Imedi /  16 სექტემბერი 2019, 13:01 / სანდო წყარო

გახარიამ მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალდებას უპასუხა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერის შეფასებით, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულაციის საგანი ხდება.

„ბატონი ხაზარაძე განსაკუთრებით ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს. საუბრობს წერილზე, ოქმზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. მოიტანოს, გვაჩვენოს ეს ოქმი. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას, ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სეროზული კერძო ინვესტორები, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო მას უჭერდა და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, კონსორციუმის ბოლო ქმედებების შედეგად არც ერთი სერიოზული უცხოელი, მათ შორის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი კონსორციუმში ფაქტობრივად არ დარჩა და როცა ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ამით ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინტერვიუსთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა, სადაც ხაზარაძე მას ანაკლიის პროექტის საწინააღმდეგო მოქმედებებში ადანაშაულებს

კერძოდ, როგორც მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა და „ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს“.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გამართა. რაც შეეხება პარტიის დაფუძნებას, ამას ის და ბადრი ჯაფარიძე ოქტომბერში გეგმავენ. 

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წლის ფინანსურ ოპერაციას.   

26 ივლისს სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა (პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა). ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. მანამდე ისინი „თიბისი ბანკის“ მმართვასაც ჩამოშორდნენ.

ყველა სიახლე

მარტინი სკორსეზე

24 ოქტომბერი 2019, 00:23

კულტურა

სკორსეზემ რომის კინოფესტივალზე „ირლანდიელი“ წარადგინა

რომის კინოფესტივალზე რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის „ირლანდიელის“ ჩვენება შედგა. სურათი ჩარლზ ბრანდტის რომანის ეკრანიზაციაა, რომლის მთავარი გმირიც დაქირავებული მკვლელი ფრენკ შირანი, მეტსახელად ირლანდიელია. მის როლს რობერტ დე ნირო ასრულებს.

სელენა გომესი

24 ოქტომბერი 2019, 00:11

კულტურა

სელენა გომესმა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

ამის შესახებ BIllboard-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეორგოლი სიმღერაზე „Lose You to Love Me“ სოფი მიულერმა გადაიღო. რეჟისორმა ამისთვის iPhone 11 Pro გამოიყენა. სიმღერა გომესის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

ბენი განცი

23 ოქტომბერი 2019, 23:47

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ბენი განცს სთხოვა

ოპოზიციის ლიდერს ამისთვის 28 დღე ექნება. განცის წარუმატებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატის შერჩევას სთხოვს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა.

მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი

23 ოქტომბერი 2019, 23:39

ეკონომიკა

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობით ევროპაში ლიხტენშტაინი ლიდერობს

ანალიტიკურმა კომპანია Growth from Knowledge-მ(GfK) წელიწადში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში 42 ქვეყანა მოხვდა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რეიტინგში პირველ ადგილზეა ლიხტენშტაინი.

ავარია ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

შსს ზუგდიდში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ზუგდიდში შენიშნეს. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

23 ოქტომბერი 2019, 22:59

საქართველო

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

რუდი ჯულიანი ლევ პარნასი

23 ოქტომბერი 2019, 22:46

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის საარჩევნო კამპანიის დონორების სასამართლო პროცესი დაიწყო

პროკურატურა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბიზნესმენებს ლევ პარნასს და იგორ ფრუმანმას საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენების დაფინანსებას ედავებიან. ისინი სექტემბერში აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

იტალია, რომი

23 ოქტომბერი 2019, 22:37

მსოფლიო

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პირობებში ბავშვების 2,5% ცხოვრობს. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,7%-ს შეადგენდა. იტალიის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8,4%-ია.

საჰარ ტაბარი

23 ოქტომბერი 2019, 22:14

მსოფლიო

ირანში დაკავებული Instagram-ის ვარსკვლავი ტელეეთერში გამოჩნდა

ინტერვიუში 22 წლის საჰარ ტაბარი ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სასურველი მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, ახლა კი ყველაფერს ნანობს. ქალი ოქტომბრის დასაწყისში, მკრეხელობის ბრალდებით დააკავეს.

Moodyʼs

23 ოქტომბერი 2019, 22:05

ეკონომიკა

Moodyʼs-მა რუსეთის ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუუარესა

სარეიტინგო კომპანია Moodyʼs-მა რუსული ბანკების საკრედიტო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურისკენ“ შეცვალა. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკის სუსტი ზრდის ფონზე მიიღო, რაც უახლოესი 12-18 თვის მანძილზე ქვეყნის საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეაფერხებს.

23 ოქტომბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარა ცდა თაგვებზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილას შეუძლია დიეტის იმიტაცია რომელიც ეფექტურია გულის და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

მამუკა ხაზარაძე ლელო

23 ოქტომბერი 2019, 21:38

ეკონომიკა

მოძრაობა „ლელო“ პროგრესბანკის დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს

მოძრაობა „ლელო“ პროგრეს ბანკთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას. შესაბამისი განცხადება მოძრაობის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნი

23 ოქტომბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ სასახლის თანამშრომლები „უაღრესად ბოროტი“ საქციელისთვის გაათავისუფლა

ამის მიზეზი მათ მიერ თანამდებობების საკუთარი თავების და ახლობლების სასარგებლოდ გამოყენება გახდა, რაც მეფემ „უაღრესად ბოროტ“ საქციელად შეაფასა. გათავისუფლებულებს შორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და სამეფო დაცვის ორი თანამშრომელია.

23 ოქტომბერი 2019, 20:51

სპორტი

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. თამაშები 24 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ. საქართველოდან ჩემპიონატში სამი ქალთა და ორი ვაჟთა გუნდი მონაწილეობს.

გაერო ჟენევა

23 ოქტომბერი 2019, 20:35

მსოფლიო

სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

31 წლის კაცმა თავზე საწვავი გადაისხა და შენობაში შეჭრას აპირებდა. დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

ქრთამის აღება

23 ოქტომბერი 2019, 20:33

ძალოვნები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. უწყება ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 20:14

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მოქალაქეების დეპორტაცია

23 ოქტომბერი 2019, 19:47

მსოფლიო

გერმანიიდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ქვეყნის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნიდან 2017 წელს რუსეთის 184 მოქალაქე გააძევეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 422-მდე გაიზარდა.

ელ კლასიკო ბარსელონა რეალი

23 ოქტომბერი 2019, 19:35

სპორტი

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს 18 დეკემბერს შეხვდებიან

მატჩის ახალ თარიღს „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ დღეს სამეფო თასის მატჩები უნდა გაიმართოს. შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

ქრთამი

23 ოქტომბერი 2019, 19:14

ძალოვნები

სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე დამნაშავეებად ცნო

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამარლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს - 12 წელი, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას-7 წელი მიესაჯათ. ჩოჩუას საპროცესო გარიგება გაუფრომდა, რომლის მიხედვითაც ის სასჯელიდან 3 წელს პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარებს,