imedi /  16 სექტემბერი 2019, 12:22 / სანდო წყარო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას აკრიტიკებს

ელექტრონული სიგარეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ.

ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტად აფასებს. 

ალიანსის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას, ან გაუქმებას მოითხოვს. კერძოდ, ნებადართული უნდა იყოს დახურულ სივრცეში ელექტრონული ან გახურებადი თამბაქოს გასინჯვა, პოპულარიზაციის და რეკლამის სხვადასხვა ფორმა, სავაჭრო ქსელებში ელექტრონული, ან გახურებადი თამბაქოს შიდა გამოდება და გამარტივდეს შეფუთვის წესი, ანუ პიქტოგრამების გარეშე მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილება იყოს დატანილი.  

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის ვიტენის ანდრიუკაიტისმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უფრო გაამკაცრონ ელექტრონული სიგარეტისა და ახალი მოწყობილობების რეგულირება, რადგან, ევროკომისრის აზრით, ახალი ტიპის მოწყობილობები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, მათზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

„თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, შექმნას ახლებური მოწყობილობები და წარადგინოს, როგორც ნაკლებად საზიანო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავრობაზე და პარლამენტზეა დამოკიდებული, რომ მინიმუმზე დაიყვანოს ზემოქმედება და ახალი თაობები დაიცვას თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენისგან.

ევროკავშირის სტანდარტებით, ელექტრონული სიგარეტი კანონმდებლობით დაშვებულია და რეგულირდება, მაგრამ ეს საერთო კანონმდებლობაა. მთავრობებმა ინდივიდუალურად უნდა შეაფასონ ვითარება ეპიდემიოლოგიური კუთხით და წარადგინონ ბევრად უფრო ეფექტიანი რეგულაციები მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად. ძირითადად, საუბარია ბავშვებზე, რომელთაც არ აქვთ არჩევანი, და მიჰყვებიან უფროსების მაგალითს, ისევე როგორც „ქუულ (cool) იდეას“, - აცხადებს ანდრიუკაიტისი.

თამბაქოს კონტროლის ალიანსს განცხადებაში მოჰყავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული კვლევების შედეგები. კვლევების მიხედვით, მოზარდებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საგანგაშო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს უკავია.

„უკვე ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელია. მიუხედავად ამისა, პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და აღარც მალავენ, რომ მკვლელ ბიზნესს ლობირებენ. ფაქტია, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა სწორედ პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დავით სონღულაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინეს. მაშინ, როდესაც ანალოგიური ცვლილებათა პროექტის წარდგენა თამბაქოს ინდუსტრიამ მანამდე ორჯერ წარუმატებლად სცადა.  2018 წელს, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (ერთ-ერთი წევრი „ფილიპ მორისია“) სახელით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა,  რომლის მიზანიც  თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონის დარღვევა იყო, საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო. შემდგომში თამბაქოს ინდუსტრია მთავრობის ხელით ეცადა იგივე ინიციატივის დაყენებას, თუმცა ამაოდ, ვიდრე ჩამოთვლილი პარლამენტარების გული არ მოიგო“, - წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

ალიანსი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი:

1. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და „თამბაქოს კონტორლის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღდეგება, რადგან ის მომზადებულია უშუალოდ თამბაქოს ინდუსტრიისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით. შესაბამისად, კანონპროექტიდან უნდა ამოიღონ ელ. სიგარეტთან და ახალი ტიპის თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული რეგულაციები და მათზე, როგორც თამბაქოს პროდუქტზე ისედაც ვრცელდება ყველა სახის რეგულაცია, მათ შორის რეკლამა/პოპულარიზაციის სრულად აკრძალვა, შეფუთვა-მარკირების წესები, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ შენობებში და ა.შ.;

2. საქართველო გამოცხადდეს ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოსა და თამბაქოს ახალი ნაწარმისაგან თავისუფალ ზონად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული სიგარეტები და ე.წ. გახურებადი თამბაქოს პროდუქტები საერთოდ აკრძალულია მსოფლიოს 48 ქვეყანაში.

რამდენი ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში ელექტრონულ სიგარეტს, რა ღირს დღეს ეს ბიზნესი და რა ტენდენციებით ხასიათდება - ამასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან განსაკუთრებული ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:27

საქართველო

თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტებს გავაცნობთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციასთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მმართველი გუნდი მზადაა, არგუმენტები წარადგინოს იმის შესახებ, თუ რა სისტემით შეიძლება ჩატარდეს არჩევნები მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში.

გრიგოლ ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 12:14

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამაშველო ოპერაცია

15 დეკემბერი 2019, 11:56

ძალოვნები

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

ყავის დედოფალი

15 დეკემბერი 2019, 11:42

ტაბლოიდი

შვედური კომპანია საოცნებო სამსახურისთვის „ყავის დედოფალს“ ეძებს

შვედური კომპანია ყავის მოყვარულებს საოცნებო სამსახურს სთავაზობს. კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირას შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) ციხესიმაგრეში იცხოვრებს. მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

აშშ

15 დეკემბერი 2019, 11:35

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 11:22

მსოფლიო

ნეპალში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ნეპალში, სინდჰუპალჩოკის რაიონში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Himalayan Times-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსს ქალაქ კალინჩოუკედან ინდუისტი მომლოცველები გადაჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თამილა ლაფანაშვილი

15 დეკემბერი 2019, 11:18

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ ამ პრინციპებს

გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

ანტონიო კონტე

15 დეკემბერი 2019, 10:50

სპორტი

კონტემ მატჩამდე დაგეგმილი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად გააუქმა

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა. საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით.

გერშონ კინგსლი

15 დეკემბერი 2019, 10:29

კულტურა

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გერშონ კინგსლი გარდაიცვალა

გერშონ კინგსლი (ნამდვილი სახელი - გიოტც გუსტავ კსინსკი) 1922 წელს გერმანიის ქალაქ ბოხუმში დაიბადა. 1946 წელს ის ნიუ-იორკში ჩავიდა, 1955 წლიდან კი ბროდვეიზე, მუსიკალურ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1969 წელს გამოსული კომპოზიცია Popcorn-ისთვის მან „ემის“ ჯილდო მიიღო.

აშშ ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 09:49

ეკონომიკა

ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.

აილამა

15 დეკემბერი 2019, 09:21

ძალოვნები

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი კაცი მოყინული კიდურების გამო ვერ გადაადგილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება კაცი, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროება. არსებული ინფორმაციით, კაცის თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.

ბაკურ სულაკაური

15 დეკემბერი 2019, 09:12

საქართველო

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი ბაკურ სულაკაური სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ“, - წერს სულაკაური.

Facebook

15 დეკემბერი 2019, 09:00

ტექნოლოგიები

Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს

სოციალური ქსელი Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ს საჯარო პოლიტიკის მენეჯერმა ეკატერინა კრუკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სოციალური ქსელი 2020 წლიდან დაიწყებს.

მოლაპარაკებები

15 დეკემბერი 2019, 08:48

საქართველო

დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება

დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 12:00 საათზე გაიმართება. კონკრეტულად ვინ დაესწრება შეხვედრას, ამ ეტაპზე უცნობია.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 08:40

საქართველო

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზთან მსვლელობას მოაწყობენ, სადაც მდუმარე საპროტესტო აქციას გამართავენ.

ელიუდ კიპჩოგე

15 დეკემბერი 2019, 08:29

სპორტი

BBC-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი ელიუდ კიპჩოგე გახდა

ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, გოლფის მოთამაშე ამერიკელი ტაიგერ ვუდსი, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი სია კოლისი და კრიკეტის ​მოთამაშე ავსტრალიელი სტივ სმიტი.