Imedi /  18 სექტემბერი 2019, 12:28 / სანდო წყარო

კახა კალაძემ გლდანში მიმდინარე შეფერხებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზედამხედველობა დააწესა

კახა კალაძე

კახა კალაძე

გლდანში - ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მერმა შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, რომ როგორც კი შესუსტდება მუშაობა და კომპანიას არ ეყოლება საკმარისი ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტონ ხელშეკრულება. ასევე მოუწოდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაქსიმალური ზედამხედველობა გაუწიონ.

კალაძის შეფასებით, „უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის“.

„გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და საგზაო კომპანია არის შესული და გზის სამუშაოები აქვს დაწყებული. ირაკლი ბენდელიანის და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს მინდა დავავალო, რომ მაქსიმალური ზედამხედველობა გქონდეთ - 24-საათიან რეჟიმში. როგორც კი სამუშაოები შეჩერდება, შეწყვიტეთ ხელშეკრულება.

არ აქვს მნიშვნელობა დღის თუ ღამის განმავლობაში, რადგან ღამე უფრო მარტივია მუშაობა ნაკლები მოძრაობის გამო, ღამით განხორციელდეს მძიმე სამუშაოები, რაც კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია. როგორც კი შესუსტდება მუშაობა, არ იქნება საჭირო რაოდენობის სამუშაო ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობას მინდა მივმართო, თუ დაინახავთ, რომ ვიღაც არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან, ამიტომ ამას მოყვება რეაგირება და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობს კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ღირსეულად თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? - მერია, კალაძე, რომლებიც ვერ აკეთებენ თავიანთ სამუშაოებს და იმაზე არავინ საუბრობს, რომ კომპანია არის პასუხისმგებელი და ვალდებული. მეტი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. მესმის, რომ არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ქალაქში მიმდინარე პროექტებზე. რეაქცია და მიდგომები ჩვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი, რომ არავის სალაპარაკო არ მივცეთ“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

მარსი

20 ოქტომბერი 2019, 22:59

ტექნოლოგიები

NASA-ს ყოფილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე 40 წლის წინ აღმოაჩინეს

მეცნიერის თქმით, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა“ აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1“ და „ვიკინგი 2“ ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების აღმოჩენა იყო. ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

20 ოქტომბერი 2019, 22:47

ტექნოლოგიები

კვლევა: ის ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 22:05

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი „თალიბანთან“ მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ესპერი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ამასთან, დიპლომატი მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება.

ილია წულაია

20 ოქტომბერი 2019, 22:05

საქართველო

ილია წულაია: „არქი ჯგუფმა“ „პროგრეს ბანკის“ სესხი სრულად გადაიხადა

ილია წულაია „იმედის კვირასთან“ აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკიდან“ აღებული სესხი, თავისი პროცენტით, მან სწორედ „თიბისი ბანკში“ დაფარა, მას შემდეგ რაც „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიში“ გადავიდა. წულაიამ გაასაჯაროვა ყველა ამ გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი.

ნიგერია ნაწამები ბავშვები

20 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

ნიგერიაში კიდევ ერთი სკოლიდან ნაწამები მოსწავლეები გაათავისუფლეს

ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ერთი თვის განმავლობაში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა.

მარგალიტი

20 ოქტომბერი 2019, 21:26

კულტურა

მსოფლიოს უძველესი მარგალიტი აბუ-დაბიში იპოვეს

აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნატურალური მარგალიტი მარავას კუნძულზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ფენები, სადაც მარგალიტი იპოვეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5800-5600 წლით თარიღდება, ნეოლითის პერიოდით.

ელექტროსკუტერი

20 ოქტომბერი 2019, 21:04

მსოფლიო

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ბორდოში მოხდა. ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ 25 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ბიჭთან ერთად ელექტროსკუტერით 18 წლის გოგოც გადაადგილდებოდა.

ბილ მიურეი

20 ოქტომბერი 2019, 20:53

კულტურა

ბილ მიურეის რომის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

69 წლის მიურეის ჯილდო კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. საზეიმო ღონისძიებას მსახიობები ფრენსის მაკდორმანდი და ედვარდ ნორტონი და რეჟისორი უეს ანდერსონი დაესწრნენ. მიურეის კარიერა 1976 წელს დაიწყო. ის „ემის“, „ოქროს გლობუსის“ და „BAFTA“-ს ლაურეატია.

სირია

20 ოქტომბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ქურთები სირიის სასაზღვრო ქალაქს ტოვებენ

ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას.

ძიუდო

20 ოქტომბერი 2019, 20:15

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა

მაროკოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯამში ქართველებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პოლიცია

20 ოქტომბერი 2019, 19:55

ძალოვნები

ნინოწმინდაში ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი გარდაიცვალა

კომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ განძაში მოხდა. გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი და საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ შიდა გამოძიებას ატარებენ. სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

მკვლელობა

20 ოქტომბერი 2019, 19:33

მსოფლიო

ბანგლადეშში Facebook პოსტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაშავდა

ბანგლადეშში, ბოლას ოლქში პოლიციასთან შეტაკების დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაპირისპირება Facebook პოსტს მოჰყვა, რომელიც მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა. აქცია მას მერე დაიწყო, რაც ინდუსმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა.

შვეიცარია

20 ოქტომბერი 2019, 19:14

მსოფლიო

შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებში მწვანეებმა წარმატებას მიაღწიეს

ამ ეტაპზე მხოლოდ არაოფიციალური შედეგებია ცნობილი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მწვანეთა პარტიებმა - „შვეიცარიის მწვანეთა პარტიამ“ და „მწვანე ლიბერალთა პარტიამ“ ჯამში ამომრჩეველთა ხმათა 20,3% მიიღეს, რითაც 2015 წლის შედეგი 8,6%-ით გააუმჯობესეს. გამარჯვება კი სავარაუდოდ „შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატორთა პარტიამ“ მოიპოვა.

ქეთევან გორჯესტანი
ლევან გორგაძე
სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 19:13

საქართველო

პრეზიდენტმა Facebook-ზე იაპონიაში ტოჩინოშინთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით არის წასული, სპორტსმენს, ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს შეხვდა. შეხვედრის ფოტო პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. "ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

სირია

20 ოქტომბერი 2019, 19:01

მსოფლიო

სირიაში ქურთებმა ერთ თურქი სამხედრო მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ეტ-ტელ-ელ-აბიადის რაიონში თურქულ პატრულს თავს დაესხნენ, ოფიციალური ანკარის თქმით, ამ დროისთვის 20-ჯერ დაირღვა ქურთი მებრძოლების მხრიდან თურქეთ-სირიას შორის სამხედრო შეთანხმება. თურქეთი სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება.

ინდოეთი გამოცდა

20 ოქტომბერი 2019, 18:41

ტაბლოიდი

ინდოეთში გამოცდაზე გადაწერის აღკვეთის მიზნით სტუდენტებს თავებზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს

კოლეჯის ადმინისტრაციამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ინციდენტს „ექსპერიმენტი“ უწოდა. დაწესებულებაში განმარტეს, რომ ყუთები გადაწერის აღკვეთის მიზნით გამოიყენეს და სტუდენტების დამცირებას არ აპირებდნენ. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ყუთების გამოყენებაზე სტუდენტებისგან თანხმობა წინასწარ მიიღეს.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ოქტომბერი 2019, 18:38

საქართველო

კანაექსპოს გამოფენაზე ზურაბ ჯაფარიძეს კონტრაქციის მონაწილე „ძვლების დამტვრევით“ დაემუქრა

დედაენის ბაღში "გირჩის" მიერ ორგანიზებული Tbilisi CannaExpo 2019 იმართება, სადაც კანაფთან დაკავშირებული პროდუქტებია წარმოდგენილი. გამოფენაზე კონტრაქციის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც on.ge წერს, ისინი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სხვა არალიბერალური ორგანიზაციის წევრები არიან.

ილია მეორე

20 ოქტომბერი 2019, 18:20

საქართველო

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

„გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას“, - მიმართავს პატრიარქი ქართველებს.

ბარსელონა

20 ოქტომბერი 2019, 18:18

საქართველო

გაუქმებული რეისის გამო ბარსელონის აეროპორტში დარჩენილი 7 ქართველი დღეს გამოემგზავრება

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, მათი მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი "საქართველოს ავიახაზებთან" უკვე შეთანხმებულია და ისინი, სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ დანიშნულების მიხედვით გამგზავრებას. ამ დროისთვის კი აეროპორტში საქართველოს 7 მოქალაქეა.

20 ოქტომბერი 2019, 18:07

საქართველო

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ თელავში აქციას მართავს

აქციების რეგიონებში ჩატარება ორგანიზატორებმა თბილისში, პარლამენტთან რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტეს. კახეთი პირველია, სადაც ასეთი აქცია დაიგეგმა. მსგავს პროტესტს სხვადასხვა რეგიონში ყოველი თვის 20 რიცხვში დააფიქსირებენ. თელავში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.