imedi /  26 სექტემბერი 2019, 11:44 / სანდო წყარო

გია ჟორჟოლიანს პროპორციული საარჩევნო სისტემის მრავალმანდატიან ოლქებში შემოღების ინიციატივა აქვს

გია ჟორჟოლიანი

გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში ამოქმედდეს. ჟორჟოლიანის განცხადებით, პროპორციული სისტემის დანერგვას გარკვეული რისკები გააჩნია, კერძოდ კი ჟორჟოლიანის თქმით, როპორციული წარმომადგენლობა ასუსტებს კავშირს ამომრჩეველსა და წარმომადგენელს შორის, ასევე ასუსტებს დეპუტატის პერსონალურ პასუხისმგელობას. ამასთან დაკავშირებით გია ჟორჟოლიანის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

"მრავალმანდატიან ოლქებში პროპორციული საარჩევნო სისტემით თითოეული ოლქისთვის განისაზღვრება მანდატების შესაბამისი ოდენობა იმის  მიხედვით,  რა რაოდენობის ამომრჩეველია რეგისტრირებული ამა თუ იმ ოლქში. ამავდროულად ე.წ. საკომპენსაციო სიები იქმნება, რომელიც უზრუნველყოფს გაუნაწილებელი მანდატების არსებობის შემთხვევაში განაწილებას პარტიებს შორის, რათა არ მოხდეს პარტიის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების დაკარგვა",  - განაცხადა დეპუტატმა.

გია ჟორჟოლიანის თქმით, სწორედ ეს სისტემაა ყველაზე "ეფექტიანი და მდგრადი საარჩევნო სისტემა, რადგან გარდა იმისა, რომ ის უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მხარდაჭერის პროპორციულ გამოხატვას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს რეგიონების რეპრეზენტაციასაც".

საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები ეწყობა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ჯამში 11 ქალაქში არის დაგეგმილი. 

განხილვის მთავარი საკითხი არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ოპოზიცია არჩევნების 3%-იანი ბარიერით ჩატარებას და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს, რასაც მმართველი პარტია არ ეთანხმება. მათი განცხადებით, ყველა პარტიამ თავისი ძალები დამოუკიდებლად უნდა მოსინჯოს.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.

ყველა სიახლე

 National Geographic

22 ოქტომბერი 2019, 11:21

კულტურა

National Geographic: არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე როგორიც საქართველოა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე როგორიც საქართველოა“-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ. ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს.

გიორგი გახარია აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 11:05

ეკონომიკა

გახარია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს მას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

საზღვაო ხომალდი

22 ოქტომბერი 2019, 10:45

ძალოვნები

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შემოვიდა. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაა. USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია.

ყველის ფესტივალი

22 ოქტომბერი 2019, 10:26

კულტურა

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე იქნება ყველის კერძების მომზადება.

The Rise of Skywalker ვარსკვლავური ომები

22 ოქტომბერი 2019, 10:23

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

ფილმი სახელწოდებით „The Rise of Skywalker“ ლეგენდარული საგის ახალი ტრილოგიის დასასრული გახდება. სურათში ახალ პერსონაჟებთან ერთად ორიგინალური ფილმების გმირებიც გამოჩნდებიან. მთავარ როლებს ფილმში დეიზი რიდლი და ადამ დრაივერი ასრულებენ. სურათის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია.მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ნარკოტიკი

22 ოქტომბერი 2019, 10:14

ძალოვნები

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანადა არჩევნები

22 ოქტომბერი 2019, 09:56

მსოფლიო

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს

ამ დროისთვის ტრიუდოს პარტიას 338-ადგილიან პარლამენტში 156 მანდატი აქვს. იმისთვის, რომ ლიბერალებმა მთავრობა ჩამოაყალიბონ, მათ გამარჯვება 170 ოლქში უნდა მოიპოვონ. მეორე ადგილზე „კონსერვატიული პარტია“, რომელმაც 122 ოლქში გაიმარჯვა.

პასპორტი

22 ოქტომბერი 2019, 09:34

საქართველო

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 09:15

მსოფლიო

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა

იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო 2000 სტუმრის თანდასწრებით ტახტზე ოფიციალურად ავიდა.„ვფიცავ, რომ ხალხის ბედნიერების და მთელ მსოფლიოში მშვიდობის სახელით, ხალხთან ერთად და კონსტიტუციის თანახმად, ვემსახურები იაპონიას"- განაცხადა იმპერატორმა ცერემონიაზე.

იაშვილის კლინიკა

22 ოქტომბერი 2019, 08:48

საქართველო

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის. მოზარდი იაშვილის საავადმყოფოში თავის ქალის მოტეხილობით გადაიყვენეს.

ჩრდილოეთ ირლანდია

22 ოქტომბერი 2019, 08:41

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დააკანონეს

შესაბამისი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო. 21 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიელმა დეპუტატებმა სხდომის დროს ეს გადაწვეტილება ვერ დაბლოკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე ლეგალური გახდა.

აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 08:16

ეკონომიკა

დღეს თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიხსნება

ორგანიზატორების ვარაუდით, წლევანდელი ფორუმი გასული წლებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური იქნება და მასში ორიათასამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. „აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უპასუხებს. დეპუტატები მას კითხვებს მის ბიოგრაფიასა და წარსულ საქმიანობაზე დაუსვამენ.

ელექტროსიგარეტი

22 ოქტომბერი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

კვლევა: ინგლისში 50 000-ზე მეტმა ადამიანმა ელექტროსიგარეტის დახმარებით მოწევას თავი დაანება

ინგლისში, ელექტროსიგარეტის დახმარებით, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება. CNN წერს, რომ შედეგი ერთი წლის მონაცემს ასახავს. ინგლისში ელექტროსიგარეტის მოხმარების დონზე 2011 წლიდან გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელმა კლება უკვე 2015 წლიდან დაიწყო.

მარკ ცუკერბერგი

22 ოქტომბერი 2019, 00:23

მსოფლიო

ცუკერბერგი: რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ

„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი სულ უფრო გაწაფულ ტაქტიკებს იყენებენ არჩევნებში ჩარევისთვის. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ექაუნთების ქსელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებს განზრახული აქვთ მომავალი არჩევნების დროს იაქტიურონ"- განაცხადა ცუკერბერგმა.

ბრაზილია

22 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ქუჩაში ჩამოვარდა

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ქუჩაში ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი სამ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევისას დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფრენი აპარატი სამ ადამიანზე იყო გათვლილი.

21 ოქტომბერი 2019, 23:50

თემა

რა უნდა ვისწავლო ინგლისურში ზმნის და დროების გარდა?

ზმნისა და გრამატიკული დროების ცოდნა მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ იმისათვის, რომ ინგლისურად თავისუფლად ილაპარაკოთ, ეს საკმარისი არ არის.ცოცხალი ენის გასათავისებლად მხოლოდ სახელმძღვანელოები არ კმარა, საჭიროა ორიგინალში სერიალების ყურება და პრესის კითხვა, სხვადასხვა ფორუმში აქტიური მონაწილეობა და საყვარელი მომღერის შემოქმედების მოსმენა.

Brexit

21 ოქტომბერი 2019, 23:46

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შეთანხმების შესახებ კენჭისყრაზე კვლავ უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის-ის თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის შეთანხმების შესახებ კენჭისყრის ჩატარებაზე უარი განცხადა. ბერკოუმ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი პროექტის არც შინაარსი და არც გარემოება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის ქვედა პალატამ განიხილა.

მარკ ესპერი

21 ოქტომბერი 2019, 23:21

მსოფლიო

მედია: პენტაგონის ხელმძღვანელი საუდის არაბეთში მოულოდნელად ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანთან გართულებული ურთიერთობის ფონზე საუდის არაბეთში ჩავიდა. მარკ ესპერი ერ-რიადს ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. მედია წერს, რომ ვიზიტი დაანონსებული არ იყო. ესპერი სავარაუდოდ შეხვდება მეფე სალმანს და პრინც მოჰამედს შეხვდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ოქტომბერი 2019, 23:19

მსოფლიო

ნეთანიაჰუმ მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა

ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებით, მან მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და მანდატი ქვეყნის პრეზიდენტს დაუბრუნა. მოგვიანებით რუვენ რივლინიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ის გეგმავს საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებები გამართოს, ხოლო მანდატს ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეს, ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს გადასცემს.