Imedi /  27 სექტემბერი 2019, 13:02 / დაუდასტურებელი

„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

29 სექტემბერს, „თბილისიმარათონი 2019“-ის გამო დედაქალაქში რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, რის გამოც შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის  ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

მოძრაობის შეზღუდვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება:

ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N50 და N71 კრწანისის მოედნიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდებიან. ხოლო, ავტობუსები N44, N55, N80 და N102 კრწანისის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ ჰოლბრუკის ქუჩაზე, შემდეგ ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ანალოგიურად, N31 ავტობუსიც კრწანისის მოედნიდან გაივლის ჰოლბრუკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს, რის შემდეგაც მოძრაობას განაგრძობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და კვინიტაძის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირზე მოხვდება.

ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის გამზირიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.

ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ნიკო ფიროსმანის, ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ  საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს.

აეროპორტისკენ  მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება.  უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება.

ყველა სიახლე

ევერესტი

15 ოქტომბერი 2019, 12:12

მსოფლიო

ნეპალი და ჩინეთი ევერესტის სიმაღლეს ხელახლა გაზომავენ

შესაბამის გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნის შემდეგ მიიღეს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ მთა შესაძლოა რამდენიმე სანტიმეტრით დაბალი ან მაღალი გახდა. ამჟამად ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8848 მეტრი ითვლება.

ლიამ ჰემსვორტი

15 ოქტომბერი 2019, 12:11

ტაბლოიდი

ლიამ ჰემსვორტს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს

ლიამ ჰემსვორტი ყოფილ ცოლს მაილი საირუსს არ ჩამორჩა და ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. როგორც უცხოური მედია წერს, მსახიობის ახალი რჩეული 22 წლის მედისონ ბრაუნია. ისინი ერთად პაპარაცებმა რომანტიკული საღამოს შემდგომ დააფიქსირეს. ცოტა ხნის წინ ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსიც ახალ შეყვარებულთან, ავსტრალიელ მუსიკოს კოდი სიმფსონთან ერთად გამოჩნდა.

საბერძნეთი შეტაკება

15 ოქტომბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა. კონფლიქტში სირიელი და ავღანელი მიგრანტები მონაწილეობდნენ. მთავრობის ცნობით, სულ მცირე 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, 8 კი სუნთქვის გართულების გამო საავადამყოფოში გადაიყვანეს.

კრიშტიანუ რონალდუ

15 ოქტომბერი 2019, 11:56

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 700-ე გოლი გაიტანა

საიუბილეო გოლი რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, უკრაინის ეროვნული ნაკრების კარში გაიტანა. 72-ე წუთზე პორტუგალიელმა პენალტის რეალიზება მოახერხა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა ანგარიშით 1:2.

კახა კალაძე

15 ოქტომბერი 2019, 11:43

საქართველო

სამშენებლო პროექტის მომზადებისას ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა სავალდებულო გახდა

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში შედის.

მოტაცება

15 ოქტომბერი 2019, 11:39

ძალოვნები

ცოლობის მიზნით გოგოს მოტაცებისთვის 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზარხველთან ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო.

მოწამეთობა

15 ოქტომბერი 2019, 11:27

საქართველო

დღეს მოწამეთობაა

დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. მოწამეთას მონასტერში წირვას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.

კახა კალაძე

15 ოქტომბერი 2019, 11:24

საქართველო

ტაქსის მძღოლები მერიისგან სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ყველა მძღოლი, ვინც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებს. იმ სერვის-ცენტრების მისამართს, სადაც ტაქსის მძღოლებს მოემსახურებიან, მძღოლები სმს-ის მეშვეობით მიიღებენ.

ხაჭაპურის ფესტივალი

15 ოქტომბერი 2019, 10:54

კულტურა

სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წლის ყველაზე გემრიელი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ყველა სახეობის უგემრიელესი ხაჭაპური დააგემოვნონ და ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებს დაესწრონ.

მილის დაზიანება თბილისი

15 ოქტომბერი 2019, 10:53

საქართველო

ნაძალადევში წყლის მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა

ადგილობრივების თქმით, დილით 9-ის ნახევარზე ძლიერი ხმაური გაისმა, რის შემდეგაც წყლის მძლავრმა ნაკადმა მიმდებარე ქუჩები ჩამორეცხა. შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაზიანდა.

აარონ დინი

15 ოქტომბერი 2019, 10:43

მსოფლიო

პოლიციელს ტეხასში შავკანიანი ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ამის შესახებ BBC წერს. ინციდენტი ტეხასში 13 ოქტომბერს მოხდა. კაცმა, რომელსაც 28 წლის მეზობლის ატატიანა ჯეფერსონის სახლის კარი ღია დახვდა, იფიქრა, რომ სახლში მძარცველი იმყოფება და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

 ნოტრ-დამის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 10:29

მსოფლიო

ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პარიზის მსაჯულთა სასამართლომ ნოტრ-დამის ტაძარში 2016 წლის ტერაქტის მცდელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. The guardian-ის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. თავდასხმის მცდელობის უშუალო მონაწილე სამ ქალს კი 20, 25 და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ლევან ქელეხსაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 10:21

სპორტი

ლევან ქელეხსაშვილმა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მიმდინარე მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებზე საქართველომ დებიუტშივე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს, ხოლო დავით მარსაგიშვილმა- ვერცხლის მედალი მოიგო.

ნარკოტიკი დაკავება

15 ოქტომბერი 2019, 10:17

ძალოვნები

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქეთი სანქციები

15 ოქტომბერი 2019, 09:36

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის, შს და ენერგეტის მინისტრებს. მანამდე დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა.

ბრიუს სპრინგსტინი

15 ოქტომბერი 2019, 09:18

კულტურა

ლონდონის კინოფესტივალზე ბრიუს სპრინგსტინის სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა

დოკუმენტურ ფილმს „ დასავლეთის ვარსკვლავები“ ჰქვია. მასში ბრიუს სპრინგსტინი ამავე სახელწოდების, ბოლო ალბომში შესულ სიმღერებს ასრულებს. ალბომიც და ფილმიც სპრინგსტინის მუსიკალური კარიერის დასრულებას მიეძღვნა. მის გადაღებაში მუსიკოსს რეჟსორი და პროდიუსერი ტომ ზიმნი დაეხმარა.

ტოკიოს მოდის კვირეული

15 ოქტომბერი 2019, 08:59

კულტურა

ტოკიოს მოდის კვირეული კიმონოების ჩვენებით გაიხსნა

დეფილე ასაფრენ ბილიკზე მოეწყო. ჩვენებას იაპონელი როკმუსიკოსის იოშიკის აკომპანიმენტი აფორმებდა, რომელიც ამავროულად დიზაინერის ამპლუაში წარდგა. ტოკიოს მოდის კვირეული 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მაში 42 ადგილობრივი ბრენდი მიიღებს მონაწილეობას.

ბუკერის პრემია

15 ოქტომბერი 2019, 08:47

კულტურა

ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდმა და ბერნანდინ ევარისტომ მიიღეს

გამარჯვებულები 50 000 ფუნტ სტერლინგს გაინაწილებენ, გარდა ამისა ისინი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევლენ: 79 წლის ეტვუდი ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი გახდა, ევარისტო კი პირველი ფერადკანიანი მწერალია, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

15 ოქტომბერი 2019, 08:26

ძალოვნები

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი ბავშვს დაეჯახა

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მაშინ მოხდა, როდესაც 13 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა. მოზარდი ქალა-ძვლის ხაზოვანი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა.

ჭავჭავაძე

15 ოქტომბერი 2019, 08:14

საქართველო

17 ოქტომბრიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო მოძრაობა შეიზღუდება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება.