Imedi /  20 სექტემბერი 2019, 14:03 / სანდო წყარო

ნანა ლორთქიფანიძე: აჟიოტაჟის შემდეგ ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

ნანა ლორთქიფანიძე

ნანა ლორთქიფანიძე

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

ლორთქიფანიძემ ambebi.ge-ს განუცხადა, რომ „მეორე ტრაგედიაა ის, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, ხელს რას აწერდა“.

„ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გვიყვებიან, პრეზიდენტმა არ იცოდა ოთხმეზურის მკვლელს რომ იწყალებდა, არ იცოდა ვინ იყო დაზარალებულიო. ეს უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, რას ნიშნავს არ იცოდა? არ იცის პრეზიდენტმა ხელს რას აწერს? ამას ახსნა არ აქვს და თუ იცი, ეს მეორე ტრაგედია.

ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, წუხილი გამოთქვა პრეზიდენტმაო, არ ვიცოდი დაზარალებული ვინ იყოო. ეს სისულელეა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი და უფრო მძიმეა. მამაჩემი, გიგა ლორთქიფანიძე, როცა პარლამენტში იყო წლების განმავლობაში შეწყალების კომისის თავმჯდომარე გახლდათ. კარგად მახსოვს, ღამეებს ათენებდა, სახლში ტომები ეწყო და სათითაოდ კითხულობდა ყველა შესაწყალებელი პირის მთლიან საქმეს.

თუ ამის კითხვის დრო არ აქვს პრეზიდენტს, ამისთვის ქმნიან შეწყალების კომისიას, რომელშიც შეიძლება შეიყვანო კოტე ჯანდიერი და მისნაირი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არც ფულს აიღებენ, არც კორუფციული ბუდე იქნება არასოდეს. პატიოსანი ადამიანების პოვნა საზოგადოებაში რთული არ იქნება. საერთოდ, პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად უნდა იცოდეს, ვის იწყალებს.

იმდენად აღშფოთებულია, იმდენად ტრავმირებული და წყობიდან გამოსულია ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, რომ ვერც ლაპარაკობს... მეც პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, ლაპარაკი მიჭირს, საოცრება ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა“, - განუცხადა ambebi.ge-ს ნანა ლორთქიფანიძემ.

სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს. 

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე დღეს გამოძიება დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.

2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

ყველა სიახლე

გრიგოლ ლილუაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ლილუაშვილი: რუსული რბილი ძალა რამდენჯერმე გავანეიტრალეთ

კვირის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად დაიკავებს. მანამდე ის მოვალეობის შემსრულებელია და დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტში ხვალ მოუსმენენ.

ჭავჭავაძის გამზირი

15 ოქტომბერი 2019, 20:32

საქართველო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კონსტანტინ ზატულინი

15 ოქტომბერი 2019, 20:23

მსოფლიო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

სონია ალი

15 ოქტომბერი 2019, 20:12

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, 24 წლის ბლოგერი სონია ალი ლონდონში დაიბადა, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს. სონიას და მის 27 წლის დას ფიზას საერთო Instagram-ი აქვთ, რომელშიც ისინი კოსმეტიკური საშუალებებს განიხილავენ. დების ვიდეობლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ლუდოვიკ ორბანი

15 ოქტომბერი 2019, 20:01

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ოპოზიციონერი წარადგინა

მემარცხენე ცენტრისტი პრემიერმინისტრის ვიორიკა დენჩილეს მთავრობა ამ თვეში ჩამოიშალა მას შემდეგ რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ორბანმა ახლა ისეთი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც პარლამენტის ნდობას დაიმსახურებს.

ელექტრომოტოციკლი LifeWire

15 ოქტომბერი 2019, 19:52

ტექნოლოგიები

Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლის გაყიდვა დაწყებიდან ორ კვირაში შეწყვიტა

The Wall Street Journal​-ის ინფორმაციით, ელექტრომოტოციკლების წარმოება დასატენ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრაზე მუშაობენ, თუმცა წარმოების განახლების თარიღს არ ასახელებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 19:34

ეკონომიკა

ნოტრ-დამის აღდგენის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე €37 მილიონი დაიხარჯა

საფრანგეთის კულტურის მინისტრის ფრანკ რისტერის განცხადებით, ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 5 წელი დასჭირდება. ფრანკ რისტერის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

სახლის ჩამონგრევა

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

ბრაზილიაში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

გამოცემა G1-ის ცნობით, შენობა ქალაქის ფეშენებელურ რაიონში მდებარეობს და მისი აშენების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ჩამონგრევის მომენტში შენობის მიმდებარედ მყოფი რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირია

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ თურქეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან, რათა დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

მიწისძვრა

15 ოქტომბერი 2019, 19:22

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ხარაგაულში, სოფელი ჩალხეეთი იყო. ბიძგები მიწის ზედაპირიდან 18 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

როლანდ ახალაია

15 ოქტომბერი 2019, 19:01

საქართველო

როლანდ ახალაია ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს

წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში, - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს.

მფრინავი მანქანა

15 ოქტომბერი 2019, 18:51

ტექნოლოგიები

Boeing-ი და Porsche მფრინავი ელექტრო მანქანის შესაქმნელად ერთიანდებიან

თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Boeing-ი და სპორტული მანქანების მწარმოებელი გერმანული Porsche მფრინავი ელექტრომანქანის შესაქმნელად ერთიანებიან. კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ წერია რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ მფრინავი ელექტრომობილის შექმნისთვის.

ჯენიფერ ენისტონი

15 ოქტომბერი 2019, 18:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა. ამიერიდან მსახიობის ფანებს, უკვე შეუძლიათ ინტერნეტში მისი ერთადერთი ოფიციალური პროფილის მიმდევრები გახდეთ. „და ჩვენ უკვე ინსტაგრამზეც ვმეგობრობთ, გამარჯობა", - წერს მსახიობი ფოტოზე,

ვერტმფრენი

15 ოქტომბერი 2019, 18:44

მსოფლიო

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთის ჩრდილოეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ტელეარხი TOLOnews-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ინციდენტი ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მაზარი-შარიფის მახლობად, ჰაირატანის რაიონში მოხდა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 18:32

საქართველო

პრეზიდენტი ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, „საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას“. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიის შემდეგ იაპონია სწრაფად შეძლებს განახლებას.

ბელა ჰადიდი

15 ოქტომბერი 2019, 18:28

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდის გარეგნობა იდეალურად აღიარეს

ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ 23 წლის ბელა ჰადიდის სახე „ოქროს კვეთის“ პროპორციებს შეადარა. როგორც აღმოჩნდა, ბელა ჰადიდის სახის პროპორციები იდეალურთან 94,35%-ით არის მიახლოებული.

ლედი და მაწანწალა

15 ოქტომბერი 2019, 18:23

კულტურა

Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ეკრანიზაციის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის რეჟისორი ჩარლი ბინია, სცენარის ავტორი კი ენდრიუ ბუჟალსკი. მთავარ გმირებს მსახიობები ჯასტინ ტერუ და ტესა ტომპსონი ახმოვანებენ. ფილმის პრემიერა Disney+-ის სტრიმინგ სერვისზე 12 ნოემბერს გაიმართება.

ანაკლიის პროექტი

15 ოქტომბერი 2019, 18:17

ეკონომიკა

ტედ ჯონასი: უცხოელი ინვესტორის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასდროს მინახავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თქმით, მისი ხანგრძლივი გამოცდილების ფარგლებში, არ ჰქონია არცერთი შემთხვევა ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამჯერად ინვესტორების მიმართ გამოავლინა.

ესპანეთი თურქეთი

15 ოქტომბერი 2019, 17:56

მსოფლიო

თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთმაც შეაჩერა

სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთის მთავრობამაც შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე ანალოგიური ზომები გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიიღეს.

ფილმი Bombshell

15 ოქტომბერი 2019, 17:46

კულტურა

ნიკოლ კიდმანის, შარლიზ ტერონისა და მარგო რობის საერთო ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა

მსახიობები ლოს-ანჯელესში მათი საერთო ფილმის Bombshell-ის დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, სამივე მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ოსკაროსანმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა კლასიკური თეთრი სამოსი შეარჩია, შარლიზ ტერონმა შავი პიჯაკი და ტყავის ქვედაბოლო მოირგო, მარგომ კი ნიკოლის მსგავსად არჩევანი თეთრ ფერზე გააკეთა.