imedi /  03 ოქტომბერი 2019, 17:24 / სანდო წყარო

ნატოს გენმდივნის მოადგილე: შავი ზღვის უსაფრთხოება რეგიონში სტაბილურობის გარანტია

როუზ გოტმიოლერი

როუზ გოტმიოლერი

შავი ზღვის უსაფრთხოება არის სტაბილურობის გარანტი რეგიონში, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ მხრივ ოფიციალურ თბილისთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

როუზ გოტმიოლერმა კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები და აღნიშნა, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საჯარისო ნაწილები აუცილებლად უნდა გაიყვანოს.

„ჩვენ ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეაქვს. ბოლო წლებში ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეს ვიზიტი მიმართულია საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოების და სტაბილურობის წყარო რეგიონში“, - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

თავის მხრივ, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია.

„ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების. ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია“,  - აღნიშნა პრემიერმა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) წარმოადგენს ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და 2 დღეს გაგრძელდება. ჩრდილოატლანტიკური საბჭო სხდომა საქართველოში მეხუთედ იმართება.

ყველა სიახლე

მაკენზი დერნი

16 ოქტომბერი 2019, 00:54

ტაბლოიდი

UFC-ის მებრძოლმა Instagram-ზე დაწერა რომ ორსულად იყო და 20 ათასი გამომწერი დაკარგა

სანამ მაკენზი დედა გახდებოდა, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სპორტში. მას შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლებში 7 მოგება აქვს, ასევე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორგზის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრები

16 ოქტომბერი 2019, 00:42

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა

7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 8 ქულით ჯგუფის მე-4 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს სტუმრად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

კრიპტოვალუტა

16 ოქტომბერი 2019, 00:41

ეკონომიკა

Telegram-ის კრიპტოვალუტის გამოშვება შესაძლოა ნახევარი ან 1 წლით გადაიდოს

მესენჯერ Telegram-ის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ნახევარი ან ერთი წლით გადადოს ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ით კრიპტოვალუტა Gram -ის გამოშვება. ამის მიზეზი კი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ დროებითი სასამართლო ყადაღა გახდა.

კილიან მბაპე

16 ოქტომბერი 2019, 00:09

სპორტი

მბაპემ წელიწადში 50 მილიონ ევროზე თქვა უარი

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა OKDIARIO ავრცელებს. მისი ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას 20 წლის ფრანგთან მოქმედი კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივება სურდა, მბაპემ კი შეთავაზება არ მიიღო, ვინაიდან მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.

მობილური

16 ოქტომბერი 2019, 00:01

ტექნოლოგიები

Google-მა ახალი მობილურები Pixel 4 და Pixel 4 XL წარადგინა. გარჩევა

Pixel 4-ის დიაგონალი 14.5 სანტიმეტრამდეა, Pixel 4 XL-ის დიაგონალი კი 16 სანტიმეტრია. მობილური აღჭურვილია Snapdragon 855 პროცესორით, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და ასევე შესაძლებელია 64 ან 128 გიგაბაიტინია მეხსიერების ბარათის დამატება.

იაროსლავ სუმბაევი

15 ოქტომბერი 2019, 23:50

ძალოვნები

საქართველო რუსეთს ძებნილ ჰაკერს მაინც გადასცემს

როგორც იუსტიციის სამინისტროში „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურეს, უწყებამ 28 წლის რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის ბრძანება გასცა. სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სკაფანდრი NASA

15 ოქტომბერი 2019, 23:32

ტექნოლოგიები

NASA-მ მთვარესა და მარსზე ფრენისთვის ახალი სკაფანდრები წარადგინა

აშშ-ის​ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მთვარესა და მარსზე ფრენისთვის ახალი სკაფანდრები წარადგინა. დემონსტრაცია ვაშინგტონში, NASA-ს შტაბბინაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე

15 ოქტომბერი 2019, 23:08

ეკონომიკა

ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკში“ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკში“ არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, „ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო“:

