 2020, 10:44

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრისგან დაზარალებულ შტატებში წყალდიდობაა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წყალდიდობისგან დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსის და ქუინსლენდის შტატები, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

შსს

18 იანვარი 2020, 10:14

ძალოვნები

გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.