Imedi /  06 ოქტომბერი 2019, 18:05 / სანდო წყარო

ომბუდსმენი ილია ჯიშკარიანის საქმეს ეხმიანება

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ეხმიანება.

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ეფექტურად წარმართვისკენ, მთავარ პროკურატურას კი გამოძიების მიმდინარეობის ზედამხედველობისკენ მოუწოდებს.

"სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება, ხოლო მთავარმა პროკურატურამ ზედამხედველობა გაუწიოს გამოძიების მიმდინარეობას. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ომბუდსმენისთვის კატეგორიულად მიუღებელია სავარაუდო მსხვერპლის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება.

"საზოგადოებას მნიშვნელოვანია ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან", - წერია განცხადებაში.

საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ „ქართული ოცნების" დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში გუშინ დაადანაშაულა. მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

„ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა... უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი, ვიღებ მეთქი ბატონო ილია... დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა. როგორ გამოვიქეცი სახლში არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი, საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო, ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს. არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ", - განაცხადა თოდაძემ.

თამთა თოდაძე დედასთან ერთად პოლიციაში განმეორებით გამოკითხვაზე დღეს მივიდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ჯიშკარიანის ახლობელმა თოდაძის დედას ძალადობის ფაქტის უარყოფა შესთავაზა.

ჯიშკარიანის მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურნენ თბილისის მერი კახა კალაძე და  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, განცხადებით კი ჯიშკარიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე საუბარი ნაადრევია. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. 

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

15 ოქტომბერი 2019, 23:08

ეკონომიკა

ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკში“ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკში“ არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, „ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო“:

მაია ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 22:24

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას

ივნისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, დღეს კი შუალედური ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

სერიალი

15 ოქტომბერი 2019, 22:09

კულტურა

სერიალ „ზებუნებრივის“ ბოლო, მეთხუთმეტე სეზონი დაიწყო

მეთხუთმეტე სეზონში ირკვევა, რომ ძმები ვინჩესტერების ყველა უბედურების უკან ღმერთი იდგა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთობოდა და ძმებს უსიამოვნებებში ხვევდა. ღმერთმა თურმე დიდი ხანია "ზებუნებრივში" დატოვა სამოთხე და მონსტრებზე მონადირე ძმებზე, მწერალ ჩაკის სახელით წიგნებს გამოსცემდა.

მექსიკა

15 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელმა 14 პოლიციელი მოკლა

შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი და გარდაცვლილი პოლიციელები ნახეს, სამართალდამცველების მანქანები აფეთქებული იყო, ორი პოლიციელი კი აფეთქების შედეგად დამწვარი და გარდაცვლილი. ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილი პოლიციელების შესახებ.

15 ოქტომბერი 2019, 21:17

თემა

ჩემს შვილს ჩუტყვავილა აქვს. რომელი ანტისეპტიკური საშუალება გამოვიყენო?

ანტისეპტიკური საშუალების დანიშნულებაა ღია ჭრილობის გაღიზიანების ან ანთებითი პროცესის განვითარების შეფერხება. ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ ოპერაციის ან დაზიანების შედეგი. ზოგიერთ ანტისეპტიკს ჰერმიციდული ეფექტი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიკრობებს ანადგურებენ. მეორე მხრივ, არსებობს ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. შედარებით სუსტ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება იოდის 5%-იანი ხსნარი და ბრილიანტის მწვანე (ეგრეთ წოდებული ზელიონკა).

15 ოქტომბერი 2019, 21:10

ეკონომიკა

ცნობილია სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა - რა უნდა იცოდნენ ქართველმა ფერმერებმა. კვლევის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია PMCG აქვეყნებს, ყავა ლიდერობს. მისმა იმპორტმა 2013-2017 წლებში თითქმის 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დაჭრა

15 ოქტომბერი 2019, 21:07

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით პოლიციამ დღეს კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში კი ამ საქმეზე სამი პირია დაკავებული. სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა. შუახნის კაცებს შორის შელაპარაკება 2 პირის დაჭრით დასრულდა.

თევზი მატლები

15 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

მომხმარებლის მტკიცებით, მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინა

თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი მათგან არ უყიდიათ, პროდუქტის რეალიზატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია.

გრიგოლ ლილუაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ლილუაშვილი: რუსული რბილი ძალა რამდენჯერმე გავანეიტრალეთ

კვირის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად დაიკავებს. მანამდე ის მოვალეობის შემსრულებელია და დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტში ხვალ მოუსმენენ.

ჭავჭავაძის გამზირი

15 ოქტომბერი 2019, 20:32

საქართველო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კონსტანტინ ზატულინი

15 ოქტომბერი 2019, 20:23

მსოფლიო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

სონია ალი

15 ოქტომბერი 2019, 20:12

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, 24 წლის ბლოგერი სონია ალი ლონდონში დაიბადა, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს. სონიას და მის 27 წლის დას ფიზას საერთო Instagram-ი აქვთ, რომელშიც ისინი კოსმეტიკური საშუალებებს განიხილავენ. დების ვიდეობლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ლუდოვიკ ორბანი

15 ოქტომბერი 2019, 20:01

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ოპოზიციონერი წარადგინა

მემარცხენე ცენტრისტი პრემიერმინისტრის ვიორიკა დენჩილეს მთავრობა ამ თვეში ჩამოიშალა მას შემდეგ რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ორბანმა ახლა ისეთი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც პარლამენტის ნდობას დაიმსახურებს.

ელექტრომოტოციკლი LifeWire

15 ოქტომბერი 2019, 19:52

ტექნოლოგიები

Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლის გაყიდვა ორ კვირაში შეწყვიტა

The Wall Street Journal​-ის ინფორმაციით, ელექტრომოტოციკლების წარმოება დასატენ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრაზე მუშაობენ, თუმცა წარმოების განახლების თარიღს არ ასახელებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 19:34

ეკონომიკა

ნოტრ-დამის აღდგენის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე €37 მილიონი დაიხარჯა

საფრანგეთის კულტურის მინისტრის ფრანკ რისტერის განცხადებით, ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 5 წელი დასჭირდება. ფრანკ რისტერის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

სახლის ჩამონგრევა

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

ბრაზილიაში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

გამოცემა G1-ის ცნობით, შენობა ქალაქის ფეშენებელურ რაიონში მდებარეობს და მისი აშენების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ჩამონგრევის მომენტში შენობის მიმდებარედ მყოფი რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირია

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ თურქეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან, რათა დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

მიწისძვრა

15 ოქტომბერი 2019, 19:22

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ხარაგაულში, სოფელი ჩალხეეთი იყო. ბიძგები მიწის ზედაპირიდან 18 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

როლანდ ახალაია

15 ოქტომბერი 2019, 19:01

საქართველო

როლანდ ახალაია ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს

წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში, - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს.

მფრინავი მანქანა

15 ოქტომბერი 2019, 18:51

ტექნოლოგიები

Boeing-ი და Porsche მფრინავი ელექტრო მანქანის შესაქმნელად ერთიანდებიან

თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Boeing-ი და სპორტული მანქანების მწარმოებელი გერმანული Porsche მფრინავი ელექტრომანქანის შესაქმნელად ერთიანებიან. კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ წერია რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ მფრინავი ელექტრომობილის შექმნისთვის.