მაია ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 22:24

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას

ივნისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, დღეს კი შუალედური ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

სერიალი

15 ოქტომბერი 2019, 22:09

კულტურა

სერიალ „ზებუნებრივის“ ბოლო, მეთხუთმეტე სეზონი დაიწყო

მეთხუთმეტე სეზონში ირკვევა, რომ ძმები ვინჩესტერების ყველა უბედურების უკან ღმერთი იდგა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთობოდა და ძმებს უსიამოვნებებში ხვევდა. ღმერთმა თურმე დიდი ხანია "ზებუნებრივში" დატოვა სამოთხე და მონსტრებზე მონადირე ძმებზე, მწერალ ჩაკის სახელით წიგნებს გამოსცემდა.

მექსიკა

15 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელმა 14 პოლიციელი მოკლა

შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი და გარდაცვლილი პოლიციელები ნახეს, სამართალდამცველების მანქანები აფეთქებული იყო, ორი პოლიციელი კი აფეთქების შედეგად დამწვარი და გარდაცვლილი. ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილი პოლიციელების შესახებ.

15 ოქტომბერი 2019, 21:17

თემა

ჩემს შვილს ჩუტყვავილა აქვს. რომელი ანტისეპტიკური საშუალება გამოვიყენო?

ანტისეპტიკური საშუალების დანიშნულებაა ღია ჭრილობის გაღიზიანების ან ანთებითი პროცესის განვითარების შეფერხება. ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ ოპერაციის ან დაზიანების შედეგი. ზოგიერთ ანტისეპტიკს ჰერმიციდული ეფექტი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიკრობებს ანადგურებენ. მეორე მხრივ, არსებობს ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. შედარებით სუსტ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება იოდის 5%-იანი ხსნარი და ბრილიანტის მწვანე (ეგრეთ წოდებული ზელიონკა).

15 ოქტომბერი 2019, 21:10

ეკონომიკა

ცნობილია სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა - რა უნდა იცოდნენ ქართველმა ფერმერებმა. კვლევის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია PMCG აქვეყნებს, ყავა ლიდერობს. მისმა იმპორტმა 2013-2017 წლებში თითქმის 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დაჭრა

15 ოქტომბერი 2019, 21:07

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით პოლიციამ დღეს კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში კი ამ საქმეზე სამი პირია დაკავებული. სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა. შუახნის კაცებს შორის შელაპარაკება 2 პირის დაჭრით დასრულდა.

თევზი მატლები

15 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

მომხმარებლის მტკიცებით, მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინა

თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი მათგან არ უყიდიათ, პროდუქტის რეალიზატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია.

გრიგოლ ლილუაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ლილუაშვილი: რუსული რბილი ძალა რამდენჯერმე გავანეიტრალეთ

კვირის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად დაიკავებს. მანამდე ის მოვალეობის შემსრულებელია და დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტში ხვალ მოუსმენენ.

ჭავჭავაძის გამზირი

15 ოქტომბერი 2019, 20:32

საქართველო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კონსტანტინ ზატულინი

15 ოქტომბერი 2019, 20:23

მსოფლიო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

სონია ალი

15 ოქტომბერი 2019, 20:12

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, 24 წლის ბლოგერი სონია ალი ლონდონში დაიბადა, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს. სონიას და მის 27 წლის დას ფიზას საერთო Instagram-ი აქვთ, რომელშიც ისინი კოსმეტიკური საშუალებებს განიხილავენ. დების ვიდეობლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ლუდოვიკ ორბანი

15 ოქტომბერი 2019, 20:01

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ოპოზიციონერი წარადგინა

მემარცხენე ცენტრისტი პრემიერმინისტრის ვიორიკა დენჩილეს მთავრობა ამ თვეში ჩამოიშალა მას შემდეგ რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ორბანმა ახლა ისეთი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც პარლამენტის ნდობას დაიმსახურებს.