imedi /  06 ოქტომბერი 2019, 17:10 / სანდო წყარო

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან მოძრაობამ „სირცხვილია“ აქცია გამართა

აქცია

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია კამპანია "სირცხვილიას" ფარგლებში იმართება. აქტივისტები ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე არსებობს. აქციის მონაწილეები, ითხოვენ, რომ დირექტორი მოქმედმა ბორდმა აირჩიოს და ის დამოუკიდებელი იყოს.

მოსალოდნელ საფრთხეებზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა რამდენიმე
დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და მათ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს დაინტერესდნენ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე, რომელიც 22 აგვისტოს გაიმართა, ორი ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კვოტით წარდგენილმა ბორდის წევრმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი - თინა ცისკარაძემ. მეორე კენჭისყრაზეც ანალოგიური შედეგი დადგა. შესაბამისად, კონკურსი ჩაიშალა, რომელიც თავიდან უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ გიორგი კოხრეიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ 22 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონკურსი ჩაიშალა, ბათილად გამოცხადდეს. შესაბამისად, სასამართლომ ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსი შეაჩერა.

ყველა სიახლე

22 თებერვალი 2020, 00:16

თემა

იურისტი, ექსტროვერტი და ხელოვნების მოყვარული. ვინ არის საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი

საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, 63 წლის ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. უპარტიო ეკატერინი საკელაროპულუმ შეცვალა კონსერვატორი პროკოპის პავლოპულოსი, რომლის ხუთწლიანი ვადა მარტში იწურება. ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა წამოაყენა. მას მხარი დაუჭირეს როგორც მმართველმა პარტიამ - ახალმა დემოკრატიამ, ასევე,რადიკალური მემარცხენე ძალების ოპოზიციამ და სოციალურმა პარტიამ - ცვლილებების მოძრაობა.

გიგი წერეთელი

22 თებერვალი 2020, 00:05

საქართველო

გიგი წერეთელი: რუსეთი აქტიურად მოქმედებს, მისი მიზანია საქართველოს განვითარების შეფერხება

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოს ფორმატში საქართველოზე საუბრისას აქცენტი კონფლიქტებზე გაკეთდა. „თუმცა დემოკრატიის მიმართულებითაც ეუთოს აქვს სერიოზული ფუნქციები და ინტერესი საქართველოში, მაგრამ დღეს ბრძოლის ხაზი გადის იქ, სადაც ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული“, - განუცხადა გიგი წერეთელმა „ქრონიკას“.

21 თებერვალი 2020, 23:53

თემა

არის თუ არა ევთანაზია მკვლელობა

თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და ურთიერთწინააღმდეგობრივი თემაა ევთანაზია. ეს პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის დიდ კომპლექსს მოიცავს. აქ არის მედიცინა, იურისპრუდენცია, რელიგია, ფილოსოფია. ამიტომაცევთანაზიის სრულფასოვანი განხილვისთვის, აუცილებელია თითოეული ამ სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა. ევთანაზია არის არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ გადაწყვეტილებას თავად პაციენტი ან მისი ახლო ნათესავი იღებს. პროცესში მონაწილეობს ექიმიც, რომელიც აქტიურად ან პასიურად ადამიანის უკანასკნელ ნებას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: არის თუ არა ევთანაზია ჰუმანური ქმედება? რა არგუმენტები აქვთ მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს? რას ფიქრობენევთანაზიაზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები? არის თუ არა ევთანაზია საქართველოში ლეგალური?

Google

21 თებერვალი 2020, 23:45

ტექნოლოგიები

Google-მა ანტიმონოპოლიური საგამოძიებო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა

კომპანია Google-მა უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რომელიც აშშ-ის 48 შტატის, კოლუმბიის ოლქისა და პუერტო-რიკოს პროკურორებისგან შემდგარმა კომისიამ მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ელისაბედ მეორე

21 თებერვალი 2020, 23:41

ტაბლოიდი

დედოფალ ელისაბედ II-ის ბავშვობის ჩანახატები იპოვეს

წიგნში „შოტლანდიის ნაციონალური სამხედრო მემორიალი“ (Scottish National War Memorial) ნაპოვნია ფანქრით შესრულებული ჩანახატები, რომელიც სავარაუდოდ, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს ეკუთვნის. ამის შესახებ Daily Mirror წერს. ორ ნახატზე გამოსახულია ქალი პროფილში. ექსპერტების შეფასებით, ეს დედოფლის გუვერნანტი მერიონ კროუფორდია. ნახატს მეორე მხარეს აწერია „ელისაბედი“.

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 23:19

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი ტრამპზე: პუტინის მარიონეტი კვლავ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს

The New York Times-ის ცნობით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის თანამშრომელმა, შელბი პირსონმა 13 თებერვალს დახურული ბრიფინგი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტის წევრებისთვის და განუცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ერევა, რათა ტრამპის მეორე ვადით არჩევას შეუწყოს ხელი.

პრინცი ჰარი მეგან მარკლი

21 თებერვალი 2020, 22:58

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა მეგობრებს განუცხადა, რომ ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა თავის მეგობრებს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express-ი ავრცელებს.

ვახო ხუზმიაშვილი

21 თებერვალი 2020, 22:30

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ საკონკურსო საბჭომ ვახო ხუზმიაშვილი აირჩია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ვახო ხუზმიაშვილი წარსულში ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

21 თებერვალი 2020, 22:15

ტაბლოიდი

ავსტრალიაში 9 წლის ბიჭმა, რომელსაც ჯუჯობისთვის აბულინგებდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავების მხარდაჭერა მიიღო

9 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა, რომელსაც სკოლაში ჯუჯობის გამო აბულინგებდნენ, ჰოლივუდის ვარკვლავების გამოხმაურება და მხარდაჭერა მიიღო, ამის შესახებ CNN წერს. ქუოდენ ბეილის დედამ სოციალურ ქსელებში ატვირთა ვიდეო, სადაც მისი შვილი ტიროდა რომ ჯუჯობის გამო სკოლაში ბულინგის ობიექტი გახდა.

ვლადიმერ პუტინი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იდლიბში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტების აგრესიული ქმედებების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვაჟა მარგველაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:58

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პირველ წრეში მარგველაშვილმა ალჟირელ ვაილ ეზინეს სძლია, შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა. 1/8-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იპონით ყაზახ იერლან სერიკჟანოვს, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს სძლია. ნახევარფინალში მარგველაშვილი რუს იაკუბ შამილოვს შეხვდა და ისიც იპონით დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 21:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მედიაში გამოქვეყნებულ მასალას არჩევნებში რუსეთის მის სასარგებლოდ ჩარევაზე დეზინფორმაცია უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ ერევა „დეზინფორმაციის მორიგი კამპანია“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:10

საქართველო

სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზებით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

თამარ იოსელიანი

21 თებერვალი 2020, 21:09

საქართველო

აფრიკაში გემის გატაცებისას მომხდარი სროლის დროს ქართველი მეზღვაურები არ დაშავებულან

გემზე მყოფი და გატაცებული მეზღაურებიდან გასროლის დროს არავინ დაშავებულა,- ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

დავით ზალკალიანმა ჟოზეპ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ბერაია

21 თებერვალი 2020, 20:50

საქართველო

ირაკლი ბერაია: საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას უმკაცრესი შეფასება უნდა მიეცეს

„ეუთოში ჩვენი გამოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი და მორიგი დადასტურება, თუ როგორ აგრძელებს რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ ქმედებებს თავისი მეზობლების და სხვა სახელმწიფოების მიმართ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

21 თებერვალი 2020, 20:33

საქართველო

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„კამარა“ პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს. „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ევროპაბეთის“ ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე

21 თებერვალი 2020, 20:29

საქართველო

თენგიზ ცერცვაძე: ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14 დღე ექიმები დააკვირდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ექიმები 14 დღე დააკვირდებიან. „ჩვენთვის სულ ერთია ამ რეისით მოიყვანენ პაციენტს თუ სხვა რეისით, ეროვნებით ქართველია თუ ჩინელი თუ სხვა, ჩვენ მზადყოფნაში ვართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.

კახა კუჭავა

21 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

კახა კუჭავა: დაგმობა მისასალმებელია, მაგრამ რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ორმხრივი შეხვედრების დროს კოლეგებს ვთხოვეთ, რომ მოწოდება და დაგმობა ძალიან მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია კონკრეტულ ქმედებებზეც ვისაუბროთ, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ფორმა, მაგრამ რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2020, 20:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კახა კუჭავას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცება საქართველოს ინტერესების ხმამაღლა გამოხატვაში დაგვეხმარება

იმედი გვაქვს, რომ კახა კუჭავა დამტკიცდება ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს მოგვცემს ჩვენ კიდევ ერთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე და ამ შემთხვევაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.