imedi /  02 ოქტომბერი 2019, 13:08 / სანდო წყარო

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. 

პირადობის მოწმობით რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

აპლიკანტებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებგვერდის მეშვეობით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ტესტების ნიმუშები განთავსებულია ონლაინ რეგისტრაციის პორტალზე www.vet.emis.ge.

განათლების სამინისტროს ცნობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

სამინისტროს განცხადებით, იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია. 

"წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე", - წერია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში. 

ყველა სიახლე

24 იანვარი 2020, 15:16

ვიდეო

დაპირისპირება საკრებულოში

გიორგი ჯანაშია

24 იანვარი 2020, 15:05

ძალოვნები

პროკურორი: ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გორგი ჯანაშიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შესახებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება. შეთანხმების შინაარსი მედიისთვის კვლავ უცნობია. პროკურორი დეტალებზე არაფერს ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა.

ლევან ხაბეიშვილი

24 იანვარი 2020, 14:40

საქართველო

თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა და ლევან ხაბეიშვილმა იჩხუბეს. სარევიზიო კომისიის სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, საკრებულოს წევრების მიმართ ხაბეიშვილი სატელევიზიო ეთერში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

რუსთავი 2 სასამართლო

24 იანვარი 2020, 14:35

ძალოვნები

„რუსთავი 2-ისთვის“ ზარალის მიყენების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომის დაწყებამდე „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიების ფარგლებში მასსა და მის მეუღლეზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ფრონტერა

24 იანვარი 2020, 14:35

საქართველო

„ფრონტერას“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია-ს“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. ამ მიზეზით 100-მდე ადამიანი დედოფლისწყაროში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ჭიშკართან ცოცხალი ჭაჭვი შეკრეს. ამბობენ, რომ ვიდრე დავალიანებები არ ჩაირიცხება, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

24 იანვარი 2020, 14:34

საქართველო

ლევან იზორიას დედა გავრცელებულ კადრებზე ამბობს, რომ მის მეორე შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ლევან და ვახტანგ იზორიების დედა. გულიკო კვირკველია წერს, რომ მის შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს შესაბამისს კურსს.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2020, 14:20

საქართველო

ომბუდსმენი პენიტენციურ სამსახურს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის კანონი დაარღვია, როდესაც პატიმრებთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ამის გამო ომბუდსმენის აპარატი საჩივარს უშუალოდ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ შეიტანს.

იზ იელდინ ბაჰდერი

24 იანვარი 2020, 13:50

სპორტი

ეგვიპტეში 74 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი დაარეგისტრირეს

ეგვიპტის საფეხბურთო ფედერაციამ (EFA) მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელი დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 74 წლის იზ იელდინ ბაჰდერმა კონტრაქტი მესამე დივიზიონის კლუბ „6 ოქტომბერთან“ გააფორმა.

ბელა ჰადიდი

24 იანვარი 2020, 13:25

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდი პოდიუმზე ე.წ. შიშველი კაბით გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს ბოლო ჩვენებაში პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Yahoo News-ი ავრცელებს. ​24 წლის ჰადიდის ფოტოები Instagram-ზე გავრცელდა.

24 იანვარი 2020, 13:00

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი ხმაურით პროტესტის ნიშნად დატოვა

„აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გოგი თოდაძე

24 იანვარი 2020, 12:54

კულტურა

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

ის იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექოტრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო)

კინოთეატრი

24 იანვარი 2020, 12:45

კულტურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. შესაბამისი ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს.

ახალგორი

24 იანვარი 2020, 12:33

საქართველო

ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვები პუნქტი“ გაიხსნა

დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების საბჭოს ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვებ პუნქტს პენსიონერებისთვის ხუთი დღით გახსნიდა.

სუნდარ პიჩაი

24 იანვარი 2020, 12:31

ტექნოლოგიები

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი დაასახელა, რომელზეც Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაა დაგეგმილი. XDA Developers​-ის ცნობით, ღონისძიება 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ გაასაჯაროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი

24 იანვარი 2020, 12:13

მსოფლიო

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა Brexit-ის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს. 29 იანვარს შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში იგეგმება.

აშშ

24 იანვარი 2020, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შეერთებული შტატები ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალ რეგულაციას დღეიდან აამოქმედებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ახალი რეგულაციით, ფეხმძიმე ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის მიზანს ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს. ახალი რეგულაცია „ბი“ ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.

ესპანეთი

24 იანვარი 2020, 11:52

მსოფლიო

ესპანეთში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარა

24 იანვარი 2020, 11:40

საქართველო

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა. ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

24 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.