Imedi /  20 სექტემბერი 2019, 19:00 / სანდო წყარო

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. 94-ე დღეა, რაც აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ. დღეს ისინი პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებასაც აკრიტიკებენ. აქციის მონაწილები ათონელის რეზიდენციიდან შემდეგ რუსთაველზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდებიან. 

„დღეს, 20 ივნისიდან ზუსტად მესამე თვე შესრულდა და დასრულდება აქციების უწყვეტი ფორმატი, თუმცა დაიწყება რაღაც უფრო დიდი - სამოქალაქო კამპანია“, - წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის ეზოში და ათონელის რეზიდენციასთან უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გზა უკვე გადაკეტეს. მათთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებიც არიან.

სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.

პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. 

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო

რაც შეეხება აქციებს, ის მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს პარლამენტთან რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. თუმცა შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა, სპეცრაზმმა კი აქციის დაშლა დაიწყო. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

ოქროს უნიტაზი

16 ოქტომბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან მოპარული ოქროს უნიტაზის საქმეზე პოლიციამ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. ისინი 34 და 35 წლის, ხოლო ქალი 36 წლის არის და სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა. ოქროს უნიტაზი 14 სექტემბერს მოიპარეს, მისი ღირებულება 6 მილიონი დოლარი.

დონალდ ტრამპი

16 ოქტომბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან

სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პორნოგრაფია

16 ოქტომბერი 2019, 22:58

მსოფლიო

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 38 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირი დააკავეს

ვებგვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიის 200 000-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული, რომელიც ჯამში მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. ვებგვერდი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს და დახურეს, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ გამოძიების შედეგად 337 დამნაშავე გამოავლინეს.

ბენქსი

16 ოქტომბერი 2019, 22:30

კულტურა

ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის

ანონიმი მხატვარი ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მაღაზიაში Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი) ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაცრუებული იმედები იყიდება“, - წერს ბენქსი და რამდენიმე ნივთის ფოტოებს აქვეყნებს.

ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 22:26

მსოფლიო

პომპეო და პენსი ერდოღანს თურქეთში მაინც შეხვდებიან

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ. აშშ-ის დელეგაცია უკვე თურქეთშია.

ლევან ძნელაძე

16 ოქტომბერი 2019, 22:05

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევის მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად ღუდუშაურის კლინიკაში წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს აღმკვეთი ღონისძიებაზე განხილვა კვლავ ამავე კლინიკაში ჩატარდება.

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.

16 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ჩინეთის სასამართლოები ქალებს მოძალადე ქმრებთან განქორწინებაზეც კი უარს ეუბნებიან

ჩინეთში მოძალადე ქმართან განქორწინება სულ უფრო მეტად ხდება ოჯახის დანგრევისთვის არასაკმარისი მიზეზი. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ქალთა ფედერაციამ ჩაატარა, ყოველი მეოთხე ჩინელი ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას.

ჯეიმს აპატურაი

16 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

აპატურაი: წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა

ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

შიმშილი

16 ოქტომბერი 2019, 20:34

ეკონომიკა

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება - 7.9%; 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები - 4.3%; ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები - 10.5%; 5 წლამდე სიკვდილიანობა - 1.1.%

მაჰენდრაპარვატა

16 ოქტომბერი 2019, 20:18

მსოფლიო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.

სირია

16 ოქტომბერი 2019, 20:04

მსოფლიო

„მაესტროს“ ვიდეოკადრები თურქეთ-სირიის საზღვრიდან

"მაესტროს" გადამღები ჯგუფი თურქეთის ქალაქ აქჩაკალეში იმყოფება, რომელიც ერთ-ერთი ყველზე ახლო ქალაქია თურქეთ-სირისიის საზღვართან. დღეს თურქეთის მიერ სირიაში სახმედრო ოპერაციის დაწყებიდან მერვე დღე იწურება და ოფიციალური ანკარა პოზიციების შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს.

დაკავება

16 ოქტომბერი 2019, 19:46

მსოფლიო

სევეროდვინსკის სარაკეტო პოლიგონთან აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია РЕН ТВ ავრცელებს. მისი ცნობით, ქალაქ სევეროდვინსკში უცხოელები მხოლოდ სპეციალური საშვების საფუძველზე დაიშვებიან.

ავარია

16 ოქტომბერი 2019, 19:43

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე მოტოციკლისტი დაიღუპა. ვიდეო

მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტარზანი

16 ოქტომბერი 2019, 19:33

კულტურა

ფლორიდაში „ტარზანის“ ცოლი სახლში მოკლული იპოვეს

1960-იან წლებში გადაღებული სატელევიზიო სერიალის "ტარზანის" მთავარი როლის შემსრულებლის რონ ელის მეუღლე, 81 წლის ვალერი ლანდინი სანტა-ბარბარაში (ფლორიდა) საკუთარ სახშლი მოკლული იპოვეს. ვალერი და რონი 35 წელი იყვნენ დაქორწინებულები და სამი შვილი ჰყავთ.

ლიეტუვა რუსეთი

16 ოქტომბერი 2019, 19:02

მსოფლიო

მედია: ლიეტუვა და რუსეთი ჯაშუშებს გაცვლიან

სააგენტო BNS-ის წყაროების ცნობით, ვილნიუსი მოსკოვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელს ნიკოლაი ფილიპჩენკოს, რუსეთი კი ლიეტუვას 2016 წელს დაკავებულ ევგენი მატაიტისს და არისტიდას ტამოშაიტისს გადასცემს.

რუსეთიდან ფრენები

16 ოქტომბერი 2019, 18:53

ეკონომიკა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისისკენ ფრენის ნებართვა მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. დოკუმენტი „როსავიაციის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა როგორც სააგენტო TASS-ს განუცხადეს კომპანიაში ნებართვა თავისთავად არ გულისხმობს ფრენების განხორციელების შესაძლებლობას.

სირიის ჯარი

16 ოქტომბერი 2019, 18:42

მსოფლიო

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან ქალაქ კობანიში შევიდა

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი al-Mayadeen TV ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სირიელმა სამხედროებმა როგორც კობანი, ასევე მისი შემოგარენი დაიკავეს. მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სირიული ტანკები ქალაქ რაქაში შედიან